როცა თვალწარმტაცი ბალერინების მიერ ურთულესი ელემენტების შესრულებას სუნთქვა შეკრული ვუყურებთ, არ ვუფიქრდებით, თუ სინამდვილეში ბალეტის გრაციოზული მოცეკვავეების გაცისკროვნებული ღიმილის მიღმა რა იმალება.
ყველა ტანჯვა, ცრემლი და სისხლი კულისებში, გასახდელსა და სარეპეტეციო სტუდიაში რჩება. აღფრთოვანებულ მაყურებელს ისღა დარჩენია, რომ სცენაზე მსუბუქ და ნარნარ მოძრაობას უყუროს.
სინამდვილეში ამ სიმსუბუქის მიღმა ჯოჯოხეთური შრომა და ბალეტისთვის სრული თავგანწირვა იმალება. გთავაზობთ ძლიერი სურათების ნაკრებს, რომელიც კიდევ ერთხელ დაგიმტკიცებთ, რომ ბალეტი სუსტებისთვის არაა.
ბალერინები მთელ დღეს გაწელვებში ატარებენ. გაწელვები კი მტანჯველი, იძულებით და თვალების დაბნელებამდე დამღლელი საქმეა.
ბალეტი – ჯანმრთელობის თამამი გამოწვევაა და სპორტის ბევრ რთულ სახეობაზე უფრო მძიმეა.
სუსტი ბალერინებისთვის სახსრების ტკივილი ჩვეულებრივი საქმეა. ბალერინასთვის ძვლის ამოვარდნა, მოტეხილობა და ტრავმა ისეთივე ჩვეულებრივია, როგორც ცუდი მხედველობა პროგრამისტისთვის.
ასაკის მატებასთან ერთად ხშირი დაზიანების, მყესების გაწყვეტის, ტრავმის, მოტეხილობის გამო სახსრების აუტანელი ტკივილი აწუხებთ. ეს ძვირი ფასია, რასაც სუსტი გოგოები სცენაზე მხურვალე ოვაციების გამო იხდიან.
საბალეტო კარიერაში წარმატების მისაღწევად შუაში ჩაჯდომა ზუსტად უნდა შეძლოს. წინააღმდეგ შემთხვევაში საბალეტო სკოლის კარს მიღმა შეიძლება აღმოჩნდეს.
ალბათ, ბალეტის მსახიობების ტერფები ყველაზე უსიამოვნო შესახედავია. ჩვეულებრივ ბალერინას პუანტები ჩვეულებრივ ფეხსაცმელზე 2-ჯერ უფრო პატარა ზომისაა. ახლა წარმოიდგინეთ, რომ სუსტ თითებს 50 ან მეტი კგ ზემოდან აწვება. რთული წარმოსადგენია, თუ საბალეტო ხელოვნების ოსტატებს როგორი აუტანელი ტკივილის ატანა უწევთ.
სამწუხაროდ, ბალერინას როლი ყველა გოგოსთვის არაა. ამისთვის მოცეკვავედ უნდა დაიბადოთ, ბუნებით გარკვეული თვისებები, უნარი და ხასიათი უნდა გაგაჩნდეთ.
ბალეტი უბრალოდ გატაცება ან სამსახური არაა. ბალეტი – ცხოვრებაა! ეს მოცეკვავეს მთელ დროს, ძალას და სურვილებს ართმევს. გახდე ბალერინა – ნიშნავს, რომ საკუთარი თავი მთლიანად მას მიუძღვნა!
კიდევ ერთი კრიტერიუმი, რომელიც ბალეტის მსახიობს მოეთხოვება – ეს კიდურების სიგრძეა. საბალეტო სკოლაში მიღების დროს გოგოებს მარტივი მეთოდით „სიგრძის ინდექსს“ უზომავენ: მჯდომარე პოზაში სიგრძეს დგომის დროს სიგრძეზე ყოფენ და 100-ზე ამრავლებენ. თუ თქვენი მაჩვენებელი 49-52%-ის ფარგლებშია, ბალერინას კარიერა შეგიძლიათ დაივიწყოთ.
ზედმეტი ნაჭერი შეჭამეთ? შეიძლება საბალეტო სკოლიდან გაგდება დაგემუქროთ, რადგან წონის კონტროლი თქვენ გაგამხელთ. ფორმის შესანარჩუნებლად ბალერინები ძლიერ შარდმდენ საშუალებებს სვამენ, საეჭვო მედიკამენტებს იყენებენ და მკაცრ დიეტას იცავენ.
პროფესიონალი ბალერინას კარიერა ჩვეულებრივ ძალიან ხანგრძლივი არაა. მოცეკვავე 35 წლის ასაკში პენსიაზე გადის და თან მიაქვს რამდენიმე ტრავმა, ქრონიკული დაღლილობა და დეფორმირებული ტერფები.
თუ ბალერინად დაიბადეთ, დასახული მიზნიდან ვერანაირი განსაცდელი ვერ გადაგახვევინებთ.
წარმოუდგენელი სილამაზე, გრაციოზულობა, მოქნილობა არც ერთ სხვა ხელოვნებას ისე უხვად არ აქვს, როგორც ბალეტს.
ბალეტის მსახიობი უდიდესი აღფრთოვანების ღირსია. ზოგმა შეიძლება შეიბრალოს, რომ მიზნის მიღწევა ასე ძვირი უჯდებათ. თუმცა ეს ის არაა, რაც მათ სურთ. მათ თანაგრძნობა არ სჭირდებათ. ასეთი რთული გზა თავად აირჩიეს, ბალეტს მთელი ცხოვრება მიუძღვნეს და ამ ხელოვნებაში მთლიანად გაიშალნენ. ბალეტის ნამდვილი თაყვანისმცემლები მადლობის თქმით არ იღლებიან.