“ცოტა ხნის წინ ჩემმა ვაჟმა მითხრა, რომ მალე მამა გახდებოდა. ძალიან მაინტერესებდა ბავშვის სქესი, მინდოდა ბიჭი ყოფილიყო. ის ხომ გვარის გამგრძელებელია ოჯახში. ბედნიერი ვიყავი, რომ მართლაც ბიჭუნა აღმოჩნდა. დადგა საკითხი, თუ რა უნდა დაერქმიათ ბავშვისთვის.” – გვიყვება ქალბატონი ქეთევანი.ამ საკითხზე დავამ მას რძალთან ურთიერთობა გაუფუჭა. ბებიას სურდა, რომ ოჯახის ტრადიციის მიხედვით, ბავშვს ბებია-ბაბუის სახელი უნდა რქმეოდა. რა მოხდა შემდეგ, პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გაიგებთ.
რა დავარქვათ ბავშვს
“მე და ლელას მეგობრული ურთიერთობა გვაქვს. ხანდახან გვიკამათია, მაგრამ საერთო ჯამში ერთმანეთი სერიოზულად არასდროს გვიწყენინებია. რომ დაფეხმძიმდა, ძალიან გაგვიხარდა, რადგან ყოველთვის ვოცნებობდით მემკვიდრეზე.როდესაც ბავშვის სქესი გავიგეთ, კიდევ უფრო გაგვიხარდა, რადგან შეგვეძლო ოჯახის ტრადიციის გაგრძელება – ბიჭებს ყოველთვის ბაბუების სახელს ვარქმევდით. თუმცა, ლელასთვის ეს ტრადიცია მიუღებელი აღმოჩნდა.მან სკანდალი მოაწყო და განაცხადა, რომ შვილის სახელს თავად შეარჩევდა და არ სურდა ჩვენი აზრის გათვალისწინება. საბოლოოდ, მშვიდობიანი გზით ამ საკითხის მოგვარება არ მოხერხდა.
შევეცადე მშვიდად დალაპარაკება, მაგრამ როგორც კი ამაზე საუბარი დავიწყე, არ მომისმინა და ოთახიდან გავიდა. ბოლოს კი გვითხრა, რომ სამშობიაროდან დედა გაიყვანდა და შეგვეძლო არ მივსულიყავით.არ მესმის, რატომ იქცევა ასე ეგოისტურად. მარტო თითონ ხომ არ არის ბავშვის მშობელი. შემდეგ ამ საკითხზე აღარაფერი მითქვამს. ბოლო თვეში ლელას წოლითი რეჟიმი ჰქონდა ბავშვის შესანარჩუნებლად. დამირეკა შვილმა.მან მითხრა, რომ ბავშვისთვის თავად შეარჩევდნენ სახელს და თავად გადაწყვეტდნენ ოჯახთა დაკავშირებულ საკითხებს. არ ვიცოდი რა უნდა მეპასუხა ამაზე. თითქოს მე არც ვარსებობ. სახელი თავად შეარჩიეს და უხეშად მომიშორეს როდესაც კიდევ ვცადე დალაპარაკება. ჩემს შვილს ყველაფერი გავუკეთე, რძალიც მიყვარდა და პატივს ვცემდი. პასუხად კი ასეტი გულგრილობა მივიღე…”
რჩევა რედაქციისგან: მიუხედავად იმისა, რომ ბებია-ბაბუის სახელის დარქმევა ბავშვისთვის დიდი ხნის ტრადიციაა და ბევრი იცავს მას, არ არის სწორი. ამბობენ, რომ როდესაც ბავშვი გარდაცვლილი ნათესავის სახელს ატარებს, მასზე გადადის ამ ადამიანის ბედისწერა. ამავე მიზეზით არ არის სასურველი ბავშვს დავარქვათ მოწამეების სახელები.
ბავშვისთვის ვინმეს სახელის დარქმევა, ინდივიდუალურობის წართმევაა. დედა არის ერთადერთი ადამიანი, რომელსაც აქვს უფლება აირჩიოს იმ ბავშვის სახელი, რომელიც თავად მოავლინა ამქვეყნად. კარგი იქნება, თუ ორივე მშობლის აზრი დაემთხვევა ამ საკითხში. თითოეულ სახელს აქვს გარკვეული საბედისწერო დატვირთვა და ანიჭებს ადამიანს გარკვეულ ხასიათს. რა თქმა უნდა, ბებიაც ახლობელი ადამიანია, მაგრამ ბავშვზე პასუხისმგებლობა პირველ რიგში მშობლის მოვალეობაა. ამიტომ პატივი უნდა ვცეთ სხვა ადამიანის აზრს, მითუმეტეს თუ ის თქვენი შვილია. თქვე რას ფიქრობთ? გაგვიზიარეთ კომენტარებში.