არ ვღებულობ ბიოდანამატებს და ვიტამინებს თავად ვზრდი სახლში და ვამაყობ ჩემი მოსავლით – ფანჯრის რაფებზე მაქვს მიკრომწვანილები. მის გასაშენებლად არ არის საჭირო დიდი ძალისხმევა და თან ძალიან სასარგებლოა.დღეს პაპარაცის ამ სტატიაში გაგიზიარებთ მიკრომწვანილის გაშენების წესებსა და სირთულეებს.
მიკრომწვანილი ფანჯრის რაფებზე
მე ძალიან მომწონს მიკრომწვანილი, თან ის ჩვენს დროში საკმაოდ პოპულარულია. ერთი პატარა ყლორტი შეიცავს იმდენ ვიტამინსა და მინერალს, რასაც მთლიანი ბოსტნეული. ეს ჯანსაღი მწვანილი მაღაზიებში საკმაოდ ძვირია, ამიტომ სცადეთ სახლში მოყვანა.არსებობს მიკრომწვანილის გამრავლების 2 ვარიანტი: ნიადაგით და ნიადაგის გარეშე. პირველი ვარიანტი ყველასთვის გასაგები იქნება, აგიხსნით მეორე ვარიანტს. იდეალური მეთოდია მიკრომწვანილის გაშენება სპეციალურ ხალიჩებზე – ის იყიდება მაღაზიებში. ასევე შეგიძლიათ დათესოთ ქაღალდის ხელსახოცზე, ბამბაზე ან ტუალეტის ქაღალდზე.
თუ თქვენ ახლა იწყებთ მიკრომწვანილის სამყაროს აღმოჩენას, არ აიღოთ მკვრივი თესლი. აირჩიეთ კომბოსტო, სამყურა, ბოლოკი, წყალმცენარე ან თალგამი. ისინი მალე და ადვილად ღვივდება და არ საჭიროებს დიდ ყურადღებას.თესლი, რომელიც იყიდება პატარა პაკეტებით მაღაზიებში, არ არის განკუთვნილი მიკრომწვანილის გასაშენებლად, რადგან დამუშავებულია ქიმიური ნივთიერებით. ამიტომ შეიძინეთ თესლი მხოლდ ჯანსაღი კვების სპეციალიზირებულ მაღაზიებში.
მიკრომწვანილის მოყვანა – მსხვილ თესლს დარგვამდე დალბობა სჭირდება, წვრილს კი მაგალითად როგორიცაა რეჰანი ან მდოგვი, არ სჭირდება დალბობა. იონჯა უნდა დაალბოთ მთელი ღამით, შემდეგ გადაწუროთ და თესლი კიდევ ორი დღით დატოვოთ საწურზე ბნელ ადგილას.ჩააფინეთ თქვენთვის მოსახერხებელი სუბსტრატი ან საფენი კონტეინერში, მსუბუქად დაატენიანეთ ის, ზედაპირზე თანაბრად გადაანაწილეთ თესლი, შემდეგ დააფარეთ კონტეინერს თავსახური, რათა შეიქმნას სათბურის ეფექტი. თავიდან კონტეინერი უნდა მოათავსოთ ბნელ ადგილას, მაგალითად კარადაში, საწოლის ქვეშ. 3-5 დღის შემდეგ გაღვივებული თესლი გადაიტანეთ განათებულ ადგილას. უხვად მორწყეთ ხოლმე და დაელოდეთ მოსავალს. 3-7 დღის შემდეგ მიიღებთ გემრიელ და სასარგებლო მიკრომწვანილს.
გაითვალისწინეთ, რომ კონტეინერს უნდა ჰქონდეს საკმარისი ნასვრეტები ძირზე ზედმეტი წყლის გასადინებლად. შემდეგი და მთავარი ეტაპია არ დაგავიწყდეთ სწორი მორწყვა. ზედმეტი ან ნაკლები წყალი ხელს შეუშლის მიკრომწვანილის განვითარებას.აიღეთ შესასხურებელი ბოთლი და შეასხურეთ წყალი მწვანილებს დღეში 1-2-ჯერ. არიან კულტურები, რომელთაც მეტი ტენიანობა სჭირდებათ. მაგალითად ბარდა და მზესუმზირა. თუმცა, ამ შემთხვევაშიც დაიცავით ზომიერება.მწვანილის თითოეული სახეობა ღირებულია საკვები ნივთიერებების ნაკრებით. ზოგიერთი მათგანი იმდენად იშვიათია, რომ მიკრომწვანილი ამ ნივთიერების უნიკალური წყარო ხდება.
მიკრომწვანილები არ აგროვებენ მავნე ნივთიერებებს ნიადაგიდან და ჰაერიდან, არ სჭირდებათ სასუქები და ქიმიკატები. ირწყვება სუფთა, გაფილტრული წყლით. გაღვივებული თესლი არის ჯანსაღი და გემრიელი. ძალიან მიყვარს ომლეტი იონჯის ან მზესუმზირის ყლორტებით. მდოგვის მიკრომწვანილი დაგეხმარებათ ხორციანი კერძების გაგემრიელებაში.აღსანიშნავია მიკრომწვანილის ესთეტიკური სილამაზე. ისინი საოცრად გამოიყურებიან სენდვიჩებზე, თეფშებზე. ალბათ უკვე ხვდებით რატომ იზრდება მიკრომწვანილის პოპულარულობა დღითიდღე ჯანსაღი კვების მოყვარულებს შორის.
რჩევა რედაქციისგან: როგორც ხედავთ, სახლის პირობებში მიკრომწვანილის მოყვანა სულაც არ არის რთული საქმე. გაღვივებულ თესლში ჩადებულია უზარმაზარი პოტენციალი და მის გასაზრდელად მხოლოდ სწორი მორწყვაა საჭირო. დანარჩენს ბუნება თავად გააკეთებს.კულტურები, რომლებიც განსაკუთრებით მიყვარს: იონჯა, მზესუმზირა, ბარდა, ბოლოკი, რუკოლა, მდოგვი. ისინი სწრაფად აღმოცენდებიან, სწრაფად იზრდებიან და სწრაფად უნვითარდებათ მწვანე მასა.
თქვენ გიცდიათ მიკრომწვანილის მოყვანა სახლში? გაგვიზიარეთ კომენტარებში.