ბავშვის ძუძუთი კვება ბუნებრივი პროცესია. დედის რძე პატარასთვის იდეალური საკვებია, რადგან შეიცავს ყველა საჭირო საკვებ ნივთიერებას. დღეს პაპარაცის ამ სტატიაში გაგიზიარებთ, თუ რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს ბავშვის ბუნებრივ და ხელოვნურ კვებას.
ახალშობილის კვება
დედის რძე – დედის რძე ადაპტირდება ბავშვის საჭიროებებთან და ხელს უწყობს ძლიერი იმუნური სისტემის ჩამოყალიბებას. ის სრულყოფილი საკვებია 6 თვემდე ბავშვისთვის. შეიცავს ყველა საჭირო ვიტამინს და მიკროელემენტს.ბავშვთა კვების მწარმოებლებს ეტიკეტზე ყოველთვის აქვთ მითითებული, რომ დედის რძე ბავშვისთვის საუკეთესო საკვებია. ეს ბუნების იდეალური გადაწყვეტილებაა და რატომ უნდა ვთქვათ უარი?მხოლოდ ძუძუთი კვებას მცირეოდენი პრობლემებიც ახლავს. დედა მთლიანად მიჯაჭვულია შვილზე, არ ხდება რეჟიმის ჩამოყალიბება, პატარა უფრო ხშირად იღვიძებს ღამით და ითხოვს კვებას. თუმცა, ძუძუთი კვების დროს არ მოგიწევთ დღეში რამდენჯერმე ჭურჭლის სტერილიზაცია, არევის მომზადება, გათბობა და ა. შ.
ზოგიერთი ქალი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ აწოვებს ძუძუს ბავშვს, ასევე შეიძლება სტრესის ან სხვა პრობლემის გამო საერთოდ არ ჰქონდეს რძე. ზოგიერთს კი მკერდის გაფუჭების შიში აქვს. მაღალი ხარისხის ბავშვთა კვება საკმაოდ ძვირია, თუმცა ისიც კი ვერ შეცვლის დედის რძის სარგებლიანობას.
ხელოვნური კვება – ხელოვნური კვება საშუალებას გაძლევთ შექმნათ ბავშვის კვების რეჟიმი და მკაცრად დაიცვათ ის. ეს საშუალებას ძლევს დედას იმუშაოს ან გავიდეს საქმეებზე. გარდა ამისა, ხელოვნურ კვებაზე მყოფ ბავშვს ღამით უფრო ხანგრძლივად ძინავს.როდესაც ბავშვი ხელოვნურ კვებაზე გყავთ, უნდა გამოიყენოთ ერთი ფირმის ნარევი, არსებობს რისკი, რომ ერთ დღეს ეს ბრენდი მაღაზიის თაროებიდან გაქრეს. სხვა საკვებზე გადაყვანა კი პრობლემებს იწვევს. დედის რძეში 1000-ზე მეტი სახის ცილაა, ხელოვნურში კი მხოლოდ ერთი. ბავშვის საკვები შეიძლება დამზადდეს ძროხის, თხის ან სოიოს რძეზე. ცილების საჭირო რაოდენობის მისაღებად საჭიროა ძროხის რძეში სხვადასხვა სახის ამინომჟავების დამატება, რომლიც ხშირად ალერგენია.
როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ არ შეგვიძლია ბავშვის ხელოვნური საკვებით კვება? 6 თვემდე პატარასთვის სავსებით საკმარისია დედის რძე. იმისათვის, რომ ეს რძე საჭირო რაოდენობით ჰქონდეს დედას, ბავშვს რაც შეიძლება ხშირად უნდა აწოვოთ. მიიღეთ თბილი ძროხის რძე ანისით, რაც ხელს უწყობს ლაქტაციის აღდგენას. თუ რძე მაინც არ იქნება საკმარისი, ჯერ აწოვე ძუძუ, შემდეგ შეუვსეთ ხელოვნური ნარევით.
რჩევა რედაქციისგან: დედამ რძე შეიძლება დაკარგოს ძლიერი შოკისგან. მშობიარობის შემდგომმა დეპრესიამ შეიძლება გამოიწვიოს ბუნებრივ კვებაზე უარის თქმა, ბავშვის მიმართ აგრესიაც კი.გამოუვალ სიტუაციაში შეგიძლიათ მოამზადოთ ნარევი ძროხის რძისგან: აიღეთ 1/3 ჭიქა ადუღებული წყალი, 2/3 პასტერიზებული რზე და 1 ჩ/კ შაქრის სიროფი. 4 თვიდან შეგიძლიათ მისცეთ პატარას დამატებითის საკვები ეტაპობრივად, დღეში ერთი პროდუქტი, რათა ალერგიის შემთხვევაში იცოდეთ გამომწვევი აგენტი.
თქვენ რომელი მეთოდით ზრდით პატარებს? გავიზიარეთ კომენტარებში.