ხრიკი, როგორ დააუთოვოთ ნებისმიერი ნივთი, თუ უთო არ გაქვთ

399

ჩემს სახლში მინიმალიზმი და ორგანიზებულობა სუფევს, თავად მოსიარულე უწესრიგობა ვარ. აღფრთოვანებული ვარ ადამიანებით, რომელთაც არ ავიწყდებათ ვიტამინების მიღება, ღამის კრემის წასმა და გარეცხილი ნივთების დაუთოება. თუ პირველ ორ პუნქტს პერიოდულად ვაკეთებ, უკანასკნელზე საერთოდ უარი ვთქვი. როგორც წესი, გარეცხილ ნივთს ლამაზად ვკეცავ, შემდეგ აივანზე ვფენ. ამის შემდეგ ნივთები მიმზიდველად გამოიყურება. კიდევ ერთი ახალი აღმოჩენა გავაკეთე. Paparazzi გასწავლით, როგორ დააუთოვოთ ტანსაცმელი უთოს გარეშე, თუ ეს მაინც აუცილებელია.ზოგჯერ ნივთები ნაოჭდება, მაგრამ დაუთოებას ვერაფრით ვახერხებთ. ასეთი რამ მოგზაურობისას შეიძლება მოხდეს, როცა უთო უბრალოდ არ გაქვთ. ზოგჯერ მსგავსი სიტუაცია სახლში იქმნება, როცა ტექნიკა დაზიანდა. ეს იმედგაცრუების მიზეზი არაა. ნივთების ღვთაებრივ ფორმაში მოსაყვანად უთო საჭირო არაა.

როგორ დავაუთოვოთ ტანსაცმელი ხელმისაწვდომი საშუალებით – უთოს გარეშე ტანსაცმლის დაუთოებაში უბრალო პლასტმასის ბოთლი დაგეხმარებათ. დიახ, ეს მარტივი ნივთი ტანსაცმელს შესანიშნავად აწესრიგებს. ბოთლი წყლით გაავსეთ და სპრეის საცმი გაუკეთეთ. ამით ინოვაციური საუთაო მოწყობილობის გაკეთება დასრულებულია. ახლა „მოწყობილობა“ საქმეში გამოიყენეთ. ტანსაცმელი აბაზანის ზემოთ დაკიდეთ ან ბრტყელ ზედაპირზე გაშალეთ. პულვერიზატორით ქსოვილი რამდენჯერმე დანამეთ. სითხის წვეთები თანდათან აორთქლდება და ნაოჭებიანი ტანსაცმელი გასწორდება.უდავოდ, პულვერიზატორი შეიძლება ყოველთვის მარტივად ვერ იპოვოთ. ამ შემთხვევაში სველი ხელი ტანსაცმლის ნაკეცებს გადაუსვით, შემდეგ გააშრეთ. ნივთების გასაშრობად შეგიძლიათ მდუღარე წყლით სავსე ლითონის ჭურჭელი გამოიყენოთ. ქვაბი ან ფინჯანი გამოგადგებათ. საკმარისია, ცხელი ჭურჭლის ძირზე დანაოჭებული ტანსაცმელი გადაატაროთ. დარწმუნდით, რომ თავად ჭურჭელი სუფთაა.

ამ დღეებში ერთადერთი, რაც უთოს ამოღებას მაიძულებს ჩემი 5 წლის შვილის ტანსაცმელი და თეთრეულია. ამ საოცარი აღმოჩენის შემდეგ თეთრეულს ხშირად ისევ ვშლი, როგორიც არის. ვიმედოვნებთ, რომ ამ რჩევებით ცხოვრება გაგიმარტივდებათ და საუთაო დაფასთან დგომის აუცილებლობა გაქრება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს