ნერგები, რომელთაც იოდით გამოკვება აუცილებლად სჭირდებათ

6828

იოდი როგორც ადამიანებისთვის, ასევე მცენარეებისთვის აუცილებელია. მისი დეფიციტი ნერგების ნასკვები ლპობას და ნაყოფიერების შეფერხებას იწვევს. მცენარეები იოდით დოზირების და წესების მკაცრი დაცვით უნდა გამოკვებოთ. Paparazzi გიამბობთ, როგორ გამოკვებოთ ნერგები იოდით სწორად.ბაღში, ბოსტანსა თუ ყვავილნარში იოდი არა მხოლოდ სასუქის, არამედ ინსექტიციდური საშუალების როლს ასრულებს. ბაქტერიების, ვირუსების და სხვადასხვა სოკოს განვითარებას აფერხებს. ამით მისი სასარგებლო თვისებები არ მთავრდება. იოდის ხსნარით რეგულარული მორწვა მიწას დეზინფექციას უტარებს და კულტურების იმუნიტეტს მნიშვნელოვნად აძლიერებს.

ნერგები, რომელთაც იოდით გამოკვება აუცილებლად სჭირდებათ – ნერგებს იოდი სწორად განვითარებისთვის სჭირდებათ. ამ მიკროელემენტის შემცველი ხსნარები ადამიანისა და ბოსტნეულის კულტურებისთვის უსაფრთხოა. გიამბობთ, რომელი ბოსტნეულის კულტურები რეაგირებენ საუკეთესოდ ასეთ კვებაზე.

  • წიწაკა. იოდით გამოკვება მასში სასარგებლო მიკროელემენტების რაოდენობას ზრდის. ეს ნაყოფის ზომასა და წონაზე გავლენას ახდენს, ასევე ლამაზ გარეგნობას ანიჭებს. იოდის შემცველი საშუალებები ინფექციური დაავადებების პროფილაქტიკისთვის და ახალგაზრდა მცენარის იმუნიტეტის გასაზრდელად შეუცვლელია. თუ მცენარე იზრდება მიწაში, რომელიც ადრე მინერალური სასუქით დამუშავებული არ ყოფილა, მაშინ ხსნარის რაოდენობა თამამად შეგიძლიათ გაზარდოთ. წიწაკის თესლი სწრაფად რომ გაღვივდეს, დარგვამდე ბამბის ქსოვილის ტომარაში ჩადეთ და 6-8 საათით იოდის სუსტ ხსნარში (1 წვეთი იოდი 1 ლ თბილ წყალზე) გააჩერეთ. წიწაკა ღია გრუნტში დარგვამდე ფიტოფთოროზის პრევენციისთვის დაამუშავეთ. ამისთვის 3 წვეთი იოდი 10 ლ წყალში გახსენით. ასე მოსავალი გაიზრდება, ხოლო ნაყოფის მომწიფების დრო შემცირდება.
  • კიტრი. იოდით გამოკვება კიტრის გაღვივებას აუმჯობესებს. პრეპარატი ფესვების სისტემის განვითარებას ხელს უწყობს. იოდით გამოკვებული ნერგები გარე ფაქტორებს (თუნდაც ყველაზე არახელსაყრელს) უკეთ ეწინააღმდეგება. ახალგაზრდა მცენარე ნაცროვანი სოკოსგან რომ დაიცვათ, შემდეგი ნარევით დაამუშავეთ: 300 მლ რძე, 4 წვეთი იოდი და 3 ლ წყალი აურიეთ. ახლა ნერგები დანამეთ. ეს ხსნარი მცენარის ირგვლივ მიწის მოსარწყავად გამოიყენეთ. ეს 10 დღეში ერთხელ გააკეთეთ.
  • ბადრიჯანი. ალბათ, იცით, რომ ბადრიჯანი სწორ მოვლას და ყურადღებას მოითხოვს. ჯერ კიდევ დათესვის დროს უნდა დაამუშავოთ. ამისთვის თესლი პატარა ქსოვილის ტომარაში ჩაყარეთ და 1 ლ წყლისა და 1 წვეთი იოდის ხსნარში გააჩერეთ. 6 საათის შემდეგ თესლი გააშრეთ და კონტეინერში დათესეთ. მცენარე განმეორებით ჩითილებად დაყოფის შემდეგ შეგიძლიათ დანამოთ, როცა პირველი ფოთოლი უკვე აქვს. სოკოსგან დასაცავად სპეციალური ნარევი მოამზადეთ:1 ლ რძის შრატი, 1 ს/კ წყალბადის ზეჟანგი და 40 წვეთი იოდი აურიეთ. ასეთი ხსნარი უშუალოდ მიწაში დარგული მცენარის გამოსაკვებად შესაფერისია.
  • პომიდორი. იოდით მკვებავი ხსნარის მომზადებას გირჩევთ. 1 წვეთი იოდი და 2 ლ წყალი აურით. პომიდვრის გასაზრდელად ერთი ასეთი გამოკვება საკმარისია, თუმცა ფიტოფთოროზის პრევენციისთვის მიღებული ხსნარი სეზონზე სამჯერ დასანამად შეგიძლიათ გამოიყენოთ. პირველად მცენარე ღია გრუნტში გადარგვისას დაამუშავეთ, ხოლო მომდევნო ორი – 12 დღიანი ინტერვალით.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს