გერანიუმი თუ ხმება, არ იჩქაროთ მისი გადაგდება, რადგან შეიძლება გადარჩენა.

952

რთულია იპოვო ფანჯრის რაფების უფრო მოხდენილი ბინადარი, ვიდრე გერანიუმი, ანუ პელარგონიაა. სათანადო მოლის პირობებში ამ მცენარეს შეუძლია მთელი წლის განმავლობაში იყვავილოს, თუმცა დაავადებებისგან დაცულო ბოლომდე არც ის არის. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გაგიზიარებთ მიზეზებს, თუ რატომ შეიძლება გაყვითლდეს და გახმეს ეს ყვავილი და როგორ შეიძლება ვაჩუქოთ მას მეორე სიცოცხლე.

გერანიუმის მოვლა

რატომ ყვითლდება ფოთლები? – გერანიუმი უპრეტენზიო მცენარეა, მაგრამ არ უყვარს ცვლილებები, ამიტომ ფოთლები რომ გაუყვითლდეს  და ხმობა დაიწყოს, მისთვის სულ მცირე მიზეზიც საკმარისია, მაგალითად ტემპერატურის ცვალებადობა.მცენარისთვის საზიანოა ზედმეტი სითბოც და სიცივეც. ამიტომ ყოველთვის მოარიდეთ გამათბობლებს და ორპირ ქარს. ასევე, მნიშვნელოვანია მორწყვის რეჟიმი. ზედმეტი წყალი ფესვების ლპობას გამოიწვევს. ამის თავიდან აცილება შეგიძლიათ ნიადაგში პერლიტისა და ქვიშის დამატებით.გერანიუმის ფოთლების გაყვითლების მიზეზი ხშირად არის აზოტის ნაკლებობა, რომელიც პასუხისმგებელია მწვანე ნაწილის ზრდაზე. ფოთლების ცვენას იწვევს ჩრდილი, ზედმეტად მშრალი ჰაერი, არასწორი გადარგვა, დაავადებები, მავნებლები.

რა უნდა გავაკეთოთ? – ისე გამოვიდა, რომ გაქვთ გერანიუმის ბუჩქი წაგრძელებული, მოშიშვლებული ღეროთი და გაყვითლებული ფოთლებით. როგორ გადავარჩინოთ? დარწმუნდით, რომ არ არის დაზიანებული ფესვები. ქვემოთ მოცემულ ფოტოზე ჩანს ახლად ამოსული კვირტები, რაც მიანიშნებს, რომ ფესვები ჯანსაღია. გადაჭერით ღერო მიწიდან 5-6 სმ სიმაღლეზე.გადაჭრის შემდეგ დაუსხით ყვავილს დეკორატიულ-ფოთლოვანი მცენარეებისთვის განკუთვნილი აზოტოვანი სასუქი. კარგი იქნება თუ დაუმატებთ ზრდის რომელიმე სტიმულატორს.

გადაჭრილ ადგილს არ სჭირდება დამუშავება, ის თავისით გაშრება. ამ ყველაფრის შემდეგ გაიზრდება ყლორტები და 1,5-2 თვის შემდეგ მიიღებთ ჯანსაღ და აყვავებულ გერანიუმის ბუჩქს ხასხასა მწვანე ფოთლებით.ასევე, არ გადააგდოთ გადაჭრილი ზედა ნაწილი. გადაჭერით ის 10 სანტიმეტრამდე, მოაცილეთ ქვედა მსხვილი ფოთლები და დაუტოვეთ ზემოთ რამდენიმე. ჩააწყვეთ დასაფესვიანებელ სითხეში და ჩარგეთ მიწაში.არაჩვეულებრივი სილამაზისა და ფერის გარდა პელარგონიუმი იშვიათად ექვემდებარება დაავადებებს, იტანს ცუდ პირობებსაც, უბრალოდ უნდა გაითვალისწინოთ მისი მოვლის გარკვეული პირობები და ყველაფერი კარგად იქნება. თქვენ როგორ უვლით ოთახის ფერად ბინადრებს? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს