საოცრად გამოიყურება რანუნკულუსი, ანუ ბაია ღია გრუნტზე. ამ ლამაზმა მცენარეებმა დიდი ხანია დაიპყრეს მეყვავილეების გულები და საპატიო ადგილი აქვთ კლუმბებსა და მიწის ნაკვეთებში. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გასწავლით ამ მცენარეებზე ზრუნვის ძირითად წესებს.
რანუნკულუსი ღია გრუნტზე
Buttercup Asiatica, იგივე რანუნკულუსი, ანუ ბაია უფრო პოპულარულია, ვიდრე პეონი, ან ვარდი. ეს ალბათ იმიტომ რომ მცენარე ორივეს ჰგავს. დაბალ მზარდი ჯიში ლამაზად გამოიყურება ქოთანში, ასევე შეგიძლიათ მოაშენოთ ის ღია გრუნტზე.ბაია იდეალურია აივნებისა და ტერასების გასაფორმებლად. ის კარგად ერგება ლანდშაფტის დიზაინერების ყველა ახირებას, იყენებენ პატარძლის თაიგულებში, აფორმებენ ქორწილებს.
მოვლის წესები – ბაია უნდა მოათავსოთ მზით განათებულ ადგილებში, ჩრდილში ის არ განვითარდება და აიყვავილებს. არ უნდა აწუხებდეს ქარი და ყინვა, რაც უდა გაითვალისწინოთ ღია გრუნტში დარგვამდე.ბაია ადამიანების გარდა მავნებლებსაც უყვართ. ეს შეიძლება იყოს სხვადასხვა მწერი, ნემატოდური ჭიები, ბაქტერიული დაავადებები. თუ ყვავილის ფოთლებზე გაჩნდება ყავისფერი ან თეთრი ლაქები, ნიშნავს, რომ მცენარეს გაუჩნდა ობი და აუცილებელია სპეციალური პრეპარატით დამუშავება.ნიადაგი უნდა იყოს ზომიერად ტენიანი და ოდნავ მჟავე, ფხვიერი და ჰუმუსით გამდიდრებული. ღია გრუნტში დარგვამდე გაუკეთეთ სადრენაჟო ფენა ქვიშით ა კენჭების საშუალებით.
დარგვა და გადარგვა – ბაიას გადარგვის დროს იმოქმედეთ ძალიან ფრთხილად, რადგან მას სუსტი ბოლქვები აქვს. მიწაში ჩარგვამდე ჩადეთ წყალში, რომელშიც ჩამატებული იქნება ზრდის სტიმულატორი. თუ ფესვები მოცულობაში მოიმატებს და გაიშლება, ის მზად არის გრუნტზე გადასატანად. საუკეთესო დროა მაისი, როდესაც ამინდი დასტაბილურებულია.
ხასხასა რანუნკულუსი ღია გრუნტზე – ზოგადად, აზიური ბაია არ საჭიროებს განსაკუთრებულ მოვლას. საკმარისია მორწყვის ოპტიმალური რაოდენობის ორგანიზება და ნიადაგის გაფხვიერება. ზედმეტი წყალი ფესვების ლპობას გამოიწვევს.არ დაგავიწყდეთ პერიოდულად გაანოყიეროთ ნიადაგი, აკონტროლეთ ფოთლების მდგომარეობა, რათა არ გამოგეპაროთ მავნებლების სტუმრობა. სულ ეს არის. თქვენ გყავთ ეს მშვენიერი ყვავილი სახლში? როგორ უვლით მას? გაგვიზიარეთ გამოცდილება კომეტარებში.