რატომ დადიან ამერიკელები ფეხსაცმლით სახლში და რამდენად თავაზიანი საქციელია სტუმრისთვის ფეხსაცმლის გახდის თხოვნა.

0
6673

რატომ დადიან სახლში ამერიკელები ფეხსაცმლით და არის თუ არა თავაზიანი ქცევა, აიძულოთ სტუმარს ფეხსაცმელების გახდა? როგორც გაირკვა, პასუხები ამ კითხვაზე არაერთგვაროვანია. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში ვეცდებით გავერკვეთ.

რატომ დადიან სახლში ფეხსაცმელებით

მიზეზები, რის გამოც ზოგიერთ ქვეყანაში არ არის მიღებული ფეხსაცმლის გახდა – ხალხს უყვარს მარტივი პასუხები. ალბათ მოისმენდით პასუხის ასეთ ვარიანტს: “არ იხდიან, რადგან ფეთხუმები არიან.” თუმცა, გარწმუნებთ, რომ სისუფთავე ამერიკასა და ევროპაში მთავარი პრიორიტეტია. ქუჩაში ნაცვამი ფეხსაცმლის არ გახდის მიზეზი კი სხვადასხვაა.გარდა ამისა, ბევრი ამერიკელი იხდის ხოლმე სახლში შესვლისას ფეხსაცმელს. ეს განპირობებულია ტრადიციების, აღზრდის, ცხოვრების წესის გამო. შეიძლება სახლში პატარა ბავშვი ჰყავთ, ნ ვიღაცას ალერგია აქვს და ა. შ.

1 . სუფთა ქუჩები – ევროპასა და ამერიკაში ქუჩები და ტროტუარები დიდი ხანია შამპუნით ირეცხება, COVID-19-ის გავრცელების შემდეგ დაუმატეს სადეზინფექციო სითხე. ამას დამატებული კანალიზაციის იდეალური სისტემა, რომლის წყალობით წვიმის წყალი მომენტალურად ირეცხება და არ წარმოშობს ჭუჭყიან გუბეებს.

2 . ავტომობილით გადაადგილება – სტატისტიკის მიხედვით, ამერიკელების 90%-ზე მეტი ფლობს მანქანას. ამიტომ არ ესვრებათ ფეხსაცმელები დღის განმავლობაში.

3 . კლიმატი – ამერიკის და ევროპის უდიდესი ნაწილი განლაგებულია ზომიერი კლიმატის პირობებში. თოვლი თითქმის არ მოდის, ხოლო წვიმას წარმატებით უმკლავდება სანიაღვრე სისტემები.

რას გვეუბნება ეტიკეტი?  – ეს ის შემთხვევაა, როდესაც ეტიკეტისა და პრაქტიკის წესები განსხვავებულია. ეტიკეტის სპეციალისტები ამბობენ, რომ სტუმრად მისვლის დროს ფეხსაცმელი არ უნდა გამოიცვალოთ. რა თქმა უნდა, ამის გაკეთება წარმოუდგენელია ოფიციალურ შეხვედრებსა და მიღებებზე.თუმცა, წესებში ყოველთვის არის გამონაკლისები და საჭიროა თითოეული შემთხვევის ინდივიდუალურად განხილვა. მაგალითად, თუ ოჯახში არის პატარა ბავშვი, რომელიც იატაკს ხშირად ეხება, აუცილებელია სტუმარმა კართან დატოვოს ქუჩაში ნატარები ფეხსაცმელი და ჩაიცვას სუფთა.

როგორ ვთხოვოთ თავაზიანად სტუმარს ფეხსაცმლის გამოცვლა? – დავუშვათ, რომ ალერგიული ხართ მტვრის მიმართ, ან უბრალოდ სისუფთავის ფანატიკოსი მოყვარული ხართ. როგორ შეიძლება სთხოვოთ სტუმარს თავაზიანად ფეხსაცმლის გახდა? ამასთან, თავად სტუმარსაც არ უნდა ქონდეს პრობლემა თხოვნ შეასრულოს, მთავარია ეს სწორად მიაწოდოთ.

1 . წინასწარ გაფრთხილება – არ იქნება ლამაზი, რომ პირველად, რითიც შეხვდებით სტუმარს, იყოს მოთხოვნა ფეხსაცმლის გახდაზე. უხერხულობის თავიდან ასაცილებლად, უმჯობესია წინასწარ გააფრთხილოთ ყველა. თქვით, რომ თქვენს სახლში ქუჩის ფეხსაცმელით სიარული აკრძალულია და დაახვედრეთ სტუმარს ერთჯერადი ჩუსტები.

2 . მოსახერხებელი ადგილი ფეხსაცმლის გამოსაცვლელად – შესთავაზეთ სტუმარს მოხერხებული ადგილი ფეხსაცმლის გამოსაცვლელად. მას არ უნდა დასჭირდეს ცალ ფეხზე ხტუნვა და უხერხული მოძრაობების გაკეთება.სასურველია, გამოუყოთ სტუმრებს ფეხსაცმლის შესანახი ადგილი, რათა არ მოგიწიოთ ფეხსაცმლის გროვაზე ხტომა. მოიქეცით ისე, რომ სტუმრებმა ტავი ისე იგრძნონ, როგორც საკუთარ სახლში.

3 . რბილი ფორმულირება – იმისათვის, რომ ფეხსაცმლის გახდის თხოვნა უტაქტობაში არ ჩამოგერთვათ, სწორად გააკეთეთ ფორმულირება. კარგი იქნება თუ აქცენტს გააკეთებთ სტუმრის კომფორტზე და არ გაუსვამთ ხაზს იატაკის სისუფთავეზე დარდს. “როგორი ცუდი ამინდია გარეთ, დასველებულხარ! მოდი, გამოიცვალე ფეხსაცმელი და ეს ჩუსტები ჩაიცვი, უფრო თავისუფლად იქნები!”

ადამიანები განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ყველას თავისი ადათ-წესები და მენტალობა აქვთ. თქვენ რას ფიქრობთ სტუმრისთვის ფეხსაცმლის გამოცვლის მოთხოვნაზე? გაგვიზიარეთ კომენტარებში.