ფულისთვის მადლიერების გამოხატვის მარტივი პრაქტიკა გაზრდის თქვენს შემოსავალს.

1604

რამდენად შესაძლებელია დახარჯოთ ფული და გახდეთ უფრო მდიდარი და ბედნიერი? პატიოსანი შრომით გამომუშავებულ ფულთან განშორება ადამიანებისთვის უსიამოვნო პროცესია. თვალსა და ხელს შუა ქრება ხელფასი: კომუნალური გადასახადები, ქირა, საკვები, გაზრდილი ფასები. დღეს პაპარაცის ამ სტატიაში გასწავლით როგორ შეცვალოთ თქვენი ცხოვრება ფულის მიმართ მადლიერების გამოხატვის გზით.

მადლიერება ფულის მიმართ

კენ ჰონდა – იაპონელი მწერალი, ავტორი 50 მდე ნაშრომის იაპონურ ენაზე. წიგნი “ფულის ცხოვრების საიდუმლო. მისი მოზიდვის და მოთვინიერების ხერხები” გამოიცა 2020 წელს და დაფუძნებულია წარმატებული ადამიანების გამოცდილებასა და რჩევებზე. წინასიტყვაობაში ავტორი ამბობს, რომ ამ წიგნის დაწერა ერთ-ერთ წვეულებაზე მომხდარმა საინტერესო ინციდენტმა აიძულა.”გავიცანი ერთი ქალი და გავისაუბრეთ. მთხოვა, მეჩვენებინა ჩემი საფულე. ასეთი თხოვნა შეიძლება ბევრს უცნაურად მოეჩვენოს, მაგრამ იაპონელებისთვის ამაში განსაკუთრებული არაფერია. ჩემს ახალ ნაცნობს გავუწოდე ტყავის საფულე, ირგვლივ უამრავი ხალხი ირეოდა და არ მეშინოდა, რომ გაიქცეოდა.ქალმა სათითაოდ დაიწყო გადასახადების შემოწმება: ეს კარგია, ეს კი… თქვენი ფული შესანიშნავად გამოიყურება – მითხრა მან. შემდეგ შეამჩნია ჩემი და მითხრა, რომ ის უბრალოდ ამოწმებდა იღიმის თუ არა ჩემი ფული. თურმე ფულს შეუძლია ტირილი, ან ღიმილი იმის მიხედვით, თუ როგორ დაიხარჯა ის.”

“არიგატოს” ტექნიკა – კენ ჰონდამ აღწერა ერთი საინტერესო და მარტივი ტექნიკა ფულის მოსაზიდად. როდესაც მან ჰკითხა იაპონელ მილიარდერს, თუ როგორ მოახერხა გამდიდრება, მან უპასუხა: “ეს ძალიან მარტივია – უთხარი “არიგატო” შენს ფულს.” არიგატო იაპონურ ენაზე მადლობას ნიშნავს.ამ უცნაურმა რჩევა იმოქმედა. მწერალმა საკუთარ თავზე გამოსცადა ის. ყოველ ჯერზე, როდესაც რამეს ნაღდი ფულით ყიდულობდა, ან ჩეკს წერდა, მადლიერებას გამოხატავდა. ის ამბობს, რომ ამის შემდეგ თავს უფრო ბედნიერად გრძნობდა და ამასთან, ყველაფერი გაუმჯობესდა.ფულის მიმართ მადლიერების გამოხატვა ქმნის ე. წ. ციკლს თქვენს ცხოვრებაში. ადამიანი იწყებს ბედნიერების შეგრძნებას და მადლობას უცდის ფულს იმისთვის, რაც მიიღო მისი წყალობით. ასეთ ფორმით ფულის ტრიალი არ უქმნის ადამიანს სტრესულ გარემოს და თავს მშვიდად, მსუბუქად გრძნობს.

წარმატებული ადამიანები ხშირად მიდიან რისკზე, არასდროს დებენ ფულს ბანკში და არ ეშინიათ შემოსავლის წყაროს დაკარგვის. ამის მაგივრად ინვესტირებას ახდენენ უძრავ ქონებაში, აქციებში და ა. შ. კენ ჰონდას აზრით, არსებობს ფულის ორი ნაკადი: ბედნიერი და უბედური. ბედნიერი ნაკადი იხარჯება თაიგულზე, ოჯახის წევრის დახმარებაზე, ბიზნესში ინვესტირებაზე, მოგების მიღებაზე…უბედური ფული მიდის გადასახადებში, კომუნალურ მომსახურებებში, იძულებით ხარჯებში. თუ გავითვალისწინებთ ამ ორ ნაკადს, მიხვდებით რომ ბედნიერი ნაკადის რაოდენობა მეტი უნდა იყოს. ამიტომ შეგნებულად მიუდექით ფულთან დაკავშირებულ ნებისმიერ ოპერაციას.

რჩევა რედაქციისგან: დიდ ფულს არ მოაქვს ყველასთვის ბედნიერება. მნიშვნელოვანია წყარო, თუ საიდან ხვდება ეს ფული ადამიანის ხელში. ბედნიერი ადამიანი მცირე შემოსავლითაც შეიძლება გახდეს და არიან უბედური მდიდრები, რომელთაც არასდროს არიან კმაყოფილი. არ არის ბედნიერებისთვის მილიონების გამომუშავება, მნიშვნელოვანია შეცვალოთ თქვენი დამოკიდებულება ფულის მიმართ. გირჩევთ წაიკითხოთ კენ ტადეკას წიგნი ფულის მოზიდვის ხერხებზე, სადაც ის მარტივად და საინტერესოდ გადმოსცემს ყველა დეტალს. თქვენ რა დამოკიდებულება გაქვთ ფულთან? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს