ტკიპისგან თავის დაცვის საუკეთესო ხერხი. დაიმახსოვრეთ და შეასრულეთ თანმიმდევრულად

4636

მოვიდა მაისი და ტკიპები გააქტიურდნენ. ბუნებაში გასვლამდე უნდა იფიქროთ მათგან თავის დაცვაზე. აფთიაქებში არის ტკიპების საწინააღმდეგო საშუალებების ფართო არჩევანი, მაგრამ არსებობს სხვა ასპექტებიც, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გაგიზიარებთ რამდენიმე საჭირო რჩევას.

ტკიპების საწინააღმდეგო საშუალებები

ტყეში წასვლამდე უნდა დაიცვათ თავი მექანიკური საშუალებებით. უნდა ჩაიცვათ ისე, რომ პარაზიტი ვერ მოხვდეს ტანსაცმლის ქვეშ. შარვალი ჩაიტანეთ წინდებში, ფეხსაცმელი კი უმჯობესია, მაღალყელიანი იყოს.ზემოდან ჩაიცვით პრიალა ქსოვილისგან შეკერილი ტანსაცმელი: საწვიმარი ქსოვილი, ან ბრეზენტი. აუცილებლად დაიხურეთ ქუდი. არსებობს სპეციალური ტანსაცმელი და კომბინიზონები მოლაშქრეებისთვის.ეს ტანსაცმელი შეკერილია ისე, რომ უბლოკავს ტკიპას სხეულთან მოსახვედრ ყველა წერტილს, თუმცა, ეს არ არის თავდაცვის 100%-იანი გარანტია და საჭიროა სხვა საშუალებების გამოყენებაც.არსებობს მრავალი ნივთიერება, რომელიც აფრთხობს ტკიპებს. მაგალითად, თხევადი კვამლი, ბალზამი “ვარსკვლვი”, ანისულის ზეთი. მიხაკი, ლავადა. ნაკბენისგან თავის დასაცავად საჭიროა ქიმიური პრეპარატების გამოყენება.

საუკეთესოდ უმკლავდება ტკიპებს “ალფაციპერმეტრინი” ან “ციპერმეტრინი”. პრეპარატს იყენებენ ტანსაცმლის და ტერიტორიის დასამუშავებლად. უმჯობესია, შეიძინოთ ამ ნივთიერებების კონცენტრატი და თავად გააზავოთ წყალში ინსტრუქციის მიხედვით.როდესაც ტკიპა ხვდება დამუშავებულ ქსოვილზე, კარგავს ორიენტაციას სივრცეში, ეწყება კრუნჩხვები და ძირს ვარდება.

ტანსაცმლის დამუშავება – ტკიპების საწინააღმდეგო ხსნარი უნდა ჩაასხათ პულივიზატორიან ბოთლში და თანაბრად გადაანაწილოთ ტანსაცმელზე. დამუშავებული ტანსაცმლის ჩაცმა შეგიძლიათ მხოლოდ გაშრობის შემდეგ. მიუხედავად, იმისა, რომ ეს ნივთიერებები ადამიანისთვის უსაფრთხოდ ითვლება, მაინც ფრთხილად უნდა იყოთ.ტანსაცმლის ხსნარით დამუშავების დროს ჩაიცვით ხელთათმანები, რესპირატორი. ერთი დამუშავება საკმარისია 1-2 კვირის გამავლობაში. შეინახეთ ასეთი ტანსაცმელი რაც შეიძლება ჰერმეტულად, რათა არ მოხდეს ნივთიერების სწრაფად აორთქლება.სწორად შერჩეული ტანსაცმელი და პრეპარატი ტკიპებისგან თავის დაცვის მხოლოდ ნაწილია. სხეულის ღია ნაწილები შეგიძლიათ დაიმუშავოთ ხალხური და ნატურალური საშუალებებით, რომელიც ზემოთ მივუთითეთ.ბუნებაში მნიშვნელოვანია დროდადრო დაუთვალიეროთ ერთმანეთს ტანსაცმელი. რაც უფრო მეტად ცხელა, მით უფრო აქტიურები არიან ტკიპები. ყველაზე საუკეთესო დამცავი საშუალებაც კი არ იძლევა 100%-იან გარანტიას. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ ბავშვის ტანსაცმელს.

ცხოველების დაცვა ტკიპებისგან – ცხოველებისთვისაც არსებობს სპეციალური პრეპარატები, რომლებიც იცავს ტკიპებისგან, თუმცა, ზოგიერთი პატრონი ერიდება ქიმიური ნივთიერებების გამოყენებას. ნატუროპათიის მოყვარულებისთვის გვაქვს ერთი კარგი რეცეპტი: აიღეთ თანაბარი რაოდენობით აბზინდას და ნიმის ფოთლები და დაფქვით წმინდად. ყველა გასეირნების წინ მოაყარეთ ხოლმე ცხოველს ტანზე.ეფექტის შესანარჩუნებლად წაიღეთ თან ეს ფხვნილი და 1-2 საათში ერთხელ გაიმეორეთ ხოლმე. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ საზარდულის, მუცლის, იღლიის და ზურგის მიდამოებს. პროცედურას აქვს დაგროვებითი ეფექტი. გაიმეორეთ ის ზედიზედ 7-10 დღე, შემდეგ კი კვირაში ერთხელ იქნება საკმარისი.მაშ ასე, შევაჯამოთ: ტკიპებისგან თავის დაცვის საუკეთესო საშუალებაა კომპლექსური მიდგომა. ეს უნდა იყოს ქიმიური, მექანიკური, საშუალება და ტანსაცმლის რეგულარული შემოწმება. თქვენ ხშირად გადიხართ ბუნებაში? რით იცავთ თავს ტკიპებისგან? გაგვიზიარეთ კომეტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს