გონების თამაშები, ანუ ტესტი, რომელიც გეტყვით როგორ მუშაობს თქვენი ქვეცნობიერი.

3081

ქვეცნობიერს ბევრად უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. მასში კონცენტრირებულია ყველა ჩახშობილი სურვილი, შიშები, ეგოისტური მოტივები. როგორ შევცვალოთ ის და რამდენად შესაძლებელია ეს, პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გაიგებთ. ასევე გთავაზობთ სახალისო ტესტს, რომელიც დაგეხმარებათ გაიგოთ საინტერესო სიახლე საკუთარ თავზე.

როგორ შევცვალოთ ქვეცნობიერი

დასაწყისისთვის, გადავხედოთ ისტორიას. ტერმინი “ქვეცნობიერი” შემოიღო ზიგმუნდ ფროიდმა. ჩვენს დროში მიზი ბევრი თეორია უკვე საეჭვოა, თუმცა, ზოგიერთი კონცეფცია კვლავ აქტუალურია. თანამედროვე ფსიქოთერაპევტები და ფსიქიატრები აღარ ოპერირებენ სიტყვით “ქვეცნობიერი”. ისინი იყენებენ ტერმინს “არაცნობიერი”.ადამიანის არაცნობიერში იგულისხმება ის, რაც ვერ კონტროლდება ცნობიერის მიერ. უმეტესად ეს არის მოტივები, რომელიც არ არის აღიარებული სოციუმის მიერ, ან სერიოზულ წინააღმდეგობებში მოდის სხვა მოტივებთან.

ზოგიერთი სპეციალისტი არაცნობიერში აერთიანებს ისეთ საინტერესო მცნებას, როგორიცაა ინტუიცია, შემოქმედებითი იმპულსები, ან შთაგონება. ჩვენს არაცნობიერს უყვარს თავის გამოვლენა სიზმრებში. იქ არც თუ იშვიათად ვაკვირდებით სურვილებს, რომელიც სოციალური გარემოსთვის მიუღებელია.ყურადღებით დააკვირდით პირველ ფოტოს და დათვალეთ რამდენ სახეს ხედავთ მასზე. ქვემოთ კი შემოგთავაზებთ პასუხებს, რომლის მიხედვით გაიგებთ, თუ როგორ მუშაობს თქვენი ქვეცნობიერი და ცნობიერი.

ქვეცნობიერის თვისებები

  1. ადამიანის არაცნობიერს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან ის პასუხისმგებელია ჩვენს ბევრ ქმედებაზე. ყველაფერი, რასაც ჩვენ ვაკეთებთ ფიქრის გარეშე, კონტროლდება არაცნობიერით.
  2. ქვეცნობიერი მუდამ მუშაობს და არასდროს “ითიშება”. ძილის დროსაც კი ის აგრძელებს აქტიურ მუშაობას და იყენებს გრძნობებს.
  3. ჩვენი ჩვევები მჭიდრო კავშირშია არაცნობიერთან, სწორედ იქ არიან ისინი მიმაგრებული და თავს იჩენენ ავტომატური ქმედებების დროს. მისი შეცვლა ძალიან რთულია დამოუკიდებლად.
  4. ქვეცნობიერის წყალობით ბევრ წარმოსახვას რეალურად აღვიქვამთ. ამის გამო გვაქვს შიშები სხვადასხვა მიზეზით.
  5.  ჩვენი გონების არაცნობიერ ნაწილს შეუძლია უზარმაზარი ინფორმაციის გადამუშავება და ამა ს სრულიად გაუცნობიერებლად ვაკეთებთ. ის ასევე პასუხისმგებელია ჩვენს კავშირზე რეალობასთან და აწმყოსთან.
  6. მნიშვნელოვანი განსხვავება ცნობიერსა და არაცნობიერს შორის არის ის, რომ მეორე იყენებს წარმოსახვას და სურათებს. საუბარი და სიტყვები კი ცნობიერის პრეროგატივაა.
  7. ქვეცნობიერი მჭიდროდ არის დაკავშირებული ემოციებთან. ის მუშაობს პრიმიტიული წესით. ამიტომ ხშირად გვიჭირს კრიზისული სიტუაციების დროს თავის კონტროლი.

მაშ, ასე, რამდენ სახეს ხედავთ სურათზე? მასზე გამოსახულია შვიდი სახე. თუ დაინახეთ შვიდივე, ეს ნიშნავს, რომ თქვენი არაცნობიერი მაქსიმალურად აქტიურია და ძალიან ყურადღებიანი ადამიანი ხართ. ვინ დაინახა ნაკლები? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს