ბრინჯი სულაც არ არის ტენის მოყვარული კულტურა, მაგრამ რატომღაც ის მოჰყავთ წყალში.

364

კარგი და ხარისხიანი ბრინჯი საკმაოდ ძვირი ღირს. სანამ პროდუქტის ღირებულებაზე ვისაუბრებთ, მნიშვნელოვანია, გავცეთ პასუხი ერთ მარტივ კითხვაზე: იცით თუ არა, რამხელა რესურსი სჭირდება ბრინჯის წარმოებას? მე წარმოდგენაც არ მქონდა, რა ჯოჯოხეთური სამუშაო იყო ეს! პაპარაცის დღევანდელ სტატიაში ამის შესახებ მოგიყვებით.

ბრინჯის წარმოება

ბრინჯის პლანტაციები გაგაოცებთ თავისი ვიზუალით. ზოგიერთი მათგანი შედგება რამდენიმე დონისგან, რაც მართლაც საოცარი სანახაობაა, მაგრამ ამ სანახაობის მიღმა უდიდესი შრომა დევს. ბრინჯის მინდვრებზე არ მოძრაობს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, აქ ადამიანები მუშაობენ მხოლოდ ხელით, საკუთარი ჯანმრთელობის ფასად.ბრინჯი ჩვენს პლანეტაზე 7000 წელზე მეტი ხანია იზრდება. ამ დროის განმავლობაში ხალხმა მოახერხა მისი დაახლოებით 8000 ჯიშის მოყვანა. ბრინჯი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის საკვები რაციონის მთავარი ინგრედიენტია, ხოლო მისი წარმოება ზიის ქვეყნების ეკონომიკის საფუძველია.სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მეტი ბრინჯი ჩინელებს მოჰყავთ და წლიური მოსავალი 140 მლნ. ტონაა. ის აგრეთვე, იწარმოება ბრაზილიაში. პოპულარულია ამერიკაში, ავსტრალიაში, თურქეთსა და რუსეთში.

როგორ იწარმოება ბრინჯი – ბრინჯი უნიკალური კულტურაა, რადგან იგი მოჰყავთ წყალში და ამასთან, არ ითვლება ტენის მოყვარულ მცენარედ. დატბორილი მინდვრები უფრო ხრიკია, ვიდრე აუცილებლობა. საქმე იმაშია, რომ ბრინჯის პლანტაციები ძალიან უყვართ სარეველებს. ამიტომ მათგან თავის დასაღწევად აზიელებმა განსხვავებული ტექნოლოგია მოიგონეს.ეს ბევრად მოხერხებული აღმოჩნდა, ვიდრე სარეველების ხელით მოშორება, გარდა ამისა, აღარ არის საჭირო მავნე ქიმიკატების გამოყენება. სარეველა მართლაც სერიოზული პრობლემაა და პირდაპირ გავლენას ახდენს მოსავალზე.

ბრინჯის მოყვანის პროცესი ძალიან საინტერესოა. პირველ რიგში, მცენარეს რგავენ სპეციალურ ყუთებში, შემდეგ ჩითილები მუშებს ხელით გადააქვთ პლანტაციებზე, რაც ძალიან დიდ დროს მოითხოვს. მოსავლის აღებამდე 2 კვირით ადრე, მინდვრებიდან წყალს წრეტენ.ამერიკული ტექნოლოგია განსხვავება აზიურისგან. იქ მინდვრებს თვითმფრინავის დახმარებით თესავენ თავიდანვე, ზოგიერთი ჯიშის ბრინჯი დატბორვის გარეშეც მოჰყავთ. მცენარე ასეც კარგად გრძნობს თავს, მაგრამ სარეველების გამო მოსავლიანობა მაინც მცირდება.მიუხედავად იმისა, რომ ბრინჯის სველი წესით მოყვანა ეკოლოგიურად სუფთა პროცესად ითვლება, ის ბუნებას მნიშვნელოვან ზიანს აყენებს, რადგან ხელს უწყობს გლობალურ დათბობას. ხდება ჭაობის მეთანოგენეზი, რის შედეგად გამოიყოფა 60% მეთანი.

საჭიროა თუ არა ბრინჯის გარეცხვა მოხარშვამდე? – ახლა გადავიდეთ ყველასთვის აქტუალურ კითხვაზე: უნდა გაირეცხოს თუ არა ბრინჯი მომზადებამდე? პასუხი ცალსახად არის: კი! პირველ რიგში, იმიტომ, რომ მარცვლეულს მოაშოროთ ჭუჭყი და მინარევები, მეორეც იმიტომ, რომ ბრინჯს მოაშოროთ ზედმეტი სახამებელი. ხარშვის დროს ის წებოვან მასად იქცევა ხოლმე.არსებობს კერძები, რომლის მომზადებამდე ბრინჯის გარეცხვა არ არის საჭირო. მაგალითად კლასიკური რიზოტო ან ბრინჯიანი ღვეზელი. უნდა აღინიშნოს, რომ ხარშვის დროს ყველა ბრინჯი არ ხდება წებოვანი. ეს დამოკიდებულია მარცვლეულის სახეობაზე. მაგალითად, თუ გსურთ ფანტია გამოვიდეს, მრგვალი, ან საშუალო ზომის ბრინჯი უმჯობესია, მოხარშვის შემდეგაც გაირეცხოს ცივი წყლით. ამავე მიზნით, დიასახლისები ხარშვის დროს 1-2 კოვზ ძმარს უმატებენ ხოლმე.

თქვენ იცოდით როგორ მოჰყავთ ბრინჯი და როგორ აწარმოებენ მას? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს