მოცარელა, ჩრდილოეთ იტალიის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები ქალის რეცეპტის მიხედვით

1329

ჩვენთანაც ძალიან უყვართ ცნობილი იტალიური ყველი მოცარელა. მაგრამ, ყველა დიასახლისმა არ იცის, თუ რამდენად მარტივად და სწრაფად კეთდება შინაურული მოცარელა. თუმცა, ასეთი რეცეპტებიც არსებობს და სწორედ, ასეთ რეცეპტს შემოგთავაზებთ პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში! სულ რაღაც 30-40 წუთი იქნება საკმარისი იმისათვის, რომ რამდენიმე ლიტრი ახალი არაპასტერიზებული რძისგან უამრავი ყველის ბურთულა გააკეთოთ. ოჯახის ყველა წევრი აღფრთოვანებული იქნება.

შინაურული მოცარელა – ითვლება, რომ კლასიკური იტალიური მოცარელა შეიძლება დამზადდეს მხოლოდ შავი კამეჩის რძისგან. თუმცა, უფრო ხშირად ძროხის რძისგან დამზადებული პროდუქტი იყიდება. ჩვენს დროში, არა მგონია ვინმე გააკვირვოთ, მარილწყალში ჩალაგებული მოცარელას ბურთულებით.შინაურული მოცარელას რეცეპტი, რომელსაც დღეს გთავაზობთ, არავის გააკვირვებს ჩრდილოეთ იტალიის სოფლებში. იგივე მეთოდი, ცდებისა და შეცდომების გზით, აღმოაჩინა დიასახლისმა, სახელად ნანამ. ყველს ის მხოლოდ ორი მარტივი ინგრედიენტისგან ღებულობს – შინაურული რძე და ლიმონმჟავა. უბრალოდ ნახეთ, რა საოცარი შედეგია.

ინგრედიენტები

  • 5 ლიტრი ახალი შინაურული რძე;
  • 1 სუფრის კოვზი ლიმონმჟავა.

მომზადების წესი

  1. პირველ რიგში აღვნიშნავთ, რომ რძე უნდა იყოს შინაურული და ახალი. თუ მაღაზიაში ნაყიდ პასტერიზებულ რძეს გამოიყენებთ, კარგი არაფერი გამოვა. შინაურული რძე ჩაასხით ქვაბში და გააცხელეთ 50°C ტემპერატურამდე. გამორთეთ და აურიეთ, თანდათან ჩაყარეთ ლიმონმჟავა. ურიეთ დაახლოებით ერთი წუთის განმავლობაში. დააფარეთ თავსახური და გააჩერეთ ყველის მასა 10-15 წუთის განმავლობაში.
  2. ყველის მასა აქტიურად გამოიყოფა შრატისაგან. შეეცადეთ შეაგროვოთ ეს ყველაფერი, გაწურეთ ხელით და მოათავსეთ საწურში. ხელებით კვლავ გამოწურეთ ზედმეტი შრატი.
  3. ამასობაში შრატი გააცხელეთ ქვაბში 80 გრადუსამდე, შემდეგ ჩაასხით თასში. ხელებზე ხელთათმანები გაიკეთეთ, რათა არ დაიწვათ. გაწურული ყველის მასა მოათავსეთ ცხელ შრატში. შემდეგ, ყველი ისე უნდა მოზილოთ, თითქოს ცომი იყოს. ის კარგად უნდა დადნეს და წელვა დაიწყოს, ელასტიურობა მოიპოვოს.
  4. დაიწყეთ ყველის მასისაგან ბურთულების გამოყოფა და ჩაყარეთ ცივ წყალში (შეგიძლიათ წყალში ყინულიც ჩაყაროთ). ბურთების ზომა შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენი შეხედულებისამებრ.
  5. შინაურული მოცარელა მზად არის! თუ არ აპირებთ ამ ყველის მომდევნო ორი დღის განმავლობაში ჭამას, მაშინ შეგიძლიათ მოამზადოთ შესანახი ხსნარი დარჩენილი შრატისა და მარილისგან. თუმცა, ოჯახის წევრები ასეთ ყველს, ალბათ, რამდენიმე საათში შეჭამენ. გემრიელად მიირთვით!

რაც უფრო ხარისხიანია რძე, მით უკეთესი გამოდის ყველი. ასევე მნიშვნელოვანია ტემპერატურული რეჟიმის დაცვა. თუ ყურადღებით დაიცავთ მომზადების ყველა პუნქტს, მაშინ არ გაგიჭირდებათ ყველის წარმატებით მომზადება, პირველ ჯერზეც კი.ნანა ირწმუნება, რომ საკმარისია შინაურული მოცარელა ერთხელ მაინც მოამზადოთ და სამუდამოდ დაიმახსოვრებთ ამ მარტივ და უპრობლემო მეთოდს. ამის, შემდეგ კი ასეთ შინაურულ ყველს კიდევ ბევრჯერ მოამზადებთ. აუცილებლად სცადეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს