შევამჩნიე, რომ ჩემი ქალიშვილის თანაკლასელი დედას სახელით მიმარტავს. არ მესმის ასეთი რამე როგორ უნდა დაუშვა

530

იცით, რას ეძახიან მშობლებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში? ზოგჯერ ბავშვები საერთოდ არ ამბობენ სიტყვებს “დედა” ან “მამა”. ამის ნაცვლად ისინი მშობლებს სახელით მიმართავენ. რატომ ხდება ასე და რამდენად სწორია, პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გაიგებთ.

როგორ მიმართავენ მშობლებს

თანამედროვე ბავშვებსა და მშობლებს შორის კომუნიკაცია სრულიად განსხვავებულია. მაგალითად, ადრე მიღებული იყო, რომ მშობლისთვის თქვენობით მიემართათ, უფროსი თაობის მიმართ პატივისცემაც სრულიად განსხვავებულ პოსტულატებს ეფუძნება.ადრე უფროსის სიტყვა კანონი იყო და მათი აზრი – საბოლოო ჭეშმარიტება. ჩვენს დროში კი ახალგაზრდები თამამად გამოხატავენ თავის აზრს ამა თუ იმ საკითხზე, ეკამათებიან ოჯახის უფროს წევრებს და იცავენ თავის პოზიციას.შესაძლოა, ეს კარგიცაა, რადგან ბავშვები სწავლობენ არ დათრგუნონ თავისი ინდივიდუალურობა, უფრო დაუახლოვდნენ უფროსებს. გარდა ამისა, იწყებენ იმის გაგებას, თუ როგორ გამოიჩინონ პატივისცემა სიტყვით და საქმით.

მშობლების და შვილების ურთიერთობა – ადრე კომუნიკაცია მშობლებსა და შვილებს შორის დატვირთული იყო აკრძალვებით, მაგრამ თანამედროვე სამყაროში ბევრს სურს ამ ფორმალობისგან თავის დაღწევა. როდესაც ბავშვი დედას ან მამას სახელით მიმართავს, მათ მეგობრული ურთიერთობა და სიახლოვე უყალიბდებათ, თუმცა, ყოველთვის ასე არ არის.მე მყავდა თანაკლასელი, რომელიც მშობლებს სახელებით მიმართავდა, ისინი რეალურად უფრო მეგობრები იყვნენ, ვიდრე მშობლები და ქალიშვილი. მათი ურთიერთობა განსხვავდებოდა სხვებისგან. მე პირადად, ბებიას მივმართავდი სახელით, ჩემი ძმებიც კნინობითი სახელის ფორმით მიმართავდნენ. ამან ბებიასთან გარკვეული ზღვარი წაშალა და მასაც მოსწონდა მოფერებითი ფორმით მიმართვა და არა უბრალოდ “ბებია”.არსებობს კიდევ ერთი მიზეზი: ბავშვები ხედავენ როგორ მიმართავენ უფროსები ერთმანეთს და თავადაც სურთ ამ ფორმით კომუნიკაცია.

რჩევა რედაქციისგან: ბევრ მშობელს მოსწონს, როდესაც შვილები სახელით მიმართავენ და ამაში არაფერია უცნაური. ხოლო, თუ თქვენს შვილს არ სურს დაგიძახოთ “დედა” ან “მამა” და თქვენ ეს არ მოგწონთ, არ უნდა განახორციელოთ ზეწოლა ბავშვზე. ჯერ გაარკვიეთ, რატომ გაუჩნდა პატარას ასეთი სურვილი.არ სცადოთ მკაცრი აკრძალვის გამოყენება, რაც შვილთან კონტაქტს გაგირთულებთ და მომავალში პრობლემების მიზეზი გახდება. ნუ გაიფუჭებთ შვილთან ურთიერთობას ასეთი წვრილმანის გამო. ამაში ცუდი არაფერია და ეს სრულიად ნორმალურია.მთავარია, უპირობოდ გვიყვარდეს ერთმანეთი და ვიყოთ მაქსიმალურად კეთილგანწყობილები. საინტერესოა, თქვენ რას ფიქრობთ ამ საკითხზე? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს