კიტრის დამუშავების მთავარი სირთულეები, რომელიც მებოსტნეებს ცხოვრებას უწამლავს.

2192

კიტრის დამუშავება სათუთი საქმეა, მაგრამ არა რთული, თუ იცი და გესმის მისი ენა. იზრდება კიტრი თანაბრად და ლამაზად? თუ კი – ეს ნიშნავს, რომ ის კომფორტულად არის და ყველაფერი მოსწონს. ხოლო მოხრილი და დაბრეცილი ნაყოფი “გვსაყვედურობს”, რომ მორწყვა აკლია. მსხლის ფორმის კიტრი კალიუმის ნაკლებობაზე მიანიშნებს, შუაში დავიწროვებული კი ითხოვს უკეთეს დამტვერიანებას, ან უბრალოდ ზედმეტად ცივი წყლით რწყავდით. მოდით, პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გავერკვეთ ამაში.

კიტრის დამუშავება

კიტრი მებოსტნეების ერთ-ერთი საყვარელი კულტურაა. ვის არ უყვარს ეს ხრაშუნა, არომატული და წვნიანი ბოსტნეული! მე პირადად გავიარე კიტრის მოსავლის ყველა სტადიის პრობლემა: დავთესე – არ ამოვიდა, ამოვიდა – არ გაიზარდა, ამოვიდა, გაიზარდა – გაყვითლდა.დაიმახსოვრეთ: კიტრს ნაყოფისთვის სჭირდება კალიუმი, სიმწვანისთვის – აზოტი, ზრდისთვის – ფოსფორი. კალციუმიც არ დაგავიწყდეთ, ასევე ძალიან უყვარს ხსნარი იოდით.აქედან გამომდინარე, კიტრი კარგად უნდა იკვებებოდეს! ასევე მნიშველოვანია მორწყვის რეგულირება. წყალი ჭირდება ბევრი, არ უნდა იყოს ცივი.

თუ არ გაქვთ რეგულარულად მორწყვის საშუალება, შეგიძლიათ ნერგების ორივე მხარეს განალაგოთ ხავსი-ფანგუმი 10 სმ. ზოლებად. ის შესანიშნავად იზიდავს ტენს და უნაწილებს თავის მეზობლებს. ხავსი აგრეთვე იცავს მცენარეს დაავადებებისგან, რადგან აქვს ბაქტერიციდული თვისებები.განვითარების ფაზაში, ნერგებზე 3-4 ფოთლის გაჩენის შემდეგ კიტრი უნდა დამუშავდეს შემდეგი ხსნარით: ჩაასხით 30 წვეთი იოდი ერთ სათლ წყალში, დაუმატეთ ერთი ლიტი რძე და 20 გრ. საყოფაცხოვრებო საპონი. მიახსურეთ ნერგებს ყოველ 10 დღეში ერთხელ.

შეგიძლიათ რძის გარეშეც დაამზადოთ ხსნარი: 1 ჩ/კ იოდი და 2-3 ს/კ საყოფაცხოვრებო საპნის სქელი ხსნარი გააზავეთ ერთ სათლში. 7-10 დღეში ერთხელ დაამუშავეთ ნერგები ქვემოდან ზემოთ. ასეთი მანიპულაციებით მოსავალს ღია მინდორში სისტემტიურად ვიღებ, თუ წვიმიანი ამინდებია, 3 დღეში ერთხელ ვკრეფ.ასევე, შეგიძლიათ დაამუშავოთ კიტრი შრატით: 1 ლიტრი შრატი უნდა გაზავდეს 5 ლიტრ წყალზე და კიდევ ერთი ხერხი: საღამოს ჩაალბეთ წყალში პური. დილით გაურეთ პური და ამოიღეთ, დაუმატეთ სითხეს ერთი წვეთი იოდი. გააზავეთ ერთი ლიტრი ეს სითხე ერთ სათლ წყალში და მიასხურეთ კიტრს.დარჩენილი სითხე შეგიძლიათ შეინახოთ გრილ ადგილას. 2 კვირაში ერთხელ დაამუშავეთ ნერგები ამ ხსნარით და შემოდგომამდე გექნებათ მწვანე, ხასხასა ბუჩქები.

მცენარის იმუნიტეტს გააძლიერებს აგრეთვე ბალახების ნაყენი. მოათავსეთ სათლში დაჭრილი აბზინდა, სამყურა, ჭინჭარი და სხვა სარეველები. დაასხით თბილი წყალი და გააჩერეთ სამი დღე. შემდეგ გაფილტრეთ და გააზავეთ მიღებული ნაყენი 1 ლიტრი 1 სათლზე.კვებეთ კიტრი სისტემატიურად, ხშირად, მაგრამ მცირე პორციებით. ეს ხელს შეუწყობს საკვები ნივთიერებების უკეთ ათვისებას. სასუქი უნდა მიაწოდოთ თხევადი სახით, წვიმის ან მორწყვის შემდეგ, საღამოს ან მოღრუბლულ ამინდში.

რჩევა რედაქციისგან: კიტრის დამუშავებას შედეგი ექნება, თუ ის გაიზრდება ოთხი კომპონენტის მიხედვით: საკმარისი რაოდენობის კალიუმი, კალციუმი, აზოტი და ფოსფორი. გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევები და აუცილებლად მიიღებთ უხვ მოსავალს.თქვენ როგორ უვლით კიტრს? რა პრობლემებს აწყდებით მოსავლის მიღებამდე? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს