მოგესალმებით! პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში, ქალბატონი საკუთარ ისტორიას გვიყვება და მკითხველის აზრი აინტერესებს.“ჩემი შვილი განქორწინებას აპირებს და ახლა, ჩემი რძლისთვის ნომერ პირველი მტერი – მე ვარ. არ ვიცი სწორად მოვიქეცი თუ არა, ახლა ყველაფერში საკუთარ თავს ვადანაშაულებ”, – ამბობს თამარი. რთულ მომენტში ადამიანი რჩევასა და მხარდაჭერას ეძებს, მაგრამ უნდა მიმართო კი რჩევისთვის სხვას, როდესაც ეს სიყვარულის საკითხს ეხება?
შვილი განქორწინებას აპირებს – “დავითმა ცოლი ორი წლის წინ მოიყვანა. ლიკა სამსახურში გაიცნო და მაშინვე შეუყვარდა. თავიდან, დავითი მხოლოდ ამ გოგოზე ლაპარაკობდა, მოგვიანებით კი გაბედა და შეხვედრა სთხოვა. ყოველთვის ვთვლიდი, რომ ის ძალიან ჩქარობდა, მაგრამ ვხედავდი, როგორი შეყვარებული იყო ჩემი შვილი და არაფერს ვეუბნებოდი. ყველგან ერთად იყვნენ, ჩემთანაც ხშირად მოდიოდნენ სტუმრად, ერთად დადიოდნენ ლაშქრობებზე, კონცერტებზე, კაფეებში. შემდეგ კი დავითმა ლიკას ხელი სთხოვა.
ამ მომენტისთვის ჩემი შვილი ერთი თვე ემზადებოდა. ის ეძებდა საუკეთესო ბეჭედს, ფიქრობდა, როგორ ეთხოვა ხელი საყვარელი ადამიანისათვის, რომ ეს რომანტიკული ყოფილიყო. უქმეებზე საჰაერო ბუშტით საფრენად წავიდნენ და იქ, ლიკამ უპასუხა “დიახ”. დავითი ძალიან ბედნიერი იყო. მაგრამ, როდესაც დაქორწინდნენ, დაიწყეს ხშირად ჩხუბი. ქორწილამდე ისინი ერთად არ ცხოვრობდნენ. დაქორწინებიდან ერთი წლის შემდეგ, ჩემი ბიჭი თითქმის ყოველ კვირა ჩემთან მოდიოდა. მე ვხედავდი, რა რთული იყო მისთვის და ვიცოდი, რომ ასეთ ურთიერთობა არავისთვის არ იყო სასიკეთო.გადიოდა გარკვეული პერიოდი, მათთან ყველაფერი კარგად იყო, შემდეგ კი მეუღლეები ისევ ჩხუბობდნენ. დაიბადა ჩემი შვილიშვილი. ვიფიქრე, რომ ის მათ შეარიგებდა, მაგრამ საქმე კიდევ უფრო გაუარესდა. ვეღარ ავიტანე, როდესაც ჩემი შვილი, ისევ ჩემს ზღურბლზე გამოჩნდა თავისი ჩემოდნით. დილით სამზარეულოში იჯდა პირქუში და დაღლილი. აღარ შემეძლო მისი ტანჯვის ყურება და ჩემს შვილს განქორწინება ვურჩიე”.
დედის რჩევა – ”მე ვთქვი, რომ არ არის აუცილებელი, ბავშვის გამო იყო დაქორწინებული ქალზე, რომელიც არ გიყვარს. შენ შეგიძლია იყო კარგი მამა განქორწინების შემთხვევაშიც. ჩემი შვილი ჩემგან ასეთ სიტყვებს არ ელოდა, რადგან ყოველთვის ვამბობდი, რომ ოჯახს გაფრთხილებს სჭირდებოდა. მაგრამ, მეც კი ვხვდებოდი, რომ ამ ურთიერთობას მომავალი არ ჰქონდა. დავითმა დამიჯერა, შემდეგ კვირას მან უკვე განქორწინება მოითხოვა. ჩემდა გასაკვირად, რძალმა, როგორც კი ეს ამბავი გაიგო, მაშინვე მე დამირეკა და ყველაფერში მე დამადანაშაულა. იმ დღეს, ძალიან ბევრი ახალი რამ გავიგე ჩემს შესახებ.ახლა ჩემს რძალს ვეჯავრები და თავისი ოჯახის გადარჩენა სურს, განქორწინებაზე თანახმა არ არის. შვილიშვილის ნახვის საშუალებას არ მაძლევენ, შვილმა კი არ იცის რა ქნას. იქნებ, მე რჩევა არ უნდა მიმეცა, მაგრამ ჩემი შვილის ტანჯვას ვეღარ ვუყურებდი. ვიწყებ საკუთარი თავის დადანაშაულებას იმის გამო, რომ მათ ურთიერთობაში ჩავერიე და ამავდროულად მიხარია, რომ დავითი შეძლებს მომავალში ახალი ურთიერთობების დამყარებას და თავისთვის უფრო შესაფერის ადამიანს იპოვის“.
ცხოვრებისეული სიბრძნე და რჩევა რედაქციისაგან – ადამიანები ქორწინდებიან იმ იმედით, რომ მთელ ცხოვრებას ერთ ადამიანთან ერთად გაატარებენ. რაღაც მომენტში თქვენ ნამდვილად გჯერათ, რომ თქვენი საყვარელი ადამიანი სწორედ ის ადამიანია, რომელთანაც შეძლებთ ნებისმიერი დაბრკოლების გადალახვასა და ძლიერი ოჯახის შექმნას. სინამდვილეში, შვილების არსებობაც კი ვერ აკავებს მეუღლეებს, როდესაც მათ განქორწინება სურთ. რადგან, თანამედროვე ადამიანს, ქალი იქნება ეს თუ კაცი, ესმის, რომ ყველაფერს დამოუკიდებლადაც შეუძლია გაუმკლავდეს. ოჯახში არსებული უთანხმოება შეიძლება მოგვარდეს, თუ ეს ორივე მეუღლეს სურს.არის თუ არა დამნაშავე ქალბატონი თამარი იმაში, რომ მისი შვილი მეუღლეს გაშორდა? მან მხოლოდ რჩევა მისცა, მაგრამ სრულწლოვანი შვილი თავად არ მიუყვანია განცხადების შესატანად. ნუთუ მას თვითონ არ უფიქრია განქორწინებაზე, თუ დედამისია დამნაშავე იმაში, რომ მისმა შვილმა და რძალმა ერთმანეთს ვერ გაუგეს? ჩვენ თვითონ ვირჩევთ ჩვენს გზას და ჩვენს ქმედებებზე პასუხისმგებლობა თავადვე უნდა ავიღოთ, მაშინაც კი, თუ შედეგები არ მოგვწონს.