დაღლილი ქალისთვის ბავშვები სიხარული კი არა, ტვირთია

324

რამდენიმე დღის წინ პაპარაცის რედაქციაში ერთი სევდიანი წერილი მივიღეთ. ქალი ძალიან ნანობდა, რომ ორი ბიჭუნა გააჩინა და თანაგრძნობას ითხოვდა. ალბათ, ბევრი დაგმობს მის ასეთ პოზიციას და იტყვის, რომ დედობა ბედნიერებაა, მაგრამ ასეა ეს ყოველთვის? სამწუხაროდ, ყოველთვის ვერ ვაკონტროლებთ ჩვენს აზრებს, მაგრამ შეგვიძლია გავაანალიზოთ გრძნობები და ემოციები.

სევდიანი დედა

თქვენ უნდა დაიწყოთ იმით, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა უგულვებელყოთ ემოციები და გრძნობები. უაზრობაა კომენტარები: “ასე არ უნდა იფიქრო”, “არ გაქვს ამის უფლება”.ჩვენ არ გაგვაჩნია შინაგანი ღილაკი, რომელიც გამორთავს გრძნობებსა და ემოციებს. არ არსებობს ცუდი ემოცია. ყველა ჩვენი ემოცია კარგი და ცუდი კი არა, რაღაცის მაჩვენებელია. ამ შემთხვევაში დედის ემოცია გვეუბნება, რომ ის ძალიან გადაიღალა და უმჯობესია, გადახედოს პრიორიტეტებს და რამე შეცვალოს.უაღრესად მნიშვნელოვანი რამ, რაც ყველა გადაღლილ დედას უნდა ახსოვდეს, არის ის, რომ თავის გრძნობებში არ არის მარტო. ისრაელში ჩატარდა გამოკითხვა დედებს შორის. კითხვარი შეიცავდა რამდენიმე პუნქტს და ერთ-ერთი იყო: “ნანობთ თუ არა შვილების გაჩენას? უამრავმა ქალმა დადებითი პასუხი გასცა.

არავინ უარყოფს, რომ ბავშვი შესანიშნავი ქმნილებაა და უზარმაზარ სითბოს და დადებით ენერგიას ანიჭებს ადამიანს, მაგრამ მხოლოდ სულელი თუ იტყვის, რომ დედობა ადვილია და უპრობლემო. ეს საკმაოდ რთული და საპასუხისმგებლო საქმეა ყველაზე კარგ და მატერიალურად უზრუნველყოფილ პირობებშიც კი.არ შეიძლება დაადანაშაულო ქალი იმაში, რომ ნანობს ბავშვების გაჩენას. ყველა დედას უყვარს შვილი, მაგრამ ეს სიყვარული ითრგუნება სოციალური პრობლემების და გადაღლილობის ფონზე. მცდარია წარმოდგენა, რომ თუ გიყვარს შენი შვილები, ეს ავტომატურად აქცევს მათ კარგად აღზრდილ, განათლებულ და უზრუნველყოფილ ადამიანებად.

რჩევა რედაქციისგან: რას ვურჩევდით ქალებს, რომლებიც ნანობენ შვილების გაჩენას? პირველ რიგში, ეს მათი უფლებაა. მეორე კი, მათ უმჯობესია, მიიღო რეალობა და შეწყვიტონ წინააღმდეგობრივი ფიქრები.დედამ უნდა იფიქროს იმაზე, თუ რა აკლია მას ცხოვრებაში. ეს შეიძლება იყოს თავის მოვლა, ა თავისუფალი დრო. ამ შემთხვევაში, უმჯობესია, მოვალეობების გადანაწილება მეორე მშობელთან. უნდა იხელმძღვანელონ ასეთი პრინციპით: შეცვალეთ ის, რისი შეცვლაც შეგიძლიათ და მშვიდად მიიღეთ ის, რისი შეცვლაც არ შეგიძლიათ.გაიაზრეთ, რომ სულ ასეთ მდგომარეობაში არ იქნებით და ეს დროებითია. ბავშვები სწრაფად იზრდებიან და რამდენიმე წელიწადში მეტი დრო გექნებათ საკუთარი თავისთვის. მნიშვნელოვანია, შეეცადოთ მაქსიმალურად კომფორტული და სასიამოვნო გახადოთ ცხოვრება საკუთარი თავისთვის. იპოვეთ ბედნიერება იმაში, რაც გაქვთ.

გაუფრთხილდით თქვენს პატარას და იცოდეთ, რომ ჯანსაღი “ეგოიზმი” არ გავნებთ, მნიშვნელოვანი ხართ ბავშვისთვისაც და საკუთარი თავისთვის. თქვენ შეძლებთ გაუმკლავდეთ ყველა სირთულეს! რას ფიქრობთ ამაზე? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს