ბებია მთელი წელი აგროვებდა ხახვის ნაჭუჭს, რათა ზაფხულში კიტრის სასუქად გამოეყენებინა. შედეგი, უბრალოდ ფანტასტიკურია

0
2496

ხახვის ნაჭუჭი – სასარგებლო ელემენტების წყაროა. ხახვის ნაჭუჭის ნაყენის გამოყენება მრავალი მცენარისათვის შეიძლება, მაგრამ ყველაზე მეტად ასეთი კოქტეილი კიტრს მოეწონება. რატომ არის ის სასარგებლო და როგორ უნდა მივაწოდოთ ეს სასუქი კიტრს? ამის შესახებ, პაპარაცის დღევანდელ სტატიაში წაიკითხეთ.

ხახვის ნაჭუჭის გამოყენება ბოსტანისათვის – ხახვის ნაჭუჭს შეგიძლიათ გამოყენება მოუძებნოთ ბოსტანშიც და ასევე, მისი მეშვეობით შეგიძლიათ შეღებოთ სააღდგომო კვერცხებიც. საოცარია, როგორ შეიძლება ბოსტნეულის ნაჭუჭმა ამდენი სარგებელი მოგვიტანოს. ხახვის ნაჭუჭის ნაყენი უამრავ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს, მაგალითად, კალციუმს, კალიუმს, მაგნიუმს, რკინას, სპილენძს, სელენსა და ბრომს.ასეთი მიკროელემენტები მცენარეს ეხმარება მავნე ბაქტერიებთან ბრძოლაში და ხელს უშლის კიტრის ფოთლების გაყვითლებას. ამას გარდა, ხახვის ნაყენი ხელს უწყობს ბოსტნეულისა და ხილის ზრდას. ის აძლიერებს ფესვთა სისტემას და უფრო გამძლეს ხდის ტემპერატურული ცვლილების მიმართ. მოკლედ, მეტად სასარგებლო მეთოდია.

სასარგებლო ნაყენი კიტრისთვის – მოდი, ჯერ გავერკვეთ რა სჭირდება კიტრს. მაშ ასე, თუ ამ ბოსტნეულს ფოთლები უყვითლდება, მაშინ ნაყენი შემდეგი რეცეპტით უნდა მოამზადოთ. დიდ ქვაბში ჩაასხით 10 ლიტრი წყალი და ჩაყარეთ 3 მუჭა ხახვის ნაჭუჭი. მიიყვანეთ ადუღებამდე, მოურიეთ და ადუღეთ კიდევ 5 წუთის განმავლობაში. ნაყენი უნდა გაცივდეს და შემდეგ, უნდა გაწუროთ.მომზადებული ნაყენი კიტრს უნდა დაასხათ ძირებთან ან ფოთლებზე, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ კონცენტრირებული ნაყენის გამოყენება არ შეიძლება. დაამუშავეთ ბოსტნეული წყლითა და ხახვის ნაჭუჭის ნაყენით შემდეგი პროპორციებით, მაგალითად 10 : 2, სადაც 10 ლიტრი არის წყალი, ხოლო 2 ლიტრი ხახვის ნაყენი. ყველაზე ეფექტური იქნება თუ კიტრს ამ სასუქს დილის საათებში მიაწოდებთ. ნაჭუჭები შეგიძლიათ არ გადაყაროთ და იქვე დაყაროთ, სადაც კიტრია დარგული.

წვრილ მავნებლებთან ბრძოლა – ხახვის ნაჭუჭი დაგეხმარებათ ობობის ტკიპებთან ბრძოლაში. თუ შენიშნავთ, რომ რომელიმე ხილის ან ბოსტნეულის ფოთლები ობობის ქსელშია გახვეული, დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედოთ. აიღეთ 200 გრამი ხახვის ნაჭუჭი და დაასხით 10 ლიტრი მდუღარე წყალი. ნაყენის დაყენება რეკომენდებულია 5 დღის განმავლობაში. ამის შემდეგ, ნაყენი გაწურეთ და დაავადებული მცენარე დაამუშავეთ სამჯერ, 4 – 5 დღიანი ინტერვალებით.ბუგრებთან გამკლავება შეგიძლიათ სცადოთ შემდეგი მეთოდით. აიღეთ მეტალის სათლი და ნახევრად გაავსეთ ხახვის ნაჭუჭით. დარჩენილი სივრცე გაავსეთ ადუღებული წყლით და გააჩერეთ ერთი დღის განმავლობაში. ცივი ნაყენი უნდა გააზავოთ წლით თანაფარდობით 1 : 2 და დაასხათ ბოსტანში. ზოგიერთი მებაღე ასეთ ნაყენს იყენებს არა მხოლოდ ბუგრების გასანადგურებლად, არამედ კოლორადოს ხოჭოების საწინააღმდეგოდაც.

ხახვის ნაჭუჭი ბაღისა და ბოსტნისათვის – მავნებლები თავს ესხმიან არა მხოლოდ ბოსტნეულს, არამედ ხილის ხეებსაც. მაგალითად, ვაშლის ხე შეიძლება დაზარალდეს ვაშლის ნაყოფჭამიით. რა გავაკეთოთ? ვაშლის ხის დამუშავება შეგიძლიათ ნებისმიერი ზემოთ ჩამოთვლილი ნაყენით, მაგრამ მაშინ, როდესაც ხე აღარ ყვავილობს.ვაშლის ხისთვის ხახვის ნაყენის შესხურება საუკეთესოა მაშინ, როდესაც ტემპერატურა +15 გრადუსია. ხე უნდა დაამუშავოთ ყოველ 7 დღეში ერთხელ – ერთი თვის განმავლობაში. შეეცადეთ დააკვირდეთ, რას გრძნობს ხე. არის თუ არა ცვლილება ხახვის “შხაპის” შემდეგ, თუ არა. შემცირდა თუ არა მავნებლების რაოდენობა ტოტებსა და ფოთლებზე.ამას გარდა, თუ გეშინიათ რომ ხილსა და ბოსტნეულს სასუქზე უარყოფითი რეაქცია ექნება, მაშინ შეგიძლიათ მოაწყოთ საცდელი კვება. 10 გრამ ნაჭუჭს დაასხით 5 ლიტრი მდუღარე წყალი და დაელოდეთ ნაყენის სრულ გაციებას. დაასხით საცდელ მცენარეებს და დააკვირდით მათ მდგომარეობას.

ეკოლოგიურად სუფთა სასუქი – ხახვის ნაყენის გამოყენებისას, თქვენ ზუსტად გეცოდინებათ, რომ თქვენს ბოსტანში არანაირი ქიმია არ არის. თანაც, შესაძლოა ყოველთვის არ გქონდეთ ქიმიური სასუქის ყიდვის შესაძლებლობა, ხან ფასია ძალიან ძვირი, ხან ასორტიმენტია საკმაოდ ღარიბი. ამიტომ, გვიწევს რაიმე მისაღები ალტერნატივის გამონახვა. მაგრამ, ნე დაგაფრთხობთ ხახვის ნაჭუჭის სიიაფე და ხელმისაწვდომობა. ის, უამრავი მებაღის პატივისცემასა და სიყვარულს იმსახურებს.