მართალია, ფქვილი ყველაზე მაღალკალორიული პროდუქტი არ არის, მაგრამ სწორედ მისგან მომზადებულ საკვებს გაურბიან ადამიანები, რომლებიც საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნავენ. საქმე ისაა, რომ ჩვეულებრივი პირველი ხარისხის ფქვილი იწმინდება ყველაზე სასარგებლო ინგრედიენტისგან – უჯრედისისაგან. ამიტომ, პურს სწრაფ ნახშირწყლებს უწოდებენ, უჯრედისის გარეშე ხომ ის ადვილად შეიწოვება ორგანიზმის მიერ და ცხიმებში გროვდება. პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში კი ვისაუბრებთ წიწიბურის ფქვილზე, რომელიც იმარჯვებს როგორც შემადგენლობით, ასევე პროდუქტის კვებითი ღირებულებით.შედარებისთვის: 100 გრამ ხორბლის ფქვილში საშუალოდ 350 კალორიაა. ის შეიცავს 10 გრამ ცილას, 1 გრამ ცხიმს, 76 გრამ ნახშირწყლებს. ამავდროულად, წიწიბურა მარცვლეულის დედოფლად ითვლება, რადგან ის შეიცავს უამრავ ვიტამინს (В, Р, С) და ასევე რკინას, კალციუმს, ფოსფორს, მაგნიუმს და იოდს.
წიწიბურის ფქვილი
ჯანმრთელობისთვის – წიწიბურა მარცვლეული კულტურა არ არის, ამიტომ ის არ შეიცავს გლუტენს, რომელსაც დღეს ძალიან ბევრი ადამიანი არიდებს თავს. წიწიბურის პროდუქტების რეგულარულ გამოყენებას შეუძლია ნივთიერებათა ცვლის მოწესრიგება და სისხლში ქოლესტერინის დონის შემცირება. წიწიბურა აწესრიგებს ნერვული სისტემის ფუნქციონირებას და აწესრიგებს ტვინის მუშაობას.წიწიბურის ფქვილი კარგი ნაღველმდენი საშუალებაა. ამისთვის, 1 სუფრის კოვზი წიწიბურის ფქვილი უნდა ჩაყაროთ 1 ჭიქა კეფირში და უნდა გააჩეროთ მაცივარში – ერთი ღამის განმავლობაში. მეორე დღეს, მომზადებული კეფირი საუზმის მიღებამდე უნდა დალიოთ. ასევე ამზადებენ კისელს წიწიბურის ფქვილითა და ნიგვზით, რომელსაც გამოიყენებენ ათეროსკლეროზისა და საჭმლის მონელებასთან დაკავშირებული პრობლემების დროს.ჰემოგლობინის დონის დაქვეითების დროს ამზადებენ ნარევს 2 სუფრის კოვზი წიწიბურის ფქვილითა და 2 სუფრის კოვზი თაფლით. ეს საშუალება უნდა მიიღოთ თითო სუფრის კოვზი – დღეში სამჯერ. ასევე, წიწიბურის ფქვილი გამოიყენება ჩვილების პირველი კვებისათვის. ახალშობილის რაციონს 6 თვიდან შეგიძლიათ დაამატოთ წიწიბურის ფქვილის ფაფა, რომელსაც მოამზადებთ წყლით ან რძით.
სილამაზისთვის – წიწიბურის ფქვილი ასევე გამოიყენება კანისა და თმის ნიღბებში. მშრალი კანის დასატენიანებლად საჭიროა 1 სუფრის კოვზი წიწიბურის ფქვილის შერევა 1 კვერცხის გულთან და 1 ჩაის კოვზ თაფლთან. ნიღაბი ატენიანებს, ხსნის ანთებას და აშორებს აქერცლილ კანს.მთელი სხეულისთვის შეგიძლიათ მოამზადოთ ნიღაბი წიწიბურის ფქვილით, რძით, მარილითა და თაფლით. ეს ნიღაბი კანზე უნდა წაისვათ შხაპის მიღების შემდეგ, გაიჩეროთ 15 წუთის განმავლობაში და შემდეგ ჩამოიბანოთ თბილი წყლით. ამ ნიღბის შემდეგ კანი გახდება ხავერდოვანი და ნაზი. რძე ატენიანებს, ფქვილი და მარილი კი სკრაბის ფუნქციას ასრულებს.წიწიბურის ფქვილით მომზადებული ნიღაბი კარგია თმის ცხიმიანობის მოსაშორებლად. 100 გრამ წიწიბურის ფქვილს შეურიეთ რძე და ნახევარი ლიმონის წვენი. ნარევი უნდა გამოვიდეს სქელი, ცხიმიანი არაჟნის კონსისტენციის მსგავსი. ნიღაბი უნდა წაისვათ თავზე, თავის დაბანის შემდეგ. თმა სავარცხლით დაივარცხნეთ და ნიღაბი თმის მთელ სიგრძეზე გადაინაწილეთ. 30 წუთის შემდეგ, თავი დაიბანეთ გამდინარე წყლით. ასეთი ნიღბის გამოყენების შემდეგ, თმა რბილია და სქელი.
რედაქციისაგან: წიწიბურის ფქვილის მოსამზადებლად წიწიბურა უნდა გაარჩიოთ, გარეცხოთ ცივი წყლით 2 – 3 ჯერ, შემდეგ კი გადაიტანოთ საწურში, წყლის დასაწურად. მას შემდეგ, რაც წყალი ჩამოიწურება, წიწიბურა უნდა გააშროთ მშრალ ტაფაში, დაბალ ცეცხლზე.მოშუშეთ წიწიბურა ტაფაზე 7 – 10 წუთის განმავლობაში, დრო და დრო ურიეთ კოვზით. შემდეგ, წიწიბურა ქაღალდის ხელსახოცზე გადაიტანეთ და აცადეთ გაციება. ერთი საათის შემდეგ წიწიბურა დააბლენდერეთ. მიღებული ფქვილი გაცერით და შემდეგ, ისევ დააბლენდერეთ ის ფქვილი, რომელიც საცერში დარჩება. ფქვილი გადაიტანეთ მშრალ ჰერმეტულ ჭურჭელში. წიწიბურის ფქვილით გამოდის უგემრიელესი ბლინები, ფუნთუშები და პური. ხშირ შემთხვევებში, იმისთვის, რომ ცომმა ფორმა შეინარჩუნოს, წიწიბურის ფქვილს – ხორბლის ფქვილი უნდა დაუმატოთ.