შეძლებს თუ არა ახალი დედამთილი ჩემი შვილის შეყვარებას, რომელიც პირველი ქორწინებიდან მყავს.

1303

ბედნიერი ოჯახის შექმნა პირველივე ცდაზე დიდი წარმატებაა, ან იღბალი. რაც გინდათ, ის დაარქვით, მაგრამ ფაქტია, რომ დღეს ადამიანები ბევრად უფრო ხშირად განქორწინდებიან, ვიდრე 20-30 წლის წინ იყო. ნატალია პირველ ქმარს დაშორდა, როდესაც ბავშვი 2 წლის იყო, მისმა ქორწინებამ 5 წელი გასტანა. შემდეგ აღმოჩნდა, რომ მათი ცხოვრების გზები გაიყო და დაშორდნენ. გავიდა გარკვეული დრო და ნატალიამ კვლავ გარისკა ახალი ურთიერთობის დაწყება. ამჯერად მან კარგი არჩევანი გააკეთა. სანდროს არ აღელვებდა, რომ ცოლის ვაჟი პირველი ქორწინებიდან, მათთან იცხოვრებდა. სამაგიეროდ, ამას ვერ ვიტყვით მის დედაზე. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში ასეთი ამბავი გვაქვს:

ცოლის ვაჟი პირველი ქორწინებიდან – ”ჩემს პირველ ქმარს არ სურდა განქორწინება, მაგრამ მე აღარ შემეძლო მასთან ცხოვრება. როცა ნივთები ჩავალაგე და ბავშვი წამოვიყვანე, ქმარმა მითხრა, რომ ვერასდროს ვიქნებოდი ბედნიერი, რადგან ბავშვიან ქალთან ურთიერთობას არავინ ისურვებდა. მართალი გითხრათ, ილუზიები არც მქონია. ერთი წელი დედასთან ვცხოვრობდი, შემდეგ კი სანდრო გავიცანი, ვხვდებოდით, ვსაუბრობდით. ის ძალიან სასიამოვნო და მზრუნველი მამაკაცი აღმოჩნდა, მივენდე და მთელი გულით შევიყვარე.

ის, ამბავი, რომ შვილი მყავდა, სანდრომ ნამდვილი მამაკაცივით მიიღო. დამპირდა, რომ ბიჭუნას საკუთარი ვაჟივით მოექცეოდა. მალე დავქორწინდით და მასთან გადავედით საცხოვრებლად. დედამთილი ქორწილის წინა დღეებში გავიცანი, თავიდან მალავდა უკმაყოფილებას, მაგრამ ქორწილის შემდეგ ყველაფერი მხოლოდ გაუარესდა. როცა ქალბატონი ნინა ჩვენთან სტუმრად მოდის, ის გამუდმებით უყვირის ბავშვს და მოითხოვს, რომ ოთახიდან გავიყვანო.”

აუტანელი დედამთილი – “ზოგჯერ ქალბატონი ნინა ღამით ჩვენთან რჩება როდესაც ცუდად გრძნობს თავს. ახლა უკვე პირდაპირ გამოხატავს უკმაყოფილებას ჩემი შვილის მიმართ და თავს ძალიან ბევრის უფლებას აძლევს. არასოდეს მინდოდა მასთან კონფლიქტში შესვლა, მაგრამ ასეც არ შეიძლება. ქალბატონ ნინას არ სურდა შვილისთვის განათხოვარი და მითუმეტეს, ბავშვიანი ქალი. ის კონსერვატიული შეხედულებებისაა და თავიდანვე არ მოსწონდა სანდროს გადაწყვეტილება.ის ფიქრობს, რომ მე და სანდრომ საკუთარი შვილი უნდა ვიყოლიოთ, მანამდე კი მათ ოჯახში არანაირი უფლება არ მაქვს. ახლა კი მოდის და აცხადებს, რომ არ სურს ჩემი შვილის დანახვა ჩვენს სახლში სტუმრობისას! ეს ყველა ზღვარს სცდება და არ ვიცი რა უნდა გავაკეთო…თავიდან სანდრო დედას არ აძლევდა უფლებას ასე დამლაპარაკებოდა, ახლა კი არაფერს ეუბნება. ვერ ვეგუები ასეთ დამოკიდებულებას, მაგრამ ძალიან მიყვარს ჩემი ქმარი და არ მინდა მასთან დაშორება დედის საქციელის გამო.”

 რჩევა რედაქციისგან: არავინ არ არის ვალდებული უყვარდეს სხვისი შვილები. ნატალიასთვის ის ღვიძლი პირმშოა, მაგრამ ქალბატონი ნინასთვის არავინ. დედამთილს არ მოსწონს შვილის არჩევანი და ეს მისი უფლებაა. სამაგიეროდ, მეუღლეებს უყვართ ერთმანეთი და ამიტომ ერთად უნდა იმუშაონ პრობლემის მოსაგვარებლად. სავარაუდოდ, დედამთილი არ შეცვლის თავის დამოკიდებულებას, ამიტომ მასთან ურთიერთობა მინიმუმამდე უნდა შემცირდეს. ბავშვი გრძნობს, როცა არ უყვართ, ამიტომ დედამ უნდა დაიცვას იგი ბებიის ნეგატივისგან. ქვეცნობიერად, ნატალიას ესმის, რომ არც ის და არც მისი შვილი არ არიან დამნაშავე იმაში, რომ სანდროს დედა უარყოფითად არის განწყობილი მათ მიმართ.პრობლემა ის არის, რომ თუ კონფლიქტი არ მოგვარდება, შეიძლება ხელი შეუშალოს ბედნიერ ქორწინებას. სანდროს შეუძლია დედა თავის სახლში მოინახულოს ხოლმე და იქ გამოიჩინოს საჭირო ყურადღება. თუ ქმარი დედის მხარეს დაიჭერს, ურთიერთობა გაუფუჭდება ცოლთან და განქორწინება გარდაუვალი იქნება. საინტერესოა, მისი დუმილი ნიშნავს, რომ იზიარებს დედის პოზიციას, თუ უბრალოდ ცდილობს კონფლიქტის თავიდან აცილებას? თქვენ რას ფიქრობთ? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს