რაც არ უნდა რთული პერიოდი იყოს, დიასახლისებს ყოველთვის ახსოვთ, რომ ზამთრისთვის კონსერვები თავისთავად არ მომზადდება. ეს კი ნიშნავს, რომ უკვე დროა დავგეგმოთ, თუ რომელი კონსერვები უნდა მოვამზადოთ წელს. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გთავაზობთ ცნობილი მზარეულის ევგენი კლოპოტენკოს რჩევებს, რომლებიც კონსერვაციის თემას უკავშირდება. სტატიის ბოლოს კი მოგითხრობთ, შეიძლება თუ არა კონსერვებში ჩვეულებრივი მარილის ნაცვლად, იოდირებული მარილის გამოყენება.
კონსერვაცია ზამთრისთვის
ცნობილი უკრაინელი შეფ-მზარეული ევგენი კლოპოტენკო მოგვითხრობს, თუ როგორ შეგვიძლია პროდუქტების დაკონსერვება ისეთი მნიშვნელოვანი ინგრედიენტის გარეშე, როგორიცაა მარილი. იგი ამბობს, რომ მარილი შეგვიძლია ჩავანაცვლოთ ან საერთოდ არ გამოვიყენოთ. კულინარიის გურუს აზრით, კონსერვაცია სულაც არ დაზარალდება თუ მხოლოდ შაქარსა და ძმარს გამოვიყენებთ. ეს ორი პროდუქტი შესანიშნავი კონსერვანტია.ამას გარდა, მარილის გარეშე შეგვიძლია მოვამზადოთ ჩვეულებრივი კერძებიც. კლოპოტენკომ დაასახელა როგორც მინიმუმ 5 პროდუქტი, რომელიც შესანიშნავად ანაცვლებს მარილის გემოს.
რით ჩავანაცვლოთ მარილი კერძებში
- ლიმონის წვენი – აუცილებელია ნებისმიერ სამზარეულოში. ჯერ ერთი, სიმჟავის წყალობით, რომელსაც ის კერძებს ჩუქნის, თქვენ ვერც კი შენიშნავთ, რომ კერძს მარილი აკლია.მეორეც, ეს ბანალურად სასარგებლოა. ვიტამინი С, რომელსაც ლიმონი შეიცავს ორგანიზმისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. ის ასევე ხელს უწყობს რკინისა და საკვებში არსებული სხვა საკვები ნივთიერებების უკეთ ათვისებას.
- ნიორს გააჩნია მდიდრული არომატი და გემო, ამიტომ ის შეიძლება გახდეს მარილის ღირსეული შემცვლელი. უფრო მეტიც, სულაც არ არის აუცილებელი ახალი პროდუქტის გამოყენება. ამ ამოცანას ნივრის ფხვნილიც კარგად გაუმკლავდება. ის შეგიძლიათ მაღაზიაში შეიძინოთ ან თავად მოამზადოთ.
- ზღვის კომბოსტო – არ არის ყველაზე ტრივიალური, მაგრამ მარილის ერთ-ერთი წარმატებული ალტერნატივაა. საქმე ისაა, რომ ეს პროდუქტი შეიცავს ნატურალურ ზღვის მარილსა და იოდს. ამას გარდა, ზღვის კომბოსტოში არის ვიტამინი А, В ჯგუფის ვიტამინები, С, Е და D ვიტამინები.დაამატეთ ეს პროდუქტი, რომელიმე სალათს და იგრძნობთ, თუ რამდენად გამდიდრდება კერძის გემო.
- სალათებისთვის, თევზისთვის და ხორცისთვის მარილიანობის დასამატებლად თამამად გამოიყენეთ სუფრის ძმარი. თუმცა, გახსოვდეთ, რომ ამ პროდუქტის ბოროტად გამოყენება არ შეიძლება. სხვათა შორის, გირჩევთ სხვადასხვა სახეობის ძმარი გასინჯოთ, მაგალითად, ვაშლის ამ ყურძნის. ასეთი ძმარი ამდიდრებს ნებისმიერი კერძის გემოს.
- კერძში მარილის რაოდენობის შემცირება შეგიძლიათ სხვადასხვა სანელებლის მეშვეობით. ძირა, ქინძი და კვლიავი ახალ გვერდს გადაშლის თქვენს კულინარიულ ისტორიაში – შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ! მათთან ერთად თქვენი კერძები ნათელი ფერებით გაბრწყინდება და მარილი არც კი გაგახსენდებათ.
იოდირებული მარილი კონსერვებში – მარილის მრავალი სახეობა არსებობს, თუმცა ყველაზე პოპულარული სახეობებია სუფრის და იოდირებული მარილი. პირველი კონსერვაციისთვის იდეალურ ვარიანტად ითვლება, რადგან არავითარ დანამატს არ შეიცავს. პროდუქტმა დროს გამოცდას გაუძლო. იოდირებულ მარილთან დაკავშირებით კი არსებობს პრობლემები.ზოგი დიასახლისი აცხადებს, რომ იოდირებულის მარილის კონსერვებში დამატება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ამბობენ, რომ ეს დაკონსერვებულ ბოსტნეულს გემოს გაუფუჭებს. სხვები კი დარწმუნებული არიან, რომ ეს სისულელეა, რადგან თერმული დამუშავებისას იოდი უბრალოდ ორთქლდება და არავითარ კვალსაც კი არ ტოვებს. ვის მხარესაა სიმართლე?
ინტერნეტში აზრი ნამდვილად ორად იყოფა. ერთ-ერთ რესურსზე წავაწყდით საინტერესო მოსაზრებას. იოდს, რომლითაც მარილს ამდიდრებენ, სადეზინფექციო თვისებები გააჩნია. ამიტომ, ეს მიკროელემენტი, პირიქით, აუმჯობესებს კონსერვაციას და ასევე, ანელებს დუღილის პროცესს.ამას გარდა, არსებობს ძალიან მნიშვნელოვანი ნიუანსი. იოდირებული მარილი, რომელიც 20-30 წლის წინ იწარმოებოდა, ძალიან განსხვავდება იმ პროდუქტისგან, რომელსაც ახლა ვყიდულობთ. ადრე იოდირებული მარილი შეიცავდა სუფთა კალიუმის იოდიდს. ელემენტი ნამდვილად არ იყო შესაფერისი დამწნილებისათვის, რადგან მას შეეძლო ბოსტნეულისთვის უსიამოვნო გემო და ფერი მიეცა.მაგრამ, დღესდღეობით მარილს ემატება სხვა ელემენტი – იოდატი. ახლა თქვენ შეგიძლიათ უსაფრთხოდ გამოიყენოთ იოდირებული მარილი კონსერვაციისათვის, უსიამოვნო შედეგების მიღების შიშის გარეშე.
მოგვიყევით, თქვენ როგორი დამოკიდებულება გაქვთ მარილთან? მზად ხართ ამ პროდუქტის გარეშე მოამზადოთ კონსერვები?