ერთხელ, გარეცხვის შემდეგ, მომიწია თეთრეულის ნაკრების, ქმრის თეთრი პერანგის და ახალი ზედის გადაგდება. ზოგჯერ რეცხვის დროს დაშვებული შეცდომები საკმაოდ ძვირი გვიჯდება…დღეს პაპარაცის ამ სტატიაში გასწავლით რა არ უნდა გააკეთოთ რეცხვის დროს, რათა არ დაუშვათ გამოუსწორებელი შეცდომა.
შეცდომები რეცხვის დროს
ყველამ, ვისაც ორზე მეტად ჩაურთავს სარეცხი მანქანა, იცის, რომ უნდა დააკვირდეს ეტიკეტს, აირჩიოს სწორი ტემპერატურა და ისე შეაწყოს სარეცხი. მიუხედავად ამისა, თეთრეულზე ფერის გადასვლა რეცხვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი და სამწუხარო შედეგია.არავის სურს ტანსაცმლის გაფუჭება საკუთარი უყურადღებობის გამო. ამიტომ, არ დაიზაროთ და დაუთმეთ მეტი დრო ნივთების გადახარისხებას ქსოვილის ტიპისა და ფერის მიხედვით. წაიკითხეთ ყველა ეტიკეტი! თუ პირველად ხედავთ ზოგიერთ ნიშანს, მოძებნეთ ინტერნეტში.
ყველაფრის 30 ან 60 გრადუსზე გარეცხვა ბევრი რამის გაფუჭების საფრთხეს ქმნის. 40 გრადუს ტემპერატურაზე სინთეზური ბოჭკოების უმეტესობა დნობას იწყებს. 60 გრადუსზე გარეცხეთ მხოლოდ თეთრეული, პირსახოცები და ბავშვის საფენები ბუნებრივი ქსოვილისგან.ოჰ, ეს ელვა შესაკრავი და ღილები! სწორედ გახსნილ ელვა შესაკრავს შეუძლია რეცხვის პროცესში გატეხოს კარი ან გააფუჭოს სხვა ნივთები. დაიმახსოვრეთ: ტანსაცმლის ღილები უნდა იყოს გახსნილი, რადგან დეფორმაციას მიიღებს შესაკრავები. ხოლო ელვა შესაკრავი უნდა იყოს შეკრული!
რეცხვის კიდევ ერთი გავრცელებული შეცდომა არის ზედმეტი ფხვნილის ან სარეცხი საშუალებების გამოყენება. ის რჩება ხოლმე ტანსაცმელზე და შეიძლება დატოვოს ლაქები, ან გამოიწვიოს ქსოვილის ფერის შეცვლა.ნადები მანქანის დეტალებზე წარმოიქმნება ხისტი წყლის გამოყენების შედეგად. განსაკუთრებით, თუ რეცხვა ხდება მაღალ ტემპერატურაზე.ამიტომ გაითვალისწინეთ: ლიმონმჟავა და ძმარი არბილებს წყალს და, შესაბამისად, მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ტექნიკის სიცოცხლის გახანგრძლივებას!
კოლგოტების, წინდების და სხვა წვრილმანების რეცხვა არ არის რეკომენდებული სპეციალური ჩანთის გარეშე. ამ მეთოდის გამოყენებისას პროდუქტები არ იჭედება აპარატის რეზინაში და რა თქმა უნდა, ისინი აღარ იწელება და არ დეფორმირდება!და ბოლოს, საკმაოდ გავრცელებული შეცდომაა სარეცხი მანქანის დოლურის სარეცხით გადატვირთვა. ეს აფუჭებს სარეცხ მანქანას, რადგან მაქსიმალური სიმძლავრით უწევს მუშაობა.
რჩევა რედაქციისგან: ჩვენ მართლაც ზეციური ცხოვრებით ვცხოვრობთ: შევყრით სარეცხ მანქანაში სარეცხს და შემდეგ ის აკეთებს მთელ საქმეს. დიასახლისმა უნდა გამოიღოს სუფთა ტანსაცმელი და გაფინოს.მიუხედავად ამისა, ყველას ცხოვრებაში ერთხელ მაინც ყოფილა ისეთი შეცდომა, რომელმაც მათ ტანსაცმელზე ცუდად იმოქმედა, ან სიცოცხლე შეუმცირა ტექნიკას.
თქვე რა შეცდომა დაგიშვიათ რეცხვის დროს? გაგვიზიარეთ კომენტარებში.