პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში მოგითხრობთ, თუ რომელი პროდუქტების მომარაგება ღორს, მაშინაც კი, თუ გვგონია, რომ ომი და სხვა უბედურება გვერდს აგვივლის. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ადამიანმა უმჯობესია თავი დაიზღვიოს და სახლში იქონიოს ყველაფერი, რაც მას რაღაც პერიოდის განმავლობაში მაინც დაეხმარება გადარჩენაში. თქვენ რას იტყვით? დღევანდელ სტატიაში იური პროლოვის რჩევებს გაგიზიარებთ. ის უკვე მრავალი წელია იკვლევს ბუნებასა და ადამიანებს და მათ სხვადასხვა დაავადებებისაგან განკურნებაში ეხმარება. თავის YoutTube-არხზე ნუტრიციოლოგი გამომწერებს უზიარებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს.
არც თუ ისე დიდი ხნის წინ, ფროლოვმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც მან დეტალურად აღწერა, თუ როგორ უნდა მოამზადოთ მარაგი ომის შემთხვევაში. უპირველეს ყოვლისა, მკვლევარი გამოჰყოფს საქონლის 4 კატეგორიას, რომელთა წყალობითაც ადამიანი შეძლებს გადარჩენას ექსტრემალურ პირობებში.ეს არის გრძელვადიანი საკვები პროდუქტები და ასევე, კონცენტრირებული საკვები დანამატები. ამას გარდა, მნიშვნელოვანია პირველადი მოხმარების პროდუქტების მომარაგება და კიდევ ისეთი პროდუქტების შეძენა, რომელთა გაცვლაც იქნება შესაძლებელი.
რომელი საკები უნდა მოვიმარაგოთ – საკვების ყიდვის მთავარი წესი ასეთია: მინიმალური მრავალფეროვნება, მაქსიმალური შენახვის ვადა და მაქსიმალური კვებითი ღირებულება. ამას გარდა, სასურველია ისეთ პროდუქტების მომარაგება, რომელთა შენახვაც მარტივია.მაგალითად, ბურღულეული 2 – 3 წლის განმავლობაში ინახება, მაგრამ მეორე წლის შემდეგ კარგავს კვებით ღირებულებას. მარცვლეული, ჭვავი და ხორბალი შეიძლება მრავალი წლის განმავლობაში ინახებოდეს, თუ დაცული იქნება შენახვის სწორი პირობები. უმჯობესი იქნება მათი გაღვივება, პროდუქტისაგან მაქსიმალური სარგებლის მისაღებად. ფროლოვი გვირჩევს მოვიმარაგოთ წიწიბურა, სელი, ოსპი და ფეტვი.
შეგიძლიათ მოიმარაგოთ მარილიც, მაგრამ შაქარზე, ფროლოვი უარის თქმას გვირჩევს. ის შეგიძლიათ მხოლოდ გადაცვლის მიზნით შეიძინოთ. თუ ტკბილის მოყვარული ხართ, მაშინ შაქრის ნაცვლად უმჯობესია შეიძინოთ ტოპინამბურის სიროფი ან ნატურალური თაფლი. ეს პროდუქტები დიდხანსაც ინახება და ორგანიზმზეც უფრო დადებითად მოქმედებს.ერთ-ერთი ყველზე გამძლე პროდუქტია – კონსერვები. თუმცა, უნდა გვესმოდეს, რომ ასეთი ხანგრძლივი შენახვის ვადა პროდუქტის კვებით ღირებულებაზე ახდენს გავლენას. ზეთებს შორის, უკეთესია ამოირჩიოთ ქოქოსის ზეთი. იგი უნდა შეინახოთ ცივ ადგილას და შუშის ჭურჭელში. სპეციალისტმა აგრეთვე შეგვახსენა, რომ ამ კუთხით შინაურ ცხოველებზეც უნდა ვიზრუნოთ.
როგორც ცალკე კატეგორიას, ფროლოვი გამოჰყოფს კონცენტრირებულ საკვებ დანამატებს. ეს არის სხვადასხვა პროტეინები, მაგალითად კანაფის ან სოიოს. ასევე, არსებობს მზა ნარევები – ამინმჟავების კონცენტრატები, რომლებიც რამდენიმე სახის იზოლატისგან შედგება.ასევე მოიმარაგეთ კაკალი. ნაჭუჭში ან ვაკუუმურ პაკეტებში ის დიდხანს შეინახება. სპეციალისტი გვირჩევს ჰერმეტულად დალუქული ფაფებისა და სუპების შეძენას. ეს დანაყრებისა და საკმაო რაოდენობით საკვები ნივთიერებების მიღების არც თუ ისე ცუდი გზაა.
სანელებლებიდან ფროლოვი გამოჰყოფს კურკუმასა და პილპილს, სოუსებს შორის კი – სოიოს სოუსს. ასევე, იგი გვირჩევს ვაშლის ძმრის მომარაგებას. ამ პროდუქტს ბევრი სასარგებლო თვისება აქვს.ცალკე კატეგორიაა – პირადი ჰიგიენის საშუალებები და საყოფაცხოვრებო საქონელი. როგორ სარეცხი საშუალება – ყველაზე მოსახერხებელია ჩვეულებრივი საპნის ყიდვა. მაგალითად, საყოფაცხოვრებო საპნით შეგიძლიათ ტანსაცმლის გარეცხვაც და ჭურჭლის გარეცხვაც. ომისა და სხვა კატასტროფების შემთხვევაში მნიშვნელოვანია პირველადი დახმარების ნაკრების ქონა. აქ უნდა იყოს ძირითადი ნივთები და ასევე მედიკამენტები, რომლებიც გჭირდებათ კონკრეტულად თქვენ ან თქვენს ახლობლებს.
ყოველთვის უნდა იქონიოთ ნემსები, ძაფები, მაკრატელი და ასანთი. ახლა ეს ყველაფერი წვრილმანებად მიგვაჩნია, თუმცა ექსტრემალურ პირობებში შეიძლება გამოგვადგეს. ამას გარდა, შეგვიძლია გადავცვალოთ რაიმე ღირებულში, მაგალითად საკვებში. არ უნდა დაგვავიწყდეს ისეთ აუცილებელი ნივთებიც, როგორიცაა ტანსაცმელი, თეთრეული და ფეხსაცმელი. ამის გარეშე რთულ პერიოდებში შეუძლებელია.როგორ ფიქრობთ, მნიშვნელოვანია ასეთი პროდუქტების მომარაგება? თქვენც გაქვთ ისინი მომარაგებული?