დამწყებმა მებაღეებმაც კი იციან, რომ ყაბაყის მოყვანა რთული საქმე არ არის. მისი თესლი ნებისმიერ, ასე თუ ისე, ნაყოფიერ ნიადაგში აღმოცენდება. ამავდროულად, მცენარე ერთი ორ ნაყოფს მაინც მოისხამს. მაგრამ, რატომ არ უნდა მივიღოთ უხვი მოსავალი? პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გთავაზობთ ყაბაყის სასუქს, რომელიც უხვი მოსავლით აგავსებთ!ეს უნდა იყოს მხოლოდ ბუნებრივი საკვები, რომლის წყალობითაც ყაბაყი კარგად იყვავილებს, ბევრ ნაყოფს მოისხამს და არ დაავადდება. ამავე დროს, მოსავალი დიდხანს შეინახება. ეს სასუქი კარგი იქნება აგრეთვე ყაბაყის მონათესავე პატისონის და გორისთვისაც.
რომელი სასუქის მიცემაა უკეთესი ყაბაყისათვის?
მაშ ასე, გავარკვიოთ რა უყვარს ყაბაყს. ჯერ ერთი, მისთვის აუცილებელია ბევრი სინათლე, რადგან ჩრდილში იგი ჭრაქით ავადდება. ამიტომ, ადგილზე ბევრი რამაა დამოკიდებული. მეორეც, ყაბაყს, ისევე, როგორც ყველა გოგრისებრ მცენარეს, ესაჭიროება საკმარისი რაოდენობის წყალი, რათა ნაყოფი კარგად დამწიფდეს და შეივსოს.მაგრამ, ყაბაყის მოყვანისას ყველაზე მნიშვნელოვანია – კვება. უფრო ზუსტად კი – ორგანული კვება! შეგიმჩნევიათ, რა კარგად გრძნობს თავს ყაბაყი და გოგრა კომპოსტის გროვების სიახლოვეს? იქ ბევრი აზოტია, მათ კი ეს უყვართ.ამიტომ, თუ თქვენს ნაკვეთზე შავმიწა ნიადაგი არ არის, მაშინ ყაბაყი უმჯობესია კვებოთ რაიმე ორგანულით და აზოტშემცველით. ეს შეგიძლიათ გააკეთოთ, მეორე ნამდვილი ფოთლის გამოღების შემდეგ და შემდეგ უკვე 10 – 12 დღეში ერთხელ, ყვავილობის დაწყებამდე.
სასუქი ყაბაყისათვის ქათმის ნაკელისაგან – სასუქის მოსამზადებლად საჭიროა გრანულირებული ქათმის ნაკელი: 1 ლიტრიანი ქილა – 10 ლიტრ წყალზე. შეურიეთ და გააჩერეთ 2 საათის განმავლობაში. ამ დროს გასვლის შემდეგ, მიიღებთ 1 სათლ კონცენტრატს.შემდეგ, 1 ლიტრი კონცენტრატი უნდა გახსნათ 10 ლიტრ სუფთა წყალში. მომზადებული სითხე უნდა დაასხათ თითოეული ბუჩქის ძირს.
სასუქი ყაბაყისათვის რკინის სულფატისა და ლიმონმჟავასაგან – ამავდროულად, ყაბაყი იმ კულტურებს მიეკუთვნება, რომლებიც ნიტრატებს იგროვებენ. ასეთი ნაყოფი მავნეა და თანაც, ცუდად ინახება. აზოტიანი სასუქის გამოყენებისას, ყაბაყი ნიტრატებით რომ არ შეივსოს, მცენარეს კვირაში ერთხელ რკინის ხელატის ხსნარი უნდა შეასხუროთ.შეგიძლიათ შეიძინოთ მზა რკინის ხელატი ან თავად მოამზადოთ. ამისთვის, 1 სათლ წყალში გახსენით 1 ჩაის კოვზი რკინის სულფატი და 1 სუფრის კოვზი ლიმონმჟავა. ამ ხსნარით ფოთლოვანი დამუშავება მცენარეში ახდენს აზოტის ცვლის ნორმალიზებას და ხელს უშლის მასში აზოტის ნაერთების – ნიტრატების დაგროვებას.
ახლა თქვენ უკვე იცით, როგორ უნდა მოიქცეთ, რომ ყაბაყი კარგად გაიზარდოს, ნაყოფიერი იყოს და ამავდროულად არ იყოს ნიტრატებით გაჯერებული. უხვ მოსავალსა და ჯანმრთელობას გისურვებთ!