სამებობის შაბათი 2022 წელს 11 ივნისს ემთხვევა. სამებობა ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მართლმადიდებლურ დღესასწაულად ითვლება.სამებობოს შაბათი განსაკუთრებული დღეა და ის უნდა გავატაროთ სწორად, ანუ მართლმადიდებლური ტრადიციების შესაბამისად. პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში მოგითხრობთ, თუ რის გაკეთებაა საჭირო 11 ივნისს.
სამებობის შაბათი 2022 წელს
სამებობა აღდგომიდან 50-ე დღეს აღინიშნება. უძველესი რწმენით, სწორედ ამ დღეს გადმოვიდა მოციქულებზე სულიწმინდა. ეს მოვლენა მთელი კაცობრიობის ხსნის სიმბოლოდ იქცა.არსებობს განსაკუთრებული დღეები, როდესაც ყველა მართლმადიდებელი მორწმუნე იხსენიებს მის გარდაცვლილ ახლობლებს. პირველ რიგში, საუბარია გარდაცვლილ მშობლებზე. ამიტომ, საეკლესიო კალენდარში ასეთ დღეებს, ჩვეულებრივ, მშობელთა შაბათს უწოდებენ.2022 წლის 11 ივნისს ადამიანებს კვლავ შეეძლებათ პატივი მიაგონ მიცვალებულთა ხსოვნას და იგრძნონ მარადიული უხილავი კავშირი მათთან, ვინც უკვე ჩვენთან აღარ არის. სამებობის შაბათი ახლოვდება! ამ დღეს მრავალწლოვანი ისტორია აქვს და ის დაკავშირებულია არა მხოლოდ ქრისტიანულ ტრადიციებთან, არამედ წარმართობასთანაც.
რის გაკეთებაა მიღებული სამებობის შაბათს – სამებობის შაბათს მიღებულია ტაძარში მისვლა მიცვალებულთა მოსახსენიებელ მსახურებებზე. წინა დღეს, პარასკევს ეკლესიებში დიდი პანაშვიდი ტარდება. შემდეგ დღეს კი, ტარდება მიცვალებულთა ლიტურგია, შემდეგ კი საერთო პანაშვიდი. მრევლს შეუძლია მოსახსენიებელი ბარათების გადაცემა.ეკლესიებში მღვდლები ქადაგებას წარმოთქვამენ. ამ დღეს შეგიძლიათ ილოცოთ ტაძრებშიც და სასაფლაოებზეც. ამას გარდა, ყოველთვის და ყველას არა აქვს საშუალება, რომ მშობელთა შაბათს ეკლესიაში მივიდეს და ამიტომ, დაშვებულია ლოცვა სახლში, ოჯახთან ერთად.არსებობს სხვა კარგი ტრადიციაც. სამებობის შაბათს გაჭირვებულებს უნდა დავეხმაროთ. მნიშვნელოვანია მოწყალების გაცემა, თუ გაქვთ ამის საშუალება.
და კიდევ მნიშვნელოვანია, არა უბრალოდ საფლავზე მისვლა, არამედ განსაკუთრებული ყურადღების დათმობა იმ ადგილისათვის, სადაც თქვენი ახლობლები განისვენებენ. გამოყავით რამდენიმე საათი, რათა როგორც წესია დაალაგოთ და, სურვილისებრ, დარგოთ ყვავილები. ასევე, მიღებულია სამარხვო კერძების მოტანაც.საინტერესოა, რომ ოფიციალურად ეკლესია გმობს ასეთ ქმედებებს და მათ წარმართობის გამოძახილს უწოდებს, თუმცა ეს მორწმუნეებს არ აჩერებს: წინაპართა ტრადიციების ღალატი არ შეიძლება.
უძველესი ტრადიციები – ოდესღაც სამებობის შაბათისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდნენ. მაგალითად, სპეციალურ ბლინებს აცხობდნენ, კოლიოს ხარშავდნენ და ასევე კვერცხებს ღებავდნენ მწვანე ფრად. დიასახლისები სუფრას შლიდნენ, ითვლებოდა, რომ კერძები იყო ძღვენი მიცვალებულთათვის.ახლაგაზრდები მთელ დღეს მხიარულად ატარებდნენ, საღამოს კი ცეცხლს ანთებდნენ და წყალსაცავებთან იკრიბებოდნენ. სახლებს არყის ხის ტოტებით რთავდნენ. ადამიანებს სჯეროდათ, რომ ასე სახლს ბოროტი სულებისაგან ასუფთავებდნენ.სამებობის შაბათის წინა დღეს დიასახლისები სახლებს საგულდაგულოდ ალაგებდნენ, რადგან შემდეგი სამი დღის განმავლობაში იატაკის დაგვა აკრძალული იყო. შემდეგ, სახლის ყველა კუთხე საგულდაგულოდ უნდა გამოგვილიყო.
სამებობის შაბათი 2022 წელს: აკრძალვები – სამებობის შაბათთან რამდენიმე აკრძალვაა დაკავშირებული. მაგალითად, ამ დღეს არ შეიძლება ბოსტანში მუშაობა, კერვა, ქსოვა და მშენებლობაზე მუშაობა. ამას გარდა, ადამიანებმა ერთმანეთთან არ უნდა იჩხუბონ, იჭორაონ და უხამსი სიტყვები არ უნდა გამოიყენონ.გადაცვლილი ახლობლების მოხსენიების დღეს მორწმუნეებს უფლება არა აქვთ გამოიყენონ უხეში და უსიამოვნო სიტყვები. ასევე, აკრძალულია ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო. სამებობის შაბათი – საოჯახო დღეა. ამიტომ, ის ყველაზე ახლობელი ადამიანების წრეში უნდა გაატაროთ და ამ დროს თავში ცუდი აზრებიც აღარ დაგებადებათ!გონივრულად გაატარეთ ეს ნათელი დღესასწაული. ასევე, წაიკითხეთ შვილის ლოცვა გარდაცვლილი მშობლისათვის.
შვილის ლოცვა გარდაცვლილი მშობლისათვის – უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩუენო, მფარველო ობოლთაო, შესავედრებელო მწუხარეთაო, ნუგეშინისმცემელო მოტირალთაო, მოვივლტი შენდამი ობოლი ესე და სულთქუმითა და ცრემლითა გევედრები: შეისმინე ვედრებაჲ ჩემი და ნუ მიიქცევ პირსა შენსა სულთქუმათაგან გულისა ჩემისა, და ცრემლთაგან თუალთა ჩემთასა. გევედრები, მოწყალეო უფალო, დააცხრე მწუხარებაჲ ჩემი მშობლისა ჩემისა (სახელი) განშორებისა გამო, დააწესე სული მისი სასუფეველსა შენსა, რამეთუ მიიცვალა შენდამი ჭეშმარიტითა რწმენითა, კაცთ-მოყვარებისა და მოწყალებისა შენისა მსასოებელი. მოვიდრეკ მუჴლთა ჩემთა წინაშე წმიდისა მის ნებისა შენისა, რომლითაცა განშორებულ ვიქმენ მისგან და გევედრები, არ მოაკლდეს სულსა მისსა წყალობაჲ და კეთილმოწლეობაჲ შენი.
ვიცი, უფალო, რამეთუ შენ ხარ მსაჯული ქუეყანისაჲ. ამისთჳსცა სალმობიერითა და შემუსრვილითა გულითა ჩემითა ვჴმობ შენდამი, მსაჯულო მოწყალეო, ნუ დასჯი სასჯელსა შინა სამარადისოჲსა გარდაცვალებულსა ამას მონასა (მხევალსა) შენსა (სახელი), მშობელსა ჩემსა, რომელი არა დავივიწყო, არამედ გევედრები, შეუნდვენ მას შეცოდებანი მისნი ნებსითნი და უნებლიეთნი, სიტყჳთნი და საქმითნი, მეცნიერებით და უმეცრებით, ქმნილნი საწუთოჲსა ამას შინა, და წყალობით და კაცთმოყუარებითა შენითა, ლოცვითა ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისაჲთა და ყოველთა წმიდათა შენთაჲთა, შეიწყალე და იჴსენ იგი სამარადისოჲსა სატანჯველისაგან.
ჵ მოწყალეო მამაო მამათა და შვილთაო, მომმადლე მე ძალი, რაჲთა აღსასრულადმდე ცხორებისა ჩემისა და ვიდრე უკუანაჲსკნელად აღმოფშჳნვადმდე, დაუცხრომელითა ლოცვითა ჩემითა მოვიჴსენო გარდაცვალებული მშობელი ჩემი (სახელი) და გევედრები შენ, მსაჯულსა სიმართლისასა: დაამკჳდრე იგი ადგილსა ნათლისასა, ადგილსა მწვანვილოვანსა და ადგილსა განსასუენებელსა, სადა-იგი წარხდომილ არს სალმობაჲ, ჭირი და სულთქუმაჲ.
ღმერთო, მოწყალეო, მიითუალე მჴურვალე ესე ლოცვაჲ ჩემი მიცვალებულისა მონისა (მხევლისა) შენისათჳს (სახელი), მიაგე მას მისაგებელი შენი კეთილი მისისა მის ჩემდა მომართ ქმნილისა ღუაწლისა და მზრდელობისათჳს, რომელსა იქმოდა იგი სარწმუნოებითა და ქრისტეანობითი ღმრთისმოსაობითა, რამეთუ მასწავა მე უწინარეს ყოვლისა ცნობაჲ შენი – უფლისა ჩემისაჲ, ეგრეთვე კეთილ-კრძალულებითი ლოცვაჲ და სასოებაჲ შენდა მომართ ჟამსა განსაცდელისასა, ჭირისასა და სალმობისასა, და დაცვაჲ მცნებათა შენთაჲ, იყო რაჲ იგი კეთილმზრუნველ სულიერსა წარმართებასა ჩემსა და მჴურვალედ მვედრებელ წინაშე შენსა, და გამომთხოველ ჩემთჳს ნიჭთა შენთასა; მიაგე მას წყალობითა შენითა ყოველი კეთილი და სახარულევანი სამარადისოჲსა სასუფეველსა შინა შენსა. რამეთუ შენ ხარ ღმერთი წყალობისაჲ და მოწყალებისაჲ, და კაცთმოყუარებისაჲ, შენ ხარ სიმშჳდე და სიხარული მონათა შენთა ზედა და შენდა დიდებასა აღვავლენთ მამისა და სულისა წმიდისა თანა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
უფალმა დაგიცვათ თქვენც და თქვენი ახლობლებიც!