ცხოვრების ფილოსოფია ტკბილეულის გამყიდველის მაგალითზე, რომელსაც ყოველთვის მაღალი გაყიდვები აქვს

139

ადამიანის ცხოვრების პრინციპები განსაზღვრავს მის მთელ ცხოვრებას. გარკვეული წესების დაცვით, ნებისმიერ სიტუაციაში არჩევანის გაკეთება ყოველთვის უფრო ადვილია. თუმცა, თუ წესები თავიდან შეცდომით იქნა არჩეული, მომავალში ეს ცუდად მოგვიბრუნდება და არა ერთხელ.დღეს პაპარაცის ამ სტატიაში გაგიზიარებთ პატარა ამბავს, საიდანაც ყველას შეუძლია გამოიტანოს საკუთარი დასკვნები. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ეს იგავი ვიღაცამ უბრალოდ გამოიგონა, რეალურად მაინც არის რაღაც ღირებული და სასწავლებელი.

ადამიანის ცხოვრებისეული პრინციპები

ერთსა და იმავე ქუჩაზე, ერთმანეთთან ახლოს, ორი საკონდიტრო მაღაზია იყო განთავსებული. ეს იყო ძალიან მსგავსი შენობები და თითოეულში თავად მფლობელები ვაჭრობდნენ. საინტერესო ის იყო, რომ ბავშვები ძირითადად დადიოდნენ ერთ მაღაზიაში. მეზობელი მაღაზია არ მოსწონდათ.რატომ ხდებოდა ასე? საქმე არ ეხებოდა ასორტიმენტს, რადგან თითქმის ერთი და იგივე იყო, ორივე გამყიდველი სასიამოვნო და კეთილგანწყობილი გახლდათ, ყოველთვის უღიმოდნენ ახალ ვიზიტორებს.პრობლემა ის იყო, რომ როდესაც ბავშვი “ცუდ” მაღაზიაში შედიოდა და სთხოვდა აეწონა მაგალითად 300 გრამი ტკბილეული, ის ხედავდა, რომ  გამყიდველი სასწორზე დებდა მეტ ტკბილეულს, შემდეგ კი აკლებდა მანამდე, სანამ სასწორი არ აჩვენებდა “300”.

ბავშვი მთელი ამ ხნის განმავლობაში უყურებდა სასწორს და ხედავდა, როგორ იკლებდა მისი საყვარელი ტკბილეულის გროვა. ამ დროს გამყიდველი პატიოსნად წონიდა ტკბილეულს, მაგრამ ეს ბავშვის აღქმაზე ცუდად მოქმედებდა.მეორე მაღაზიაში გამყიდველს ჰქონდა ჩვევა, ჯერ პატარა მუჭა ტკბილეული დაედო სასწორზე, შემდეგ კი შეევსო. ბავშვი ითხოვდა 300 გრამს, გამყიდველი 100 გრამს დებდა სასწორზე და თანდათან უმატებდა.ბავშვებს უყვარდათ როცა „უმატებდნენ“, და არ უყვარდათ როცა „აკლებდნენ“. მიუხედავად იმისა, რომ პირველ და მეორე მაღაზიებში ზუსტად 300 გრამი ტკბილეულს ღებულობდნენ. ამიტომ სურდათ უფრო მეტად წასულიყვნენ იქ, სადაც არ აკლებდნენ, არამედ უმატებდნენ.

მორალი – ამ იგავის მორალი არის ის, რომ თქვენ ყოველთვის უნდა ეძებოთ გზები არა „წართმევისთვის“, არამედ „მიცემისთვის“. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ეს კარგად მუშაობს და ეხმარება ადამიანს არ გაუცრუოს იმედი მაშინაც კი, როცა ის ვერ ხვდება მისი იმედგაცრუების მიზეზს.უნდა ვაღიაროთ, რომ როდესაც გამყიდველი დებს საჭიროზე ცოტა მეტს სასწორზე, ზოგჯერ მყიდველი ყიდულობს იმდენს, რამდენიც მას შესთავაზეს. ქვეცნობიერად, მას არ სურს რომ მოაკლონ.ეს შეიძლება უფრო მომგებიანიც იყოს გამყიდველისთვის. მაგრამ მუშაობს მხოლოდ იმ მყიდველებთან, რომლებთაც ყოველთვის შეუძლიათ ზედმეტის გადახდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასწორიდან მოგიწევთ საქონლის ნაწილის აღება და ზემოთ უკვე ვთქვით, თუ რატომ არის ეს ცუდი.
თქვენ რა განცდა გაქვთ ასეთ დროს? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს