ქორწინებაში მყოფ ზოგიერთ ადამიანს ჰგონია, რომ მეუღლესთან პრობლემები უმიზეზოდ წარმოიშობა. სინამდვილეში კი, ხშირად, ჩვენ თავად ვართ ვიქცევით ხოლმე კონფლიქტის მიზეზად. პარტნიორის გამაღიზიანებელი საქციელი ხშირად იმალება ხუმრობაში, უთქმელობაში და გამოგონილ პრობლემებში. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში მოგითხრობთ, თუ რომელ ქცევებს მივყავართ განქორწინებამდე. თუ ამ შეცდომების შესახებ გეცოდინებათ, შეძლებთ თქვენი ქორწინების შენარჩუნებას.
გამაღიზიანებელი ქცევა – საყვარელი ადამიანის ყოველდღე ნახვა – ეს ისეთი ბედნიერებაა, რომელიც ქორწილის შემდეგ მთავრდება. ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ თქვენ ხელჩაკიდებულები სეირნობდით სანაპიროზე, ახლა კი ერთ ოთახიან ბინაში ცხოვრობთ და ერთად ერთი წუთიც ვერ გაგიტარებიათ. ეს ძალიან მალე ხდება მოსაბეზრებელი. ყველაფერი ძალიან მარტივია – არ არსებობს წყვილები, რომლებიც იდეალურად უხდებიან ერთმანეთს. ეს ნიშნავს, რომ თითოეულ ადამიანს, მიუხედავად იმისა, ქორწინებაშია თუ არა, საკუთარი მსოფლმხედველობა, სამსახური და ჰობი გააჩნია, რომელიც აუცილებლად განსხვავებული იქნება პარტნიორის ცხოვრებისაგან.
მეორე მხრივ, გვინდა, რომ ჩვენი საყვარელი ადამიანი რაც შეიძლება მეტად იყოს ჩართული ჩვენს ცხოვრებაში, აინტერესებდეს იგივე, რაც ჩვენ, ჩვენთან ერთად ატარებდეს თავისუფალ დროს. ერთად ცხოვრებისას პარტნიორის ნამდვილი სახე ვლინდება: ის, ან გვღებულობს ისეთს, როგორებიც ვართ, ან ჩვენგან იკეტება და ყველაფერში ჩვენ გვადანაშაულებს.
აგრესია – ყველა ადამიანს აქვს კარგი და ცუდი დღეები. ზოგჯერ კონფლიქტები ხდება ცუდ განწყობაზე ყოფნის გამო და მეუღლეები აგრესიას ერთი მეორის მიმართ ავლენენ. უარესია, როდესაც აგრესია პასიურია. როდესაც ადამიანი საკუთარ გრძნობებს მალავს, ღიად არ ერთვება კონფლიქტში და ფარულად მიანიშნებს იმაზე, რომ პარტნიორი ტყუის. დუმილის თამაში, შეურაცხყოფა, სიჯიუტე იწვევს იმას, რომ მეუღლეები ნეგატიურ ემოციებს იგროვებენ ერთმანეთის მიმართ. მხოლოდ მაშინ, როდესაც ცოლი და ქმარი ღიად ეუბნებიან ერთმანეთს, თუ რა აწყობთ, შეიძლება გამონახოს პრობლემის მოგვარების გზები.
არასასაცილო ხუმრობები – ხუმრობაზე ორივეს უნდა გაეცინოს, სხვაგვარად ეს ხუმრობა არ არის, არამედ შეურაცხყოფაა. უწყინარი ხუმრობა განწყობის გაუმჯობესებასა და დაძაბულობის მოხსნაში გვეხმარება. მაგრამ, თუ საქმე ეხება გარეგნობას, გამოცდილებას ან პარტნიორის ქცევის თავისებურებებს, უმჯობესია ამაზე არ იხუმროთ. ეს ეხება პარტნიორის გაკრიტიკებასაც.
ურთიერთობის გაუფასურება – თუ სიყვარული 3 წელს ცოცხლობს, მაშინ ქორწინებაში მყოფი ადამიანები როგორ ახერხებენ ათწლეულების განმავლობაში ერთ პარტნიორთან ცხოვრებას? საქმე ისაა, რომ ქორწინებაში რომანტიკა ქრება. მას ცვლის სახლის საქმე, შვილების აღზრდა, დაღლილობა. ასე, ადამიანები იწყებენ ერთმანეთის ღალატს და ფიქრობენ, რომ უკვე განქორწინების დროა. სინამდვილეში კი რომანტიკა, რომელიც ასე არ ჰყოფნით ქორწინებაში მყოფ ქალებს, თავად მათზეა დამოკიდებული. იმისთვის, რომ ქმარმა კომპლიმენტები გითხრათ და ყვავილები გაჩუქოთ, უნდა გაიხსენოთ, თუ როგორი იყო თქვენი ურთიერთობა ქორწინებამდე. რას აკეთებდა თითოეული თქვენგანი იმისთვის, რომ გაეოცებინა ან გაეხარებინა საყვარელი ადამიანი?
ერთად სეირნობა, კინოში ან რესტორანში წასვლა – ოჯახური ცხოვრების ნაწილი უნდა იყოს, იშვიათად მაინც. ზოგჯერ, იმის ფიქრი, რომ ცოლი ან ქმარი არსად არ წავა, მეუღლეების ყველაზე მცდარი წარმოდგენაა. აზრი არა აქვს იმ მამაკაცთან ცხოვრებას, რომელიც პარტნიორს სერიოზულად არ აღიქვამს. როდესაც ადამიანი წყვეტს ურთიერთობების დაფასებას, ურთიერთობა მთავრდება.
გაჯეტები – ციფრული ტექნოლოგიები სწრაფად ვითარდება: მალე ადამიანები ერთმანეთს ჰოლოგრამებით დაუკავშირდებიან და არა სკაიპის საშუალებით. ინტერნეტი გვიპყრობს ინფორმაციის გაუთავებელი ნაკადით და ზოგჯერ მეუღლეს სურს დაისვენოს ვიდეო თამაშებით. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ვერაფერი შეცვლის ცოცხალ კომუნიკაციას, მაშინაც კი, თუ ორივე გიჟდებით ვიდეო თამაშებზე. იმისათვის, რომ გაჯეტებმა უარყოფითი გავლენა არ მოახდინოს თქვენს ურთიერთობებზე, უნდა შეთანხმდეთ იმაზე, თუ რა დროს გაატარებთ თქვენ და თქვენი პარტნიორი ერთად სმარტფონის გარეშე: ლანჩი, ვახშამი, გასეირნება, ფილმის ყურება და ასე შემდეგ.
დამატებითი სამუშაო – სახლში მუშაობა, ვიდეო თამაშებზე არანაკლებ გამაღიზიანებელია. დამატებითი სამუშაო მოქმედებს არა მარტო ურთიერთობებზე, არამედ ფსიქიკაზეც. ადამიანი გაღიზიანებულია, მას შეიძლება აწუხებდეს უძილობა და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ეს არავის არ სიამოვნებს. ეს ეხება სამსახურში მუდმივ შეყოვნებებსაც. სახლში, სამსახურისაგან უნდა გადაერთოთ, რათა დაისვენოთ და დრო ახლობელ ადამიანებთან ერთად გაატაროთ.
რედაქციისაგან: გამაღიზიანებელი საქციელი, წვრილმანები, რომლებიც განქორწინების მიზეზად იქცევა ხოლმე, შეიძლება ოჯახში ბედნიერების მიზეზადაც კი იქცეს. ფილმის “სიყვარული საკუთარი ნებით” გმირებმა საკუთარ მაგალითზე გვიჩვენეს, რომ ურთიერთობები და სიყვარული მთლიანად ჩვენზეა დამოკიდებული. არ შეიძლება პარტნიორს მოვთხოვოთ სიყვარული და მზრუნველობა, რომლის მიცემაც ჩვენ თავად არ შეგვიძლია.