ჩვენ მუდმივად ვაწყდებით სხვადასხვა კანონზომიერებებს. მაგალითად, კვირაში 7 დღეა. ეს კი ნიშნავს, რომ 7 დღის შემდეგ, ისევ იგივე დღე იქნება, რაც დღესაა. ეს არის ციკლური შაბლონის მაგალითი, რომელიც მოვლენების განვითარების პროგნოზირებაში გვეხმარება. შაბლონების ძიება მნიშვნელოვანი მათემატიკური ინსტრუმენტია. ამიტომ, დღეს ვსწავლობთ კანონზომიერებების ძებნას და ერთად ვხსნით ამოცანებს. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში, რამდენიმე ასეთი ამოცანაა წარმოდგენილი.
ამოვხსნათ ამოცანები ერთად – შეხედეთ ქვემოთ მოცემულ სურათს. მასზე საკმაოდ მარტივია გამეორებადი ფერების გამორჩევა. ზოლები მკაცრი თანამიმდევრობითაა განლაგებული: წითელს ყოველთვის ყვითელი მოსდევს, შემდეგ მწვანე და ასე შემდეგ.
ახლა, ჩვენ არ გაგვიჭირდება საჭიროების შემთხვევაში ამ შაბლონის გაგრძელება. მაგრამ, ეს ყველაზე მარტივი მაგალითია, რომელშიც მხოლოდ ფერი იცვლება ციკლურად. მაგრამ, თუ ამის გარდა, ელემენტების ზომა და ფორმაც შეიცვლება?
ერთი შეხედვით, ეს არის სხვადასხვაფერის ფიგურების შემთხვევითი თანამიმდევრობა. თუმცა, ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. დიახ, შაბლონის ამოცნობა და თანამიმდევრობის გაგრძელება აქ, ნამდვილად, უფრო რთულია. თუმცა, თუ გეცოდინებათ, თუ რა და როგორ უნდა მოძებნოთ, მაშინ ალბათ გაუმკლავდებით ამ ამოცანას.შაბლონების შემცველი ამოცანების ამოხსნისას შემდეგ ალგორითმს ვიყენებთ.
- 1. განსაზღვრეთ ნიშან-თვისებების რაოდენობა თანამიმდევრობით.
- 2. იპოვეთ კანონზომიერება თითოეული ნიშან-თვისებისათვის.
- 3. შეადარეთ ერთმანეთს შაბლონები, რათა განსაზღვროთ საძებნი ელემენტის ყველა ნიშან-თვისება.
ასე რომ, შემოთავაზებულ თანამიმდევრობაში სამი ნიშან-თვისებაა: ფორმა, ზომა, ფერი. დავიწყოთ ფორმის შაბლონის განსაზღვრით. ამისთვის, დაყავით ფიგურები ოთხ ჯგუფად. ირკვევა, რომ წრეს ყოველთვის მოსდევს კვადრატი, შემდეგ სამკუთხედი და ხუთკუთხედი. აქედან გამომდინარე, სასურველი ფიგურა არის წრე.
ფერის შაბლონი გამოჩნდება, თუ მოცემულ თანამიმდევრობას 5 ელემენტად დაყოფთ. ამის თანახმად, ეს უნდა იყოს პატარა ლურჯი წრე. ზომის შაბლონი გამოვლინდება, თუ ფორმებს დავყოფთ სამ ჯგუფად და თითოეულში 3 ფიგურა იქნება. და ეს ასე გამოიყურება: დიდი ფიგურა და ორი პატარა ფიგურა. აქედან, გამოგვაქვს დასკვნა, რომ წრე უნდა იყოს პატარა.
1. ამოცანა №1
ამ ოთხი ფიგურიდან, რომელი უნდა იყოს შემდეგი?
2. ამოცანა №2
შეცადეთ გამოიცნოთ, რომელი ფიგურა უნდა იყოს ბოლო უჯრედში?
3. ამოცანა №3
რომელმა ფიგურამ უნდა დაიკავოთ კითხვის ნიშნის ადგილი?
4. ამოცანა №4
ამ კითხვას თამაშ “რა? სად? როდის?” მაგისტრმა ალექსანდრ დრუზმაც კი ვერ უპასუხა. რა ნომერი უნდა ჰქონდეს ავტოსადგომს, რომელზედაც ავტომობილია?
პასუხები
- ამ თანმიმდევრობაში ორი ნიშან-თვისებაა: ფორმა და ფერი. მაგრამ, ჩვენ არ გვაქვს საკმარისი მონაცემები ფერის შაბლონის მოსაძებნად. ამიტომ, ჩვენ ვიყენებთ ფორმის შაბლონს. ცხადია, წრეებში ჭრილი საათის ისრის მიმართულებით მოძრაობს. ასე რომ, სწორია ვარიანტი №3.
- ჩვენ გვაქვს ორი ნიშან-თვისება: ფიგურის ტიპი და ღიმილის ფორმა. ფორმები მეორდება დიაგონალზე მარცხნიდან მარჯვნივ და ქვევით. ღიმილი ასევე მეორდება გარკვეული თანმიმდევრობით დიაგონალზე, მაგრამ მარცხნიდან მარჯვნივ და ზევით. ამრიგად, საძებარი ფიგურა არის კვადრატი სწორი ხაზით.
- თითოეული მწკრივი და თითოეული სვეტი შეიცავს ერთ წრეს ჰორიზონტალური ჭრილით და ორ წრეს ვერტიკალური ჭრილით. ნახევარ წრეები ჰორიზონტალური ჭრილებით ყოველთვის ერთი და იგივე ფერისაა. აქედან, გამოტოვებული წრე უნდა იყოს ერთფეროვანი და ჰქონდეს ჰორიზონტალური ჭრილი. ამ მოთხოვნებს, მხოლოდ №4 ვარიანტი შეესაბამება.
- ითხვა, სინამდვილეში, საკმაოდ ბავშვურია, მაგრამ უჩვეულო გადაწყვეტას მოითხოვს. ნიმუშის სანახავად, თქვენ უნდა შეხედოთ სურათს მეორე მხრიდან. მაშინვე გასაგები ხდება, რომ მანქანა დგას საპარკინგე ადგილზე, რომლის ნომერია 87.
როგორც ხედავთ, ჩვენი სახალისო ამოცანები, დროს სასარგებლოდ გატარებაში გვეხმარება. საზრიანობა კი გვეხმარება უჩვეულო, საინტერესო და მარტივი გადაწყვეტილებების მოძებნაში, რაც საშუალებას გვაძლევს უმოკლესი გზით მივაღწიოთ შედეგებს არა მხოლოდ თამაშში, არამედ რეალურ ცხოვრებაშიც.