ბალიზე ყველაზე უჩვეულო ყავა გავსინჯე, იქ დაბრუნებაზე ვოცნებობ

200

ჩემთვის დილით ფინჯანი ყავა – სუფთა ჰაერის ჩასუნთქვას ჰგავს. ყველაფერი მომწონს ამ სასმელში: არომატი, ფერი, გემო! ბალიზე ყველაზე უჩვეულო ყავა გავსინჯე, იქ დაბრუნებაზე ვოცნებობ, მაგრამ ახლა ჩემს სამზარეულოში ვატარებ ექსპერიმენტებს – სხვადასხვა გემოებს ვაგემოვნებ. აუცილებელია ცხოვრებაში მრავალფეროვნებისა და მხიარული მომენტების შემოტანა, თუმცა სულ მცირეს, მაგრამ ყოველდღე.დღეს, პაპარაცის რედაქცია გთავაზობთ გაიგოთ, თუ როგორ გამოიყურება ჭიქა ყავა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში.

ვიეტნამური ყავა კვერცხით

ვიეტნამელები ნამდვილად ამაყობენ ყავის მომზადების ტრადიციული ვიეტნამური მეთოდით – ყავა კვერცხით. ყავის მომზადების ეს მეთოდი დაიბადა ქალაქ ჰანოიში 1946 წელს. ის შექმნა ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო Sofitel Legend Metropol-ის რესტორნის შეფ-მზარეულმა ნგუენ ვან ჯანგმა.მაესტრო შთაგონებული იყო იდეით, რომ კაპუჩინოს ვიეტნამური ვერსია შეექმნა. მან ათქვეფილი საღი რძე, რომელიც შენახვის განსაკუთრებულ პირობებს მოითხოვდა და რთულად ხელმისაწვდომი იყო ვიეტნამელებისთვის, ათქვეფილი კვერცხის გულითა და შესქელებული რძით ჩაანაცვლა. მისი შემოქმედება უჩვეულო იყო და თითქმის მაშინვე გახდა ძალიან პოპულარული.

ესპრესო რომაულად (იტალია)0 – იტალიაში კი ურჩევნიათ დილით დალიონ ესპრესო ლიმონის ნაჭრით. ამასთან, ყავის დაგემოვნებამდე, ლიმონი კოვზით უნდა მიეჭყლიტოს ჭიქის კედლებზე ან ძირზე.

ბერძნული ფრაპე – ცივი ყავა ან, როგორც მე ვუწოდებ, ბერძნული ფრაპე არის ის, რაც გჭირდებათ ცხელი ზაფხულისთვის! ბერძნები და განსაკუთრებით კვიპროსელები ყავას სვამენ დილით, შუადღისას და საღამოს! ადგილობრივების აზრით, ყავა უფრო გემრიელად რომ დალიოთ, კომფორტულად უნდა იჯდეთ და მოდუნდეთ… სამ სკამზე.ამ სასმელში უნდა იყოს თავად ყავა, ნაყინი, რძე და ყინულიანი წყალი.

ფრანგული ყავა – ორშაბათის დილა აუცილებლად ფრანგული ყავით უნდა დაიწყოთ. შესაძლოა, მთელი კვირაც ოდნავ ფრანგულად გადაიქცეს. ფრანგული ყავა – ეს არ არის მხოლოდ სასმელის რეცეპტი, არამედ ეს ცხოვრების სტილია, ატმოსფეროა.ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ ამ ყავაში წყალი პრაქტიკულად არ გამოიყენება (მხოლოდ ესპრესოს მოსადუღებლად). ჯერ, რძე მიგყავთ ადუღებამდე, შემდეგ ნაღებს უმატებთ და ამასთანავე, ამ ყველაფერს თქვეფთ სპეციალური სათქვეფით. მზა რძე-ნაღების ნარევში უმატებთ ესპრესოს, რომელიც მანამდე ჯაზვეში იყო მომზადებული.თავისებურება არის ის, რომ ასეთ ჰაეროვან სასმელს პატარა ჭიქებით მიირთმევენ. ფრანგული ყავა, თავისი სიტკბოს გამო, რეალურად შეიძლება იყოს დესერტის შემცვლელი და კარგად უხდება კრუასანსა და სხვა ფენოვანი ცომისგან დამზადებულ ნამცხვრებს.

ესპანური ბომბონი – გაიცანით- ეს არის ყავა ბონბონი, დახვეწილი ყავა ესპანურად. რა თქმა უნდა, სწორია გამოთქმა “ბომბონი” (Cafe Bombon), მაგრამ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მას მალევე შეუცვალეს სახელი და ბონბონი დაარქვეს.ამ სასმელისთვის სტანდარტი არ არსებობს. მისი მირთმევა შესაძლებელია როგორც შავ ყავასთან, ასევე რძის ან ნაღების ქაფთან ერთად. ის ყველა სხვა ყავის სასმელისგან იმით განსხვავდება, რომ აუცილებლად შეიცავს დიდი რაოდენობით შესქელებულ რძეს.

ჰონგ კონგური ყავა ჩაით – ჰონგ კონგში გადაწყვიტეს, რომ ორი საყვარელი სასმელი ერთში გაეერთიანებინათ: ჩაი და ყავა. გამოვიდა გემოს უჩვეულო კომბინაცია, რომელიც ნამდვილად გამამხნევებელია! ამ ყავის მოსამზადებლად დაგჭირდებათ 4 ცალი შავი ჩაის პაკეტი, წიწაკა, შესქელებული რძე და, რა თქმა უნდა, თავად ყავა.

ყავა ნივრითა და თაფლით – მაგალითად, სტამბულში ტრადიციული თურქული ყავის გარდა, შეგიძლიათ მიირთვათ ყავა ნივრითა და თაფლით, რაც ჩვენთვის უჩვეულოა. ეს არის მართლაც ძლიერი სასმელი ნივრის გამოხატული არომატით, მაგრამ რბილი გემოთი – თაფლის წყალობით.საინტერესოა, რომ ნიორი შესანიშნავად აბალანსებს ყავისა და თაფლის გემოს და ყველა კომპონენტს ერთ ჰარმონიულ თაიგულში აერთიანებს. სასმელი პოპულარულია თურქეთში და მას “მოხუცი მავრის საიდუმლოს” უწოდებენ. ითვლება, რომ ეს უჩვეულო რეცეპტი მავრებმა გამოიგონეს.ეს სასმელი შეგიძლიათ მიირთვათ შავ შოკოლადთან ან მაგარ ყველთან ერთად. ეს ყავა აუცილებლად მოეწონებათ ცხარე სანელებლების მოყვარულთ!

არგენტინული ლაგრიმა – ეს სასმელი რძიანი მსუბუქი ყავის მოყვარულებს მოეწონებათ. ესპანურიდან თარგმნილი „ლაგრიმა“ ნიშნავს წვეთს, ცრემლს. სასმელმა ეს სახელწოდება მიიღო, რადგან ის შედგება მხოლოდ რამდენიმე წვეთი ძლიერი ყავისგან, რომელიც რძის ქაფს ემატება.დილით ფინჯანი ყავა ცხელ ზაფხულშიც კი აქტუალურია. უბრალოდ ყავა შეიძლება იყოს ცივი, ფორთოხლით და ნაღებით, მაგალითად, ბერძნული ფრაპეს მსგავსი. ან, მსუბუქი, რძიანი, არგენტინული ლაგრიმას მსგავსი …

ზემოთ ჩამოთვლილი ყავებიდან რომელი გაგისინჯავთ? გაგვიზიარეთ კომენტარებში!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს