მორჩა, საკმარისია! დედას აღარ დავეხმარები და ფულსაც აღარ მივცემ. მე მას მხოლოდ მოვინახულებ ხოლმე, ჩემმა დამ კი მემკვიდრეობა თავად გამოიმუშაოს

6857

მოგესალმებით! პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – ქალბატონი საკუთარ ისტორიას მოგვითხრობს და მკითხველის აზრი აინტერესებს.მე ლიზი მქვია. უბრალოდ შოკირებული ვარ დედაჩემის საქციელით.მუდმივად დავდივარ დედაჩემთან და ვეხმარები, ვუვლი, ფულს ვაძლევ. ჩემთან ერთად დადის ჩემი ქალიშვილიც, მაგრამ ახლა ამას აღარ გავაკეთებთ და აი რატომ…დედაჩემი 79 წლისაა. მე ორი შვილი მყავს: ჩემი ქალიშვილი 28 წლისაა და ჩემი ვაჟი 25-ის. მყავს უმცროსი და – ნატალია. მას ასევე ჰყავს ქალიშვილი ვიკა. ვიკა 23 წლისაა.

დედაჩემიც და ნატალიაც თვლიან, რომ ვიკას ძალიან არ გაუმართლა.ნატალიამ ქალიშვილი მარტომ გაზარდა. შენთვის უფრო მარტივია! შენ ქმარი ყოველთვის გვერდით გყავდა! ახლა კი ვიკაც მარტო ზრდის ბავშვს! – მუდმივად მეუბნება დედაჩემი.დიახ, მართლაც, მე ჩემს ქმართან ერთად კარგად ვცხოვრობდი. ჩვენ ახლაც კარგად ვართ. ჩემს შვილებსაც გაუმართლათ: ოჯახებში ყველაფერი წესრიგში აქვთ.და აი, სულ ახლახან, მე და დედაჩემმა მაგრად ვიჩხუბეთ მემკვიდრეობის გამო. უფრო სწორედ იმის გამო, თუ როგორ აპირებს დედა საკუთარი ბინის განკარგვას.

ჩემი და, ნატალია, 32 წლის ასაკში დაქვრივდა. მაგრამ, ვერ ვიტყვით, რომ მას არავინ ეხმარებოდა. ეს სიმართლე არ იქნება. დედამ მაშინვე დაიწყო მასზე ზრუნვა: ეხმარებოდა ვიკას გაზრდაში.ვიკას საბავშვო ბაღშიც კი არ უვლია: მას დედა უვლიდა. სკოლაშიც დედაჩემი აქცევდა ყურადღებას. ბინასთან დაკავშირებითაც, ნატალიას არანაირი პრობლემა არ ჰქონია.დედაჩემს ჰყავდა და, რომელსაც შვილები არ ჰყავდა და როცა ის გარდაიცვალა, მან თავისი ბინა დედაჩემს უანდერძა. ეს ბინა დედამ ნატალიას გადაუფორმა.

საწინააღმდეგო არაფერი მქონია. მიუხედავად იმისა, რომ მე და ჩემი მეუღლე თავიდან კომუნალურ ბინაში ვცხოვრობდით. მხოლოდ გარკვეული პერიოდის შემდეგ, დიდი წვალებით შევძელით ერთოთახიანი ბინის ყიდვა, რომელშიც რამდენიმე წლის განმავლობაში, სხვადასხვა სქესიან, ორ შვილთან ერთად ვცხოვრობდით.თუმცა, დედაჩემის გადაწყვეტილება არ გამიპროტესტებია. დედაჩემი კი იმედოვნებდა, რომ დროთა განმავლობაში ნატალიას ცხოვრება დალაგდებოდა და ის თავისთვის ქმარს იპოვიდა.

– შენ ერთოთახიან ბინაში ცხოვრობ, მაგრამ ქმართან, შენი შვილების მამასთან ერთად! ნატალია კი როგორ შესძლებს ერთოთახიან ბინაში ქმრის მოყვანას? ის ვიკასთვის არავინ არ იქნება! – თქვა დედამ.

მაგრამ, ნატალია არ გათხოვილა. ბინამაც ვერ უშველა.რაღაც პერიოდის შემდეგ, ჩვენ ერთოთახიანი ბინა გავყიდეთ და ოროთახიანი ბინა ვიყიდეთ. ჩემი ქალიშვილი იმ დროისთვის უკვე 18 წლის იყო.რამდენიმე წლის შემდეგ იგი გათხოვდა და ქმრის მშობლებთან წავიდა საცხოვრებლად. სამი წლის შემდეგ ბებია გავხდი. ახლა კი ჩემმა სიძემ და ქალიშვილმა იპოთეკით იყიდეს ბინა.ამ დროს შვილი ვიკამაც გააჩინა. მარტომ, ქმრის გარეშე. შეყვარებულმა მაშინვე მიატოვა, როგორც კი გაიგო, რომ ვიკა ორსულად იყო.

  • – ოჰ, ეს რა უბედურებაა! ვიკამ ნატალიას ბედი გაიმეორა! – ეცოდებოდა დედას ვიკა.
  • – ახლა მან შვილი მარტომ უნდა გაზარდოს!
  • – რატომ მარტომ? მას დედა ჰყავს! ისინი კარგ ბინაში ცხოვრობენ! ნატალია მუდმივად ეხმარება ვიკას! სხვა რა არის საჭირო?

ჩემი ბიჭი დაინიშნა და სხვა ქალაქში წავიდა საცხოვრებლად. შვილები ჯერ არ ჰყავს. მან და მისმა მეუღლემაც იყიდეს ბინა იპოთეკით. ამიტომ, მე და ჩემი მეუღლე ვცდილობთ დავეხმაროთ მასაც და ჩვენს ქალიშვილსაც.შემდეგ კი დედაჩემი გახდა ავად. ჩვენ ფულით მასაც ვეხმარებოდით: საყიდლებზეც დავდიოდი და კომუნალურებსაც ვიხდიდი. შემდეგ კი საჭირო გახდა დედაჩემისთვის ექთნის აყვანა. ნატალიამ მაშინვე განაცხადა, რომ მას ფული არ ჰქონდა, რომ ქალიშვილს უნდა დახმარებოდა შვილიშვილის აღზრდაში.

მოკლედ, მე და ჩემი მეუღლე დედაჩემის მეზობელს ვუხდიდით ფულს, რათა ის მას დახმარებოდა. ჩვენ ვყიდულობთ მედიკამენტებსაც, პროდუქტებსაც და კომუნალურ გადასახადებსაც ჩვენ ვიხდით. ახლა, დამატებით ვუხდით მომვლელ ქალსაც.ერთი კვირის წინ დედაჩემმა თქვა, რომ იგი ამ ბინასაც ნატალიას უანდერძებს.

  • – ის ხომ მარტოხელა დედაა. მას პირადი ცხოვრების მოგვარება სჭირდება! შენ კი ქმარი გყავს და შენი შვილებიც კარგად არიან!
  • – ქმარი მყავს! – გაბრაზებულმა ვთქვი მე, ამ ყველაფრის მოსმენის შემდეგ. მიხარია, რომ ჩემი შვილები კარგად არიან. მაგრამ, მათ ჯერ კიდევ მრავალი წელი უნდა იხადონ იპოთეკის თანხა. მე და ჩემი მეუღლეც მრავალი წელი ვიტანჯებოდით, სანამ ნორმალური ბინის ყიდვას შევძლებდით. და ის, რომ ვიკა შვილს ქმრის გარეშე ზრდის, ეს მისი პრობლემაა! ვინ დააძალა ქმრის გარეშე შვილის გაჩენა? შენ კი პირველადაც მემკვიდრეობის გარეშე დამტოვე და გინდა, რომ მეორედაც იგივე გაიმეორო? გინდა, რომ ისევ ნატალიას დაუტოვო ყველაფერი?მაგრამ, დედაჩემმა თქვა, რომ ეს მისი ბინაა და მას აქვს სრული უფლება ისე განკარგოს, როგორც თვითონ ჩათვლის საჭიროდ.

ამის გამო ძალიან გავბრაზდი და ვუთხარი:

  • – ახლა ნატალიამ გადაიხადოს ყველაფერის ფული: მედდისაც, კომუნალურებისაც და წამლებიც გიყიდოს! მე და ჩემი ქმარი აღარ დაგეხმარებით!
  • – და შენ რა, მხოლოდ ბინის გამო მეხმარებოდი? მე ხომ დედაშენი ვარ! საიდან აქვს ნატალიას ფული? ის ხომ მარტოა! აღშფოთდა დედაჩემი.

ამ საკითხზე ჩემს ქმარს დაველაპარაკე და ის სრულიად მეთანხმება. გადავწყვიტე, რომ დედას ხანდახან მოვინახულებ და ეგაა. ფულს აღარ მივცემთ.

ჩემმა ქმარმა თქვა:

  • – ახლა ყველაფერი შენმა დამ გააკეთოს! ეს ფული კი უკეთესია ჩვენს შვილებს მივცეთ!ახლა კი ჩემი და მირეკავს და მეუბნება, რომ ცუდი და გულგრილი ვარ, რომ მას ფული არ აქვს და დედაჩვენის ნორმალურ მოვლას ვერ უზრუნველყოფს.
  • – გამოდის, რომ ბინების მემკვიდრეობით მიღება შეგიძლია და გიყვარს! დედაჩვენის ნორმალურად მოვლა კი არ შეგიძლია. რანაირი ხარ! სინდისის ერთი წვეთიც კი არ გაგაჩნია! ახლა ყველაფერს თავად მიხედე! მე კი აღარ დამირეკო! – ვუპასუხე მე.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს