ფინანსების განკარგვის წესები ომის პერიოდში.

0
85

ერთხელ ჩემმა ბუღალტერმა გაიხუმრა: “ცხოვრებაში მხოლოდ ორი ბალიში მაინტერესებს: ფინანსური და ორთოპედიული. მეტი არაფერი შემომთავაზოთ!” ის ყოველთვის საუბრობდა იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დანაზოგი ადამიანისთვის. ახლა, როდესაც კრიზისია და ნებისმიერ მომენტში შეიძლება დაკარგოთ სამსახური ან სახლი, ფინანსური ბალიში კიდევ უფრო აუცილებელი გახდა.დღეს პაპარაცის ამ სტატიაში მოგიყვებით როგორ მართოთ ფინანსები მაშინ, როცა ცხოვრება შეუქცევად იცვლება.

ფინასური ბალიში

სამწუხაროდ, ბევრმა ადამიანმა დაკარგა შემოსავალი. ზოგმა დაკარგა სამსახური ან ბიზნესი, ზოგს ხელფასი შეუმცირდა, ზოგი კი სტრესის გამო ვერ მუშაობს ისე ნაყოფიერად, როგორც ადრე.მაგალითად, უკრაინაში ბევრმა ადამიანმა დაკარგა არა მხოლოდ სამუშაო, არამედ სახლებიც და უძრავ-მოძრავი ქონება. მოუწია საცხოვრებლის შეცვლა, ბინის ქირაობა და დასჭირდა ნათესავების მხარდაჭერა. ამ ყველაფერს დაემატა ინფლაცია, ფასების ზრდა და შემოსავალის შემცირება. სინდისი კი ყოველდღე გვეჩურჩულება ყურში: “გადარიცხე ფული ჯარისკაცების დასახმარებლად, რადგან ისინი იცავენ ქვეყანას და თავს არ ზოგავენ ამისთვის.”

სამწუხაროდ, ეს არის ის რეალობა, რომელსაც დღეს ბევრი ადამიანი აწყდება. თუმცა, ყველაზე რთული სიტუაციიდანაც კი, ყოველთვის არის გამოსავალი და სწორედ ამაზე ვისაუბრებთ დღეს.დავიწყებთ ყველასათვის ცნობილი ფინანსური ბალიშით. დიახ, იდეალურ შემთხვევაში, ის უნდა ჰქონდეს ყველა ადამიანს და ყველა ოჯახს. ეს ფული დაგეხმარებათ პრობლემების გადაჭრაში სესხის აღების გარეშე, ხოლო სახსრების რეზერვის არსებობა იძლევა მომავლის იმედს და ეხმარება ადამიანს ბედის რთული გამოწვევების დაძლევაში. თუ არ გაქვთ, ფინანსური მარაგი, მაშინ დროა დაიწყოთ მისი შექმნა.

ფინანსური მარაგის შექმნის წესები – რეზერვის ოპტიმალურმა რაოდენობამ უნდა უზრუნველგყოთ ფინანსურად მინიმუმ 3-6 თვის განმავლობაში. ეს უნდა იყოს თქვენი ყოველთვიური ხარჯების ტოლი, გამრავლებული 3-ზე, იდეალურ შემთხვევაში 6-ზე. ანუ ექვს თვეზე. ეს შეიძლება იყოს ოდნავ ნაკლები, თუ თქვენ გაქვთ შემოსავლის მცირეოდენი წყარო მაინც.დანაზოგის ნაწილის შენახვა შესაძლებელია დოლარში ან ევროში, ეს დაიცავს ეროვნულ ვალუტაზე გაჩენილი პრობლემებისგან. მნიშვნელოვანია, რომ თანხა ადვილად ხელმისაწვდომი იყოს. მაგალითად, როცა ბანკში გაქვთ ექვსთვიანი ანაბარი, ფულის გამოტანა ნებისმიერ დროს არ შეგიძლია.

გაანაწილეთ დანაზოგი, ამ თანხის ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით. თუ თქვენი დანაზოგი არის ათას დოლარამდე, შეინახეთ ის ნაღდი ფულით. თუ 4-5 ათას დოლარამდეა, მესამედი ნაღდად დატოვეთ, დანარჩენი კი საბანკო ანგარიშზე შეიტანეთ.თუ ფრონტის ხაზის, ან ოკუპირებული ტერიტორიის ახლოს ცხოვრობთ, უმჯობესია დანაზოგი შეინახოთ ბანკში, ხოლო ნაწილი ბარათზე დატოვოთ. თუ საზღვარგარეთ ხართ, უმჯობესია ნაღდი ფული ბანკის სეიფში, ან დეპოზიტზე განათავსოთ.

დანაზოგი – დანაზოგი ფინანსური კეთილდღეობის საფუძველია. წესად აქციეთ ნებისმიერი შემოსავლის მინიმუმ 10%-ის დაზოგვა. ამავდროულად, ეს ფული მხოლოდ სახლში არ უნდა იყოს, ის შეიძლება გადააქციოთ აქტივად, ინვესტიციად. რა თქმა უნდა, ჩვენს დროში ინვესტიციების პირობები და შესაძლებლობები ძალიან შეიცვალა არა უკეთესობისკენ, მაგრამ მაინც არსებობს.მაგალითად, შეგიძლიათ ჩადოთ ინვესტიცია ობლიგაციებში, ამ დროისთვის მათზე განაკვეთი დაახლოებით 10%-ია, თანაც, დაბეგვრას არ ექვემდებარება. აი, კრიპტოვალუტაში ინვესტირება ღირს თუ არა, ახლა სადავო საკითხია, რადგან კრიპტო სექტორში ინვესტიციებს არცერთი სახელმწიფო არ იცავს, მას საერთოდაც არაფერი არ იცავს.

ასე რომ, ახლა ნამდვილად არ არის დრო ექსპერიმენტებისთვის, იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი მომავალი არაპროგნოზირებადია, ისევე, როგორც კრიპტო ბაზრის მომავალი.გარდა ამისა, ღირს ლიკვიდურობის გათვალისწინება, ანუ რამდენად სწრაფად შეგიძლიათ გაყიდოთ რამე და დაიბრუნოთ ფული. და თუ სიტუაცია მარტივია ობლიგაციებთან და აქციებთან დაკავშირებით, უძრავ ქონებასთან, ძვირფას ლითონებთან ან სხვა ბიზნესთან სწრაფად გამკლავება ნაკლებად სავარაუდოა.

რჩევა რედაქციისგან: სხვათა შორის, ფულის ინვესტირება დღევანდელ არაპროგნოზირებად გარემოში არც არის სასურველი. მთავარია გქონდეთ ფინანსური ბალიში, რომელიც უნდა იყოს შენახული და გადანაწილებული, რათა არ დაკარგოთ. დიახ, ომის დადგომასთან ერთად ჩვენ ყველანი ვღარიბდებით, რაც იმას ნიშნავს, რომ უნდა ვეცადოთ დროულად ვმართოთ პროცესი და მაქსიმალურად შევამსუბუქოთ მისი გავლენა.ამავდროულად, გასათვალისწინებელია, რომ კრიზისი ყოველთვის ხსნის ახალ შესაძლებლობებს, გაიძულებს გაიხედო იმ მიმართულებით, სადაც აქამდე გეშინოდა ყურება! ეს ასევე ეხება კრეატიულობას და ინოვაციურ გადაწყვეტილებებს.

რა შიშები და კითხვები დაგიგროვდათ ფულთან დაკავშირებით? გაგვიზიარეთ კომენტარებში.