ქამა სოკოს აქვს ნეიტრალური გემო და კარგად ეთვისება სხვადასხვა საკვებს. გარდა ამისა, ის ცილის დამატებითი წყაროა. ამიტომ ვეგეტარიანული სამზარეულოს მოყვარულებს მუდმივად აქვთ სუფრაზე. ასევე, ყველაზე ნაცნობი პროდუქტები ყველაზე მეტ კითხვას იწვევს ხოლმე და ერთ-ერთი ასეთი კულინარიული დავა არის – გავაცალოთ თუ არა ქამა სოკოს კანი.
გავფცქვნათ თუ არა ქამა სოკო
წყლის პროცედურები
შამპინიონების წყალთან ურთიერთობაზე აზრები იყოფა. ერთის მხრივ, მაღაზიაში ნაყიდი სოკოს გაურეცხავად ჭამა არ არის სასურველი. სუბსტრატი, რომელზეც სოკო იზრდება, შეიცავს ნიტრატებს, აქვე არიან ბაქტერიებიც.
მაგრამ, ქამა სოკო მყისიერად შთანთქავს წყალს და ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა გარეცხოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ცილოვანი პროდუქტი სწრაფად გახდება წყლიანი და დაკარგავს თავის დამახასიათებელ შესანიშნავ გემოს.
ანუ: თუ სოკო პატარაა ზომით, ან საკუთარ სათბურში გაქვთ მოყვანილი, მათი გარეცხვა საჭირო არ არის. ამის ნაცვლად, შეგიძლიათ უბრალოდ გაწმინდოთ ნესტიანი ქაღალდის ხელსახოცით. სხვა შემთხვევაში, შამპინიონები უნდა გაირეცხოს გამდინარე წყალში არა უმეტეს 5 წამის განმავლობაში. შემდეგ დაუყოვნებლივ დადოთ ქაღალდის ხელსახოცზე ზედმეტი ტენიანობის მოსაშორებლად.
დანა თუ ხელსახოცი?
არ არის აუცილებელი შამპინიონების დანით გაწმენდა. ეს ჩვეულებრივ კეთდება როდესაც სოკო ძლიერ დაბინძურებულია. თუ სოკო 2 სანტიმეტრზე ნაკლებია, უბრალოდ გაწმინდეთ ნესტიანი ქსოვილით და განაახლეთ მოჭრილი ადგილი ფეხზე.
5 სანტიმეტრზე მეტი ზომის სოკო უფრო ფრთხილად მუშავდება. ამ შემთხვევაში მიზანშეწონილია ქუდიდან კანის გაცლა, რადგან მას უკვე მეტი სიბინძურე ექნება დაგროვილი. ამასთან, მწიფე შამპინიონის კანი სქელია და შეიძლება გააფუჭოს დელიკატური კერძის გემო.
ორივე შემთხვევაში არ უნდა მოჭრათ „კალთა“ . ზოგჯერ ეს კეთდება ესთეტიკური მიზეზების გამო, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ შედეგად სოკოს არომატი სუსტდება.
ზოგჯერ სოკო იმდენად ჭუჭყიანია, ვერ ერევა წყალი, ან ხელსახოცები. ამიტომ დიასახლისები მახვილგონივრულ გადაწყვეტილებამდე მივიდნენ: სოკოს ჯერ აყრიან ფქვილს და მხოლოდ ამის შემდეგ წმენდენ ქაღალდის ხელსახოცით.
ფქვილი აქ მოქმედებს როგორც ერთგვარი სკრაბი და საშუალებას გაძლევთ სწრაფად მოაცილოთ ყველა მინარევები. ამავდროულად, თუ ფქვილის ნაწილი სოკოზე დარჩება, არ გამოიწვევს პრობლემებს და არ იმოქმედებს კერძის გემოზე.
ზოგჯერ შამპინიონები შეწვის დროს შავდება. ამის თავიდან ასაცილებლად, შეწვამდე სოკოს ლიმონის წვენი მოასხით. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ ეს კერძს ოდნავ მჟავე გემოს მისცემს.
სალათები ქამა სოკოთი ყოველთვის დღესასწაულია სუფრაზე. ის ერთდროულად არის მსუყე, არომატული და დაბალკალორიული.
თქვენ როგორ ასუფთავებთ სოკოს მომზადების წინ? გაგვიზიარეთ კომენტარებში.