მეზობლის ბაბუა კარგ მოსავალს ძველი ბუჩქებიდანაც კი იღებს ხოლმე და მეც მასწავლა ყველაფერი. ”შავი მოცხარის კვება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის ამ ვიტამინებით სავსე კენკრის მოვლისას!” – ამბობს ის. უკვე მეხუთე წელია იყენებს ამ ხრიკს და ყველაფერი კარგად აქვს.დღეს პაპარაცის ამ სტატიაში გასწავლით რით კვებოთ მოცხარის ბუჩქი, რომ მიიღოთ საუკეთესო მოსავალი.
სასუქი შავი მოცხარისთვის
თუ მოცხარის ნაყოფი პატარა და მჟავეა, ამის მხოლოდ ორი მიზეზი არსებობს: ცუდი ჯიში ან ძველი ბუჩქები. პირველ მიზეზს ვერანაირად ვერ გამოასწორებთ, მაშინ მეორე მიზეზის გამოსწორება კი შესაძლებელია და არ იჩქაროთ ამის გამო მისი მოჭრა.
”მე ვიყენებ მხოლოდ ერთ სასუქს სახამებლის საფუძველზე და ის უნაკლოა!” ამბობს ჩემი მეზობელი. თავად სახამებელი ძალიან სასარგებლოა ამ მცენარისთვის, რადგან ის შეიცავს ბევრ სასარგებლო ელემენტს და დიდი რაოდენობით კალიუმს. ეს კი ნიშნავს, რომ ეფექტურად გაჯერებს ნიადაგს სასარგებლო მიკროელემენტებით და მოცხარი უფრო სწრაფად გაიზრდება. გარდა ამისა, ასეთი სასუქის წყალობით ნაყოფიც ორჯერ დიდი იზრდება! ამასთან, სახამებელი გაცილებით იაფია, ვიდრე მაღაზიაში შეძენილი სხვა სასუქები.
მაშ ასე, რეცეპტი: შეიძინეთ დაახლოებით 200 გრამიანი სახამებლის შეფუთვა და ჩაყარეთ დიდ ქვაბში. სახამებელი უნდა გაზავდეს სამ ლიტრ ცივ წყალში. მიღებული მასა დადგით ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე გამუდმებით ურიეთ.გააგრილეთ, მიღებული მასა გააზავეთ 10 ლიტრ წყალში და მორწყეთ თქვენი მოცხარის ბუჩქები
შეგიძლიათ გამოიყენოთ კარტოფილის ნათალები. ეს ვარიანტი კიდევ უფრო იაფი დაგიჯდებათ! შეაგროვეთ და გაახმეთ კარტოფილის კანი ზამთარში. მისი გაშრობა შეგიძლიათ ერთ ფენად ბრტყელ, მშრალ ზედაპირზე დაფენით. ასე რომ, გაზაფხულზე აუცილებლად გექნებათ საკმარისი რაოდენობის მასალა და შესაძლებელი იქნება სასუქის მომზადება.სათლში ჩაყარეთ ნახევრამდე კარტოფილის კანები, შეავსეთ ცხელი წყლით და გააჩერეთ დაახლოებით 5 დღე. მოურიეთ მინიმუმ 3-ჯერ დღეში. როდესაც ზედაპირზე ქაფი გამოჩნდება, სასუქი მზად არის!
თუ ისე მოხდა, რომ კარტოფილის ქერქის გაშრობის დრო და საშუალება არ არის, შეგიძლიათ უმიც გამოიყენოთ. ბუჩქის ირგვლივ გათხარეთ ხვრელები დაახლოებით 10 სანტიმეტრის სიღრმეზე. ჩაასხით მათში იგივე ხერხით მომზადებული ნარევი კარტოფილის ქერქთან ერთად და დამარხეთ.მოცხარის კვება ამ ხერხით უნდა მოხდეს გაზაფხულსა და შემოდგომაზე. ზაფხულში, შეგიძლიათ უბრალოდ დამარხოთ კარტოფილის კანი ბუჩქის ქვეშ.
რჩევა რედაქციისგან: ასევე გირჩევთ გასხლათ მოცხარის ბუჩქი და მოაშოროთ ძველი ტოტები. ჯანსაღი, ახალგაზრდა ყლორტებისთვის სივრცის გასუფთავებით, ჩვენ ვამცირებთ დატვირთვას ფესვთა სისტემაზე.გასულ წელს მოსავლის აღების შემდეგ შავი მოცხარის გასხვლა და სწორად გამოკვება დამეხმარა წელს უზარმაზარი მოსავლის მიღებაში. ასე რომ, დროული დამუშავება, გასხვლა და სასუქი არის შესანიშნავი მოსავლის გასაღები.
თქვენ როგორ უვლით შავ და წითელ მოცხარს? გაგვიზიარეთ კომენტარებში.