რა უნდა გააკეთოთ, თუ ქვაბი მიგვეწვება? სპილენძის ან უჟანგავი ფოლადის ჭურჭელი შეიძლება გაიხეხოს ლითონის სახეხით, მაგრამ ასეთი ხრიკი არ გამოდგება მინანქრებულ ქვაბზე. აუცილებელია მისი ფრთხილად გარეცხვა, რათა არ დაზიანდეს მინანქარი. არც სხვა ჭურჭლის დაკაწვრაა სასურველი ლითონის სახეხით.მაშინაც კი, თუ ხელთ არ გაქვთ ძლიერი სარეცხი საშუალება, შეგიძლიათ გარეცხოთ მიმწვარი ქვაბი იმპროვიზირებული მასალების გამოყენებით. ჩვეულებრივი მარილი, სოდა, ძმარი და კოკა-კოლა დაგეხმარებათ ამ ამოცანის შესრულებაში.
მარილი – თუ ქვაბი ოდნავ დაიწვება, შეგიძლიათ გაწმინდოთ ჩვეულებრივი სუფრის მარილით. ჩაასხით ქვაბში ცხელი წყალი და ჩაყარეთ მარილი – 5-6 სუფრის კოვზი ერთ ლიტრზე. გააჩერეთ რამდენიმე საათი, რომ ნამწვი დარბილდეს. ხოლო თუ პროცესის დაჩქარება გსურთ, მარილის ხსნარი ადუღეთ დაბალ ცეცხლზე 30-40 წუთის განმავლობაში. ამის შემდეგ ქვაბი გარეცხეთ ღრუბლით და სარეცხი საშუალებით.
სოდა – დამწვარი ქვაბის გადარჩენა შესაძლებელია სოდით. შეავსეთ ჭურჭელი თბილი წყლით და დაამატეთ 5 სუფრის კოვზი სოდა ერთ ლიტრზე. გააჩერეთ 6-8 საათის განმავლობაში. ყველაზე მოსახერხებელია ჭურჭლის დალბობა ღამით, დილით კი ჩვეულებრივად გარეცხეთ.
ძმარი – მჟავები, როგორიცაა მაგალითად ძმარი, ხელს უწყობს ნამწვის მოშორებას. (ასევეა ლიმონმჟავაც). შეავსეთ ქვაბი ძმრიანი წყალ-ხსნარით 1:5-ზე პროპორციით (ლიტრ წყალზე საჭიროა ერთი ჭიქა ძმარი). ქვაბი დადგით ცეცხლზე და ადუღეთ 20 წუთი. ამის შემდეგ ნამწვი ადვილად უნდა მოშორდეს.
აქტივირებული ნახშირი – ძველად, ჩვენი წინაპრები ხშირად იყენებდნენ ნაცარს ჭურჭლის გასახეხად. ქალაქში მისი პოვნა ადვილი არ არის, მაგრამ შეგიძლიათ შეცვალოთ გააქტიურებული ნახშირით. დაფხვენით 10 აბი. მიმწვარი ადგილი მსუბუქად დაასველეთ წყლით, დააყარეთ დაქუცმაცებული ნახშირი და გააჩერეთ 30 წუთი. შემდეგ დაასხით წყალი და გააჩერეთ კიდევ ნახევარი საათი. ამის შემდეგ გარეცხეთ ღრუბლით და საპნით.
კოკ-კოლა – კოკა-კოლა დიდი ხანია დამკვიდრდა, როგორც უნივერსალური საშუალება ყველა შემთხვევისთვის. არავითარი ჯადოქრობა არ არის იმაში, რომ კოკა-კოლა კარგად უმკლავდება სხვადასხვა სახის დაბინძურებას. ის შეიცავს საკმაოდ დიდი რაოდენობით ფოსფორის მჟავას, ხოლო ნახშირორჟანგის ბუშტები მოქმედებს როგორც კატალიზატორი. ჩაასხით ქვაბში სასმელი 2-3 საათის განმავლობაში, შემდეგ შედგით გაზქურაზე და მიიყვანეთ ადუღებამდე. ასეთი პროცედურის შემდეგ ის ადვილად უნდა გაირეცხოს.
გარდა ამისა, გახსოვდეთ, რომ მომინანქრებული ქვაბები ფრთხილად დამუშავებას მოითხოვს. დაიცავით ისინი ტემპერატურის უეცარი ცვლილებებისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში მინანქარი შეიძლება გაიბზაროს. თქვენ რითი აშორებთ ნამწვს? გაგვიზიარეთ კომენტარებში.