“ძალიან არ მიყვარს ქმართან პრობლემებზე წუწუნი, მაგრამ, მეტის მოთმენა აღარ შემიძლია”- გვწერს ჩვენი მკითხველი ნინა. ახლა ის ორსულობის მე-6 თვეშია და სჭირდება სიმშვიდე და მოსვენება, მაგრამ კვირაში ორჯერ იძულებულია ქმრის პირველი შვილის გარემოცვაში იყოს.რატომ არიან სხვისი შვილები ასე დამღლელი და კონკრეტულად რა აღიზიანებს ჩვენს გმირს, პაპარაცის დღევანდელ სტატიაში შეიტყობთ.
პრობლემები ქმართან – ამ ბოლო დროს ქმართან პრობლემები მაქვს. თუმცა, ალბათ ყოველთვის იყო და უბრალოდ თვალს ვხუჭავდი ამაზე. თავიდანვე დავიწყებ მოყოლას: ბექას 5 წლის წინ შევხვდი. მაშინ მითხრა, რომ პირველი ქორწინებიდან შვილი ჰყავდა.მე ამაში პრობლემას ვერ ვხედავდი, თავიდან მომწოდა კიდეც იმის დანახვა, თუ რამდენად მზრუნველი მამა იყო ბექა. ვიცოდი, რომ ის ჩვენი შვილებისთვისაც კარგი მამა იქნებოდა.ჩვენი შეხვედრიდან ექვსი თვის შემდეგ, ბექამ ცოლობა მთხოვა, მეც ბევრი ფიქრის გარეშე დავთანხმდი. მის გვერდით თავს მყუდროდ და დაცულად ვგრძნობდი. ეს არის ის, რაზეც ყველა ქალი ოცნებობს.
მოკრძალებული ქორწილი გვქონდა, მხოლოდ უახლოესი ადამიანები დავპატიჟეთ და ეს დღე ზედმეტი პათოსის გარეშე აღვნიშნეთ. გარკვეული პერიოდის შემდეგ ჩემმა ქმარმა მითხრა, რომ მისი შვილი ჩვენთან კვირაში ორჯერ მოვიდოდა. ეს ის დღეებია, როდესაც ბექას კანონიერი უფლება ჰქონდა ენახა თავისი შვილი.რა თქმა უნდა, მე არ ვიყავი ამის წინააღმდეგი, თან ვხედავდი, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო ბექასთვის. ბიჭი იმ დროს 5 წლის იყო და მას მამა სჭირდებოდა. როდესაც ბავშვი ჩვენთან მოდიოდა, ბექა მთლიანად იყო ჩაფლული მასთან ურთიერთობაში. მე ამ დროს ვცდილობდი ხელი არ შემეშალა და ჩემი საქმეებით ვიყავი დაკავებული.
როგორ ვიპოვოთ საერთო ენა სხვის შვილთან – რაღაც მომენტში შემაწუხა, რომ ბავშვი როცა ღამით ჩვენთან რჩებოდა, ქმარს მასთან ერთად ეძინა, რადგან ოთახში მარტო დარჩენის ეშინოდა.თუმცა, არაფერი მითქვამს და შევეგუე. ახლა ორსულობის მე-6 თვეში ვარ და სიტუაცია არ იცვლება. ბავშვი კვირაში 2-ჯერ მოდის ჩვენს სახლში, მამა მთელი დღეს მას უთმობს.საბედნიეროდ, ის გაიზარდა და ღამით მამის კომპანია აღარ სჭირდება. მაგრამ ეს არ ცვლის სიტუაციას. ბიჭუნა ძალიან ცელქია და ხშირად ისტერიკებს აწყობს. მე კი სიმშვიდე მჭირდება, რადგან რთული ორსულობა მაქვს და ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ქმარი ყოველთვის გვერდით მყავდეს, მაგრამ ეს არ ხდება!
როგორ გადავჭრათ პრობლემა ქმართან – ქმარს ველაპარაკე და არაერთხელ! მაგრამ არ ესმის ჩემი, ამბობს, რომ ძალიან ვუყვარვარ, თუმცა არანაკლებ უყვარს თავისი შვილი. და რადგან მას კვირაში მხოლოდ 2-ჯერ ხედავს, მაქსიმალური ყურადღება უნდა მიაქციოს.უბრალოდ მაინტერესებს რა იქნება შემდეგ? ახლა ორსულად ვარ. მაგრამ რამდენიმე თვეში ჩვენი ცხოვრება რადიკალურად შეიცვლება. საფენები, ბავშვის ტირილი, პირველი კბილები… როგორ გავუმკლავდე ბავშვს და ოჯახის საქმეებს, თუ ქმარი არ მეყოლება გვერდით?სულ ვნერვიულობ და როდესაც ბიჭი მოდის, ჩემი განწყობა ფუჭდება. არ ვიცი რა ვქნა და როგორ მოვიქცე, რომ ქმარმა სერიოზულად მიიღოს ჩემი პრობლემები. მას სჯერა, რომ ჰორმონები მმართავენ და მალე ეს ყველაფერი გამივლის.მაგრამ მე ვფიქრობ, რომ სიტუაცია მხოლოდ გაუარესდება. რა გავაკეთო?
რას გვასწავლის ეს ამბავი? – ქალი, რომელიც გადაწყვეტს ურთიერთობის დაწყებას შვილიან მამაკაცთან, უნდა გათვალოს ყველა რისკი. რა თქმა უნდა, ძნელია წინასწარ წინასწარ განსაზღვრო, როგორ განვითარდება ურთიერთობა სხვის შვილთან. მაგრამ მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ მეუღლე დაუთმობს გარკვეულ დროს შვილსაც.ნინას ადგილას ვეცდებოდი ჩემი ქმრის შვილთან დამეგობრებას. როგორც ჩანს, მას არც უცდია ბავშვთან საერთო ენის გამონახვა. ის ხომ მისი შვილის ნახევარძმა იქნება?თქვენ რა რჩევა შეგიძლიათ მისცეთ ორსულ ქალს, რომელსაც ქმრის ყურადღება აკლია? გაგვიზიარეთ კომენტარებში!