გამოცდილი მებოსტნეები რატომ ხრიან ხახვის ფოჩებს მოსავლის აღებამდე 2 კვირით ადრე

552

გამოცდილმა მებოსტნეებმა იციან, რომ ხახვის კომპეტენტურად აღება ზოგჯერ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მისი სათანადო წესით მოყვანა.  ხახვის გაზრდა მხოლოდ ნახევარია შრომის, არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი დროულად შეგროვება და ამისთვის სწორად მომზადება. არსებობს რამდენიმე ნიუანსი, რომელიც დაგეხმარებათ ყველაფრის სწორად შესრულებაში.დღეს პაპარაცის ამ სტატიაში მოგიყვებით, რისთვის ხრიან ხახვის ფოჩებს მიწაზე და როგორ უნდა გავიგოთ მომწიფებულია ის უკვე თუ არა.

ხახვის აღება

ხახვის მოსავლის ასაღებად საუკეთესო დრო ივლისის ბოლოს ან აგვისტოს დასაწყისია. ეს არის დაახლოებით 70-80 დღე დარგვიდან. შეგროვების დრო დამოკიდებულია დარგვის დროსა და ჯიშზე. შეიძლება იმოქმედოს ამინდმაც. ამიტომ, უმჯობესია ყურადღება გაამახვილოთ არა დროზე, არამედ ზოგიერთ გარეგნულ ნიშანზე. სამი ძირითადი პუნქტია: ხახვის ფოჩებმა დაიწყო გაყვითლება, ხახვის საჰაერო ნაწილი მიწაზე დაწვა, ბოლქვის გარეთა ნაწილმა შეიძინა ჯიშისთვის დამახასიათებელი ფერი.აუცილებლად გაითვალისწინეთ ამინდი. თუ ზაფხული წვიმიანი იყო, მიწისზედა ნაწილი შეიძლება მიწაზე არ გაწვეს და დიდხანს დარჩეს მწვანე, თუმცა, ნაყოფი უკვე მომწიფებული შეიძლება იყოს. ამ შემთხვევაში ყურადღება უნდა მიაქციოთ სხვა ნიშნებს. თუ ხახვს დროულად არ აიღებთ, მცენარეს ახალ ფესვებს გამოიღებს. ასეთი ხახვი დიდხანს არ შეინახება.ამის თავიდან ასაცილებლად შეგიძლიათ ერთი მარტივი რამ გააკეთოთ: ხახვის მიწისზედა ნაწილი მიწისკენ უნდა დახაროთ. გააკეთეთ ეს ძალიან ფრთხილად, რათა მცენარე არ დააზიანოთ. მებოსტნეები ამას ზოგჯერ უწოდებენ “ხახვის მოჭრას”. ამ პროცესის წყალობით, ფოთლების ზრდა ჩერდება და საკვები ნივთიერებები იგზავნება ბოლქვში. ეს უნდა გაკეთდეს ხახვის მოსავლის აღებამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე.

კიდევ რა უნდა გავაკეთოთ მოსავლის აღებამდე. არსებობს მთელი რიგი პროცედურები, რომლებიც უნდა ჩატარდეს მოსავლის აღებამდე. ორი კვირით ადრე ხახვს აღარ რწყავენ. თუ ზაფხული წვიმიანი იყო, შეგიძლიათ მწკრივებს შორის მიწა გაფხვიეროთ და ბოლქვებიდან ნიადაგი მოაშოროთ. ეს დადებითად აისახება ხახვის შენახვის ვადაზე.თუ ხახვის სწრაფად მოკრეფა გჭირდებათ, შეგიძლიათ ხახვი ფრთხილად ამოთხაროთ, მოჭრათ ფესვები და დატოვოთ ბაღში რამდენიმე დღის განმავლობაში. მცენარეების მიწისზედა ნაწილი გაშრება, შემდეგ კი შესაძლებელი იქნება მოსავლის აღება.ხახვი რომ კარგად შეინახოს, მშრალ ამინდში უნდა ამოიღოთ. შეგროვების შემდეგ ის კარგად უნდა გაშრეს მზეზე და მხოლოდ ამის შემდეგ გადაიტანოთ შესანახ ადგილას. ხახვის შენახვა კი მთელი მეცნიერებაა და თქვენ შეგიძლიათ შეისწავლოთ ის სხვადასხვა გზით.

ახლა თქვენ იცით, რატომ ხრიან ხახვის ფოჩებს ძირს. თქვენ ასევე გაიგეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ხახვის შეგროვება და როგორ უნდა განახორციელოთ ეს სწორად. ვიმედოვნებთ, რომ ეს რჩევები დაგეხმარებათ საუკეთესო მოსავლის მიღებაში! გსმენიათ ამ მეთოდების შესახებ? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს