კითხვაზე, თუ რატომ არ მიმართავენ მამას მაშინ მაინც, როცა ავად ვარ, ბავშვებმა გაკვირვებულებმა მიპასუხეს: რა? დედები როდესმე ავად ხდებიან?

0
156

ყველაფერი ჩვენზე, ქალებზეა დამოკიდებული. ასე რომ, მე ყოველთვის ვიყავი მთავრი ძალა ჩვენს ოჯახში.სამუშაოს გარდა ვშრომობდი სახლში, მყავდა ორი შვილი და ქმარი. გოგა, ისევე როგორც მამაკაცების უმეტესობა, მოზრდილი ბავშვი იყო. მისთვის დედაც ვიყავი და ცოლიც. ყურადღება უნდა მიმექცია, რომ  ესაუზმა, თბილად ჩაეცვა, როგორც კი ვოვა ავად გახდებოდა, მის საწოლთან მემორიგევა. გვყავდა ორი შესანიშნავი შვილი.

უფროსი, ნიკა სკოლაში დადიოდა, ხოლო უმცროსი – ქეთი ჯერ კიდევ საბავშვო ბაღშია. ასე რომ, გაციება, ყველა ვირუსი ჩვეულებრივი მოვლენა იყო სახლში.გოგას გრიპის არც ერთი სეზონი არ გამოუტოვებია და როგორც მოსალოდნელი იყო ბავშვებთან ერთად ცუდად იყო და დივანზე თერმომეტრით, თაფლით და ჟოლოს ჯემით იწვა.მე კი დამავიწყდა ბოლოს როდის ვიწექი ავადმყოფობის დროს. არ მქონდა ასეთი ფუფუნების საშუალება.

მაგრამ ამჯერად მე ვიყავი პირველი, ვინც ავად გახდა. თავს ძალიან სუსტად ვგრძნობდი, თავი მისკდებოდა ტკივილისგან და ხველა არ წყდებოდა. სამსახურში კონცენტრირებას ვერ ვახერხებდი და ელემენტარულ რაღაცეებს ​​ვერ ვხვდებოდი.იმდენად ცუდად ვიყავი, რომ უფროსმა თავად შემომთავაზა სახლში წასვლა. საბედნიეროდ, ბევრი საქმე არ იყო გასაკეთებელი და ჩემი მეწყვილე მარტო გაუმკლავდებოდა.პოლიკლინიკის გვერდით რომ ჩავიარე, გადავწყვიტე კონსულტაციაზე მივსულიყავი ადგილობრივ ექიმთან. გამოკვლევის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ბრონქიტი მქონდა, რომელიც უკვე პნევმონიის ზღვარზე იყო.

აფთიაქში შევედი, ყველა საჭირო წამალი ვიყიდე და სახლში წავედი. აბაზანის მიღების შემდეგ ჩემთვის გამოწერილი წამლები დავლიე,  დავწექი და თბილ საბანში გავეხვიე.ქმარი სამსახურში იყო. ნიკა სკოლაშია, ქეთი კი საბავშვო ბაღში. მალე ჩამეძინა… საღამოს ბავშვებმა გამაღვიძეს. დივანზე დახტოდნენ და მხიარულად ყვიროდნენ. აინტერესებდათ, რა იყო ამაღამ ვახშამი.

გაჭირვებით წამოვდექი, სამზარეულოში გავედი და იქ გოგა დამხვდა დაბნეული მზერით. უგემრიელესი ვახშმის საძიებლად ცარიელ ქვაბებს აჯახუნებდა. ვუთხარი, რომ ექიმთან ვიყავი და მკურნალობა და წოლითი რეჟიმი დამინიშნეს.ქმარი წამით დაფიქრდა, შემდეგ შუბლზე ხელი მიიდო და მითხრა, რომ ისიც ცუდად გრძნობდა თავს. რატომღაც ეს ამბავი საერთოდ არ გამკვირვებია.

ნაჩქარევად მოვამზადე მაკარონი და შემწვარი ძეხვი ტაფაში. პირველს, მეორეს და დესერტს მიჩვეული შვილები და ქმარი, რა თქმა უნდა, არ იყვნენ გახარებულები ასეთი მოკრძალებული ვახშმით. მაგრამ არც მომზადების ძალა მქონდა, არც მასალა და არც მადა. სუფრის გაშლის შემდეგ საძინებელში დავბრუნდი დასაწოლად.მაგრამ დასვენება ვერ მოვახერხე. ბავშვები ერთმანეთის მიყოლებით შემორბოდნენ: ხან ერთი კითხვით, ხან მეორ და ასე დაუსრულებლად. ხან უფროსს სჭირდებოდა დახმარება საშინაო დავალების შესრულებაში, ან ქალიშვილს მოუწყდა საყვარელ კურდღელზე თათი.

კითხვაზე, თუ რატომ არ მიმართავენ მამას, მე ხომ ავად ვარ და  დასვენება მინდა. ბავშვებმა გაკვირვებულმა შემომხედეს: მოიცა, დედები ავად ხდებიან?მისაღებ ოთახიდან ჩემი, ფაქტობრივად, მესამე შვილის ხველა და კვნესა ისმოდა. გავედი რომ მენახა რა ჭირდა. ქმარი დივანზე იწვა, ორ საბანში გახვეული და ჟოლოს მურაბას მიირთმევდა პირდაპირ ქილიდან ჩაისთან ერთად და საცოდავად იყურებოდა.ჩემი დანახვა ძალიან გაუხარდა, რადგან ფეხზე წამოვდექი, ეს იმას ნიშნავდა, რომ უკეთესი ვიყავი და ლიმონის ნამცხვარი შემიკვეთა.

ძალიან გავბრაზდი და ვუთხარი რომ სინდისი არ ჰქონდა. ვიყავი ავად პირველად რამდენი წლის განმავლობაში და კეთილი ინებოს და იზრუნოს ბავშვებსა და სახლზე რამდენიმე დღე.ქმარი განაწყენდა, მითხრა, რომ არ ეგონა, ასეთი უგულო თუ ვიყავი და განაგრძო ჟოლოს მურაბის ჭამა. შემდეგ სასწრაფო გამოიძახა, ექიმი მოვიდა და წამალი გამოუწერა.ბოლოს ბავშვები დასაძინებლად წავიდნენ და მეც დავწექი დაძინების იმედით, მაგრამ ღამით ქმრის ძლიერმა ხველამ გამაღვიძა. შუბლზე ხელი დავადე და მართლა ცეცხლი ეკიდა. წამლები არ უყიდია, რადგან მისი თქმით, აფთიაქში წასვლის ძალა არ ჰქონდა და ჩუმად მთხოვა, წამალი მეყიდა.

მიუხედავად იმისა, რომ საკუთარ თავს გულში ვილანძღავდი, მაინც ჩავიცვი და უახლოეს აფთიაქში წავედი. გარეთ წვიმდა და აფთიაქი დაკეტილი იყო. ლამის ნახევარი ქალაქი მოვიარე სადღეღამისო აფთიაქის ძებნაში. ბოლოს ყველაფერი ვიყიდე და სახლში დავბრუნდი.გოგა გემრიელად ხვრინავდა, გავაღვიძე და აბები მივაწოდე. მთხოვა, წყალი მიმეტანა და რაიმე გემრიელი მომემზადებინა, რადგან გრძნობდა, რომ ძალა კარგავდა.

წვიმისგან სველი ვიდექი, სიცხიანი, ვუყურებდი ჩემს ქმარს და ვფიქრობდი: მხოლოდ მე მყავდა ასეთი უნიკალური, თუ მსოფლიოს ყველა მამაკაცი ერთნაირად იქცევა 37,2 ტემპერატურაზე?

ქმარს ვუთხარი, რომ დასაძინებლად მივდიოდი და შეეძლო მოეკრიბა დარჩენილი ძალების და პიცა შეეკვეთა.საძინებელში შესულმა ქმრის განაწყენებული მზერა ვიგრძენი და გამიხარდა. ეს იყო ჩემი მცირე გამარჯვება ოჯახში ქალების უფლებებისთვის ბრძოლაში.