„მინდა, რომ ჩემი ფეხები პარალიზებული იყოს“ – ამბობს ქალი, რომელსაც სიარული შეუძლია

445

რამდენიმე წლის წინ ქლოე ჯენინგ-უაითის ისტორიამ მთელი მსოფლიო გააოგნა. კემბრიჯის კურსდამთავრებულმა, 58 წლის ქლოემ გულწრფელად აღიარა, რომ ადრეული ბავშვობიდან შეზღუდულ შესაძლებლობაზე ოცნებობდა. ასეთი აღიარების შემდეგ მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანმა მას ზიზღით უპასუხა.

უმეტესობა ასეთი საშინელი სურვილის გაგონებისთანავე ქალს გიჟად მიიჩნევდა. საზოგადოებას უბრალოდ არ ესმოდა, თუ ჯანმრთელ, ენერგიულ და წარმატებულ ქალს ასეთი ფიქრები რატომ აწუხებდა. აი, ექიმები ამბობენ, რომ ქლოეს სერიოზული პრობლემები აქვს!

ჯენინგ-უაითი იხსენებს, რომ ფეხის დამბლაზე ფიქრი პირველად 4 წლის ასაკში დაიწყო. ქლოეს დეიდა ავტოავარიაში მოხვედრისას დაზიანდა და იძულებული გახდა, რომ სპეციალური ფეხის ბალიშები ეტარებინა. იმ დროიდან ქლოეს პარალიზების პათოლოგიური სურვილი მუდმივად აქვს.

ფეხები როგორმე რომ დაეზიანებინა, ბავშვობაში მთებიდან ველოსიპედითაც კი დაეშვა. მიუხედავად იმისა, რომ გოგონა საჭიდან წინ გადავარდა და კისერი დაუშავდა, სხვა დაზიანება არ მიუღია. ახლა ქალი თხილამურებით სეირნობს და ყველაზე საშიშ გზებს ირჩევს!

თავისი საშინელი სურვილის შესამცირებლად, ქლოე ცდილობს ისე მოიქცეს, თითქოსდა ფეხების დამბლა აქვს. ის ფეხის  ორთეზს ატარებს და ეტლით გადაადგილდება. ეტლიდან ძალიან იშვიათად, მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში დგება. მეგობრები და ახლობლები ცდილობენ მხარი დაუჭირონ.

2010 წელს თავის შეპყრობილ სურვილზე თითქმის უარი თქვა. ვიღაც უცხო ქვეყნის ექიმთან შეთანხმებაც კი მოახერხა, რომელიც მზად იყო პაციენტისთვის საჯდომი და თეძოს ნერვი გადაეჭრა და გადაადგილების უნარი წაერთვა. საბედნიეროდ, თავისი მომსახურებისთვის ექიმმა უზარმაზარი თანხა მოითხოვა, რომელიც ქალს უბრალოდ არ ჰქონდა.

საბედნიეროდ, გონს დროულად მოეგო და კარგ ექიმს მიმართა, რომელმაც მისი მუდმივი ტანჯვის მიზეზი დაადგინა. ჯენინგ-უაითს საკუთარი სხეულის სრულყოფილების აღქმის დარღვევის სინდრომი დაუდგინეს. ამ ფსიქიკური აშლილობის დროს პაციენტი თავისი სხეულის კიდურებს ან სხვა ნაწილს „ზედმეტად“ მიიჩნევს. პაციენტი დარწმუნებულია, რომ ამპუტაცია მას უფრო ბედნიერს გახდის!

„რა სჯობია: ჯანსაღ ადამიანს ეტლით გადაადგილების საშუალება მისცეთ თუ მას უნებლიეთ თვითმკვლელობის ჩადენისკენ უბიძგოთ?“ – ფიქრობს ფსიქოლოგი, რომელიც ქლოეს მდგომარეობას აკვირდება. სპეციალისტის თქმით, სჯობს ის მოიქცეს, როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და რეალურად საკუთარ თავს ზიანი არ მიაყენოს!

ეს სინდრომი საკმაოდ იშვიათად გვხვდება, ხოლო მისი მატარებლები არანორმალურად ითვლებიან. სწორედ ამიტომ, ქლოემ გადაწყვიტა თავისი დაავადების შესახებ მთელ მსოფლიოს უამბოს. ქალი იმედოვნებს, რომ მისი ისტორიის მოსმენის შემდეგ ადამიანები მას და მის მსგავს ხალხს სხვაგვარად შეხედავენ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს