ნუ კარგავ შენს ახალგაზრდობას და ჯანმრთელობას ამ ბიჭზე. თქვენ დაქორწინებულებიც კი არ ხართ! მიატოვე!

743

პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – ახალგაზრდა ქალი საკუთარ ისტორიას გვიამბობს.მე მქვია მარი. მაღაზიაში ვმუშაობ მოლარედ. დღეს ისევ დავაკელი ხურდა მომხმარებელს და სკანდალი ატყდა. ნატალიამ, მაღაზიის მეპატრონემ უკანასკნელი გაფრთხილება მომცა.

  • მარი, დღეს ცოტა მაინც გეძინა? ისევ საავადმყოფოში გაატარე მთელი ღამე? ასე არ შეიძლება! საკუთარ თავზეც უნდა იფიქრო! დასვენება გჭირდება, სულ ცოტა მაინც! უკვე მერამდენედ მიეცი ხურდა შეცდომით! ფული კი – სერიოზული საქმეა!

ძლივს გავჩერდი სმენის ბოლომდე და მერე სახლში წავედი. ერბოკვერცხი მოვიმზადე და გაჭირვებით შევჭამე: ჭამა საერთოდ არ მინდოდა, თუმცა მთელი დღე არაფერი მქონდა ნაჭამი.შხაპი მივიღე და დასაძინებლად დავწექი. დაძინება არ შემეძლო, ფიქრები არ მასვენებდა.

მესმის, რომ ჩემი უფროსი მართალია: ასე ვეღარ გავძლებ.ნიკა ერთი წლის წინ გავიცანი. ჩვენ არავითარ სამომავლო გეგმებს არ ვაწყობდით, უბრალოდ ვურთიერთობდით და ბევრ დროს ვატარებდით ერთად. ჩემთვის ხელი არ უთხოვნია. თანაც, არც მე არ მეჩქარებოდა გათხოვება.

ერთად თავს კარგად და მხიარულად ვგრძნობდით. პიკნიკებზე დავდიოდით, ცხენებით ვსეირნობდით, მდინარეზეც დავდიოდით საცურაოდ.ნიკა ძალიან ბევრს მუშაობდა და ძალიან იღლებოდა, თუმცა ძალიან კარგად გამოიმუშავებდა. ერთხელ ნიკამ ისიც შემომთავაზა, რომ სამსახური მიმეტოვებინა და მასთან გადავსულიყავი. მე ვერ მოვასწარი, რომ მისთვის რაიმე მეპასუხა.

რამდენიმე დღის შემდეგ ნიკას დედამ დამირეკა და საშინელი ამბავი შემატყობინა: ნიკას ინფარქტი დაემართა. მაშინვე მოჰყვა კლინიკური სიკვდილი. ნიკა რეანიმაციაში იწვა.ჩემი ცხოვრება მყისიერად შეიცვალა. ნიკას ასეთ მდგომარეობაში ვერ მივატოვებდი. დავიწყე მასზე ზრუნვა, ექიმებთან საუბარი, წამლების ყიდვა. გარდა ამისა, ნიკას დედასაც უნდა დავხმარებოდი. ის ძალიან ცუდად იყო. სახლის საქმეებშიც კი ვეხმარებოდი. შემდეგ, ნიკა ცოტა გამოჯანმრთელდა, მაგრამ მაინც უძრავად იწვა. ის ძალიან გახდა და ნაწოლები გაუჩნდა. მე ვიცოდი, როგორ უნდა მებრძოლა მათთან.

სამსახურიდან საავადმყოფოში მივდიოდი, საავადმყოფოდან კი – სამსახურში. საშინლად ვიღლებოდი. ძალიან მჯეროდა, რომ ნიკა დროთა განმავლობაში უკეთესად გახდებოდა.გადიოდა დრო, ნიკას მდგომარეობა არ უმჯობესდებოდა. თავიდან ჩემი მშობლები და კოლეგები მხარს უჭერდნენ ჩემს სურვილს, ნიკას დავხმარებოდი, მაგრამ როდესაც ამდენი ხნის შემდეგ მისი მდგომარეობა არ უმჯობესდებოდა, მაშინ ყველამ, ნათესავებმაც და კოლეგებმაც ერთხმად დაიწყეს ერთი და იმავეს ლაპარაკი:

ნუ კარგავ შენს ახალგაზრდობას და ჯანმრთელობას ამ ბიჭზე. თქვენ ხომ დაქორწინებულებიც არ ხართ! მიატოვე! რატომ წირავ საკუთარ თავს? ბოლო დროს სამსახურში ხშირად მომდის შეცდომები. მუდმივად შენიშვნას მაძლევენ. მე მივხვდი, რომ ასე შეიძლება სამსახური დავკარგო ძალიან მალე.გარდა ამისა, თავსაც ცუდად ვგრძნობდი: მე ხომ ასე ცოტა მეძინა და მუდმივად ფეხზე ვიდექი. ეს მუდმივად ვერ გაგრძელდებოდა. სულ უფრო ხშირად ვფიქრობდი იმაზე, რომ შემეწყვიტა ნიკაზე ზრუნვა.

მხოლოდ დილისკენ ჩამეძინა. ამ ღამით გადაწყვეტილება მივიღე: მე დავუბრუნებ ნიკას დედას სახლის გასაღებს და საავადმყოფოში აღარ წავალ.მორჩა! მე აღარ შემიძლია. არ ვიცი, როგორ უნდა გავაგრძელო ცხოვრება.მე ყველაფერი გავაკეთე, რაც შემეძლო. მაგრამ, ასე ცხოვრება აღარ შემიძლია! საშინელ, უსაზღვრო დაღლას ვგრძნობ…

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს