ჩემს ქმარზე მეტს გამოვიმუშავებდი, მაგრამ მას სინდისი ეყო, რომ ჩემთვის “სამადლოდ სარჩენი” ეწოდებინა, საკუთარი თავისთვის კი – მარჩენალი

970

პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – ქალი საკუთარი ოჯახის ისტორიას გვიზიარებს.მე და ლევანი როდესაც დავქორწინდით, მე 29 წლის ვიყავი, ის კი – 30-ის. ჩემთვისაც და ლევანისთვისაც ეს პირველი დიდი ხნის ნანატრი ქორწინება იყო.

მე მაინცდამაინც არ განვიცდიდი ჩემი არ გათხოვების გამო, დედაჩემისთვის კი – ეს ნერვიულობის სერიოზულ მიზეზს წარმოადგენდა.თუმცა, მეც მიხაროდა, როდესაც ლევანის გავყევი ცოლად.მე და ის ერთ ფირმაში ვმუშაობდით. მე დირექტორის მოადგილე ვიყავი, ლევანი კი – ადმინისტრატორი.ჩვენ სრულიად განსხავებული ვალდებულებები გვქონდა, ამიტომ სამსახურში ერთმანეთს პრაქტიკულად ვერ ვხედავდით. ჩვენ მხოლოდ ერთად მივდიოდით სამსახურში და ერთად ვბრუნდებოდით სახლში.

მე იმ ფირმაში უკვე მრავალი წლის განმავლობაში ვმუშაობდი – იქ უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე მოვეწყვე. ხელფასი კარგი მქონდა. მე ყოველთვის ვიცოდი, როგორ უნდა დამეზოგა და როგორ უნდა დამეხარჯა ჩემი ფული და ამიტომ, გათხოვებამდე უკვე მქონდა ჩემი საკუთარი სახლი და მანქანაც. ყოველ წელს საზღვარგარეთ დავდიოდი დასასვენებლად. მე ყველაფრისთვის მყოფნიდა ის ფული, რომელსაც მე გამოვიმუშავებდი.

ფულთან დაკავშირებით ლევანს სრულიად განსხვავებული ისტორია ჰქონდა. მას მუდმივად არ ჰქონდა ფული და მუდმივად ფულს სესხულობდა: ხან მშობლებისგან, ხან მეგობრებისგან. საკუთარი სახლიც არ ჰქონდა, ამიტომ ქორწილის შემდეგ ჩემს სახლში ვცხოვრობდით.თავიდან ყველაფერი შესანიშნავად იყო, თუმცა მე არ მომწონდა ფულთან დაკავშირებული სიტუაცია. თავიდანვე ამის გამო დაგვეწყო სირთულეები: რატომღაც ბიუჯეტის არანორმალური გადანაწილება გამოდიოდა. ისე ხდებოდა, რომ  მე ვიხდიდი კომუნალურ გადასახადებსაც და ბენზინის ფულსაც. პროდუქტებსაც მხოლოდ მე ვყიდულობდი. გარდა ამისა, ჩემი ხელფასიდან კოსმეტიკაც უნდა მეყიდა და ჩასაცმელიც.

ლევანი კი თავის ხელფასს უფრთხილდებოდა, ის მას რაღაც უფრო მსხვილი შენაძენისთვის აგროვებდა. თუმცა, ის ამისთვის ხელფასს მთელი 6 თვის მანძილზე აგროვებდა.ძალიან მალე მივხვდი, რომ ფული არ მყოფნიდა, თუმცა ადრე ყველაფერში მყოფნიდა.დავჯექი და ყველაფერი დავითვალე. აღმოჩნდა, რომ ძალიან ბევრი ფული პროდუქტებისთვის მეხარჯებოდა. ლევანს ძალიან უყვარდა ხორცი და თევზი, კიდევ მას რესტორანში სიარული უყვარდა. გარდა ამისა, მან თავისთვის ძვირადღირებული და ტრენდული ტანსაცმლის ყიდვა დაიწყო, ადრე მას ასეთი ჩვევა არ ჰქონია. შემდეგ მივხვდი, რომ მან ამის გაკეთება მას შემდეგ დაიწყო, რაც დავქორწინდით და ფულს ჩემი ხელფასიდან იღებდა.გადავწყვიტე, რომ სკანდალი არ მომეწყო, ის ხომ ჩემი ქმარია. მე ვიმედოვნებდი, რომ ის მაფასებდა და ჩემი ესმოდა.

შემდეგ მოხდა ის, რამაც ჩემს ქმარზე თვალი გამახელინა.  აი რა მოხდა:

ლევანმა გადაწყვიტა, რომ სირცხვილი იყო ჩემი ძველი მანქანით სიარული და ჩვენ უნდა გვეყიდა ახალი მანქანა.

  • ამას როგორ გავაკეთებთ? ასეთი მსხვილი შენაძენისთვის ჩვენ ფული არ გავქვს! კრედიტის აღებას მთავაზობ?
  • რატომაც არა?!
  •  შენ ხომ მცირე ხელფასი გაქვს და კრედიტს არ მოგცემენ!
  • მაშინ მანქანისათვის კრედიტი შენ აიღე!
  • ეს რა საჭიროა? უკეთესი იქნება თუ მანქანისთვის ფულს ხელფასიდან გადავდებთ, შენ ხომ მუდმივად ასე აკეთებ, როდესაც რაღაცის ყიდვა გინდა?
  •  და ინფლაცია? თანაც მანქანები მუდმივად ძვირდება! ნუ იგონებ, აიღე კრედიტი! მე ვარ ოჯახის მარჩენალი და მე გადავწყვეტ ყველაფერს! ჩემი აზრი ყველაზე მნიშვნელოვანია!
  • აჰ, ანუ მარჩენალი შენ ხარ? მაშინ მე ვინ ვარ? ჩემი ხელფასი ხომ შენს ხელფასზე სამჯერ მეტია!
  • ნუ მაცინებ! რა ხელფასი გაქვს? შენ ხომ მხოლოდ პროდუქტებს ყიდულობ, მე კი ცოტა ხნის წინ ახალი ტელევიზორი ვიყიდე ჩვენთვის! შენ კი “სამადლოდ სარჩენი” ხარ!
  • კი, მაგრამ შენ ამისთვის ფულს მთელი ექვსი თვის მანძილზე აგროვებდი!
  • მერე რა? მთავარია, რომ ვიყიდე! არ გინდა კრედიტის აღება და არც არის საჭირო! მე თავად წავალ ბანკში და თავად ავიღებ კრედიტს!
  • წადი, მაგრამ მანამდე შენი ნივთები ჩაალაგე!
  • რატომ?
  • იმიტომ, რომ შენ აქ აღარ ცხოვრობ! მეყო ასე ცხოვრება.

ახლა ლევანი თავის მშობლებთან ცხოვრობს და ხშირად მირეკავს მე: პატიებას მთხოვს.მე ამის გაკეთებას არ ვაპირებ. ორი თვის შემდეგ უკვე დასასვენებლად შევძლებ წასვლას.ასეთი ქმრის გვერდით კი ამის შესაძლებლობა არასოდეს მექნება და თანაც, მე მიწოდებს “სამადლოდ სარჩენს”.

რად მინდა ასე ცხოვრება?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს