პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – ახალგაზრდა ქალი საკუთარ ბავშვობაზე საუბრობს.სამწუხაროდ, უნდა ვაღიარო ის ფაქტი, რომ ახლა ოჯახური და მორალური ფასეულობები ძალიან და ძალიან შეიცვალა.
სამწუხაროა, მაგრამ ახლა ადამიანები გაცილებით ნაკლებად აფასებენ ოჯახს, მშობლებს და შვილებს.რატომღაც ბევრისთვის ახლა უფრო მნიშვნელოვანია ბინა, მანქანა და დიდი სახლი. და ძირითადი გრძნობა, რომელსაც ახლა ადამიანები ერთი მეორის მიმართ განიცდიან – ეს არის შური.
სულ უფრო ხშირად ვხვდებით იმ ფაქტს, რომ თინეიჯერი შვილები საერთოდ არ აფასებენ საკუთარ მშობლებს. და კიდევ უფრო მეტად ხდება ისე, რომ ზრდასრული შვილები ძალიან ნაწყენები არიან საკუთარ მშობლებზე. რატომ? იმიტომ, რომ მათ თავიანთ შვილს სახლი ან მანქანა არ უყიდეს.
რანაირი მშობლები არიან, რომლებსაც არ შეუძლიათ საკუთარი შვილებისთვის ნორმალური მომავლის უზრუნველყოფა?!მე კი მაინტერესებს: რატომ ჰგონიათ ამ შვილებს, რომ მშობლებმა უნდა უყიდონ რაღაც? ბავშვები ხომ უკვე გაიზარდნენ, მშობლებმა ხომ უკვე მისცეს მათ განათლება.
ახლა შვილებს მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა ჰქონდეთ და თავად უნდა იმუშაონ ისე, რომ სახლის ფულიც გამოიმუშაონ და მანქანისაც.მშობლებმა ისედაც ბევრი გააკეთეს საკუთარი შვილებისთვის: აჭამეს, გაზარდეს, უმკურნალეს, ჩააცვეს, დაახურეს. ნუთუ ეს ცოტაა? მაგრამ ბავშვობა უკვე დასრულდა და დროა თავად გახდნენ დამოუკიდებლები და დიდები.
ბავშვებს უნდა ესმოდეთ, რომ მთავარია არა ფული და არა ის, რაც მშობლებს შეუძლიათ უყიდონ და მისცენ შვილებს, არამედ ის, რომ მშობლებს ძალიან უყვართ ისინი, ნერვიულობენ მათ გამო და ძალიან უფრთხილდებიან მათ.და ასე იქნება ყოველთვის. მაშინაც კი როდესაც შვილები არც თუ ისე კარგად მოიქცევიან, მაგალითად, როგორც უმადური ეგოისტები.
ამიტომ შვილებს უნდა უყვარდეთ მშობლები, სანამ ისინი ცოცხლები არიან.საჭიროა ბებიის მონახულება, რომელიც ყოველთვის ელოდება შვილიშვილებს და ძალიან უყვარს.არ არის საჭირო მშობლებზე ყვირილი.მერე ამას ინანებთ, მაგრამ შეიძლება უკვე ძალიან გვიანი იყოს.
მე ძალიან მინდოდა, რომ მოსიყვარულე მშობლები და ბებია მყოლოდა. მაგრამ მე არ გამიმართლა: ასეთი მშობლები და ასეთი ბებია არასოდეს მყოლია. მე არ ვყოფილვარ ჩემს ოჯახში არც საყვარელი და არც სასურველი ბავშვი. რატომღაც ყველას ჩემი უფროსი და უყვარდა, მე კი არავის ვუყვარდი. ეს ძალიან დიდ ტკივილს მაყენებდა.
ყველაფერს ვაკეთებდი იმისთვის, რომ ჩემს ნათესავებს ვყვარებოდი, მაგრამ უშედეგოდ. ჩემს ნამდვილ მამასაც კი ჩემი უფროსი და უფრო უყვარდა, რომელიც დედაჩემს პირველი ქორწინებიდან ჰყავდა. რატომღაც მას ის უფრო უყვარდა, ვიდრე მე.ჩემი და ყველას თავაზიანად ექცეოდა, მე კი ყველას და ყოველთვის სიმართლეს ვეუბნებოდი.ბებიას უქმეებზე ყოველთვის ჩემი და მიჰყავდა თავისთან. ის მას დელიკატესებს აჭმევდა და მისთვის ყველაფერს ყიდულობდა. მე თავისთან არასოდეს მივყავდი, რაც მე ძალიან მწყინდა.
ერთხელ თავი ვერ შევიკავე და ბებიაჩემს ვკითხე, ასე რატომ ხდებოდა. მან მითხრა, რომ ანას მამა არ ჰყავს და ამიტომ ყიდულობდა მისთვის ყველაფერს. მე კი მამა მყავს და ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი მან უნდა მიყიდოს.მიუხედავად იმისა, რომ ანას მამა კარგ ალიმენტს იხდიდა და ხშირად ჩამოჰქონდა მისთვის შესანიშნავი საჩუქრები. ნუთუ ეს ყველაფერი სამართლიანი იყო? წლები გადიოდა, ჩემი მშობლების დამოკიდებულება ჩემს მიმართ უფრო უარესდებოდა. დედა მცემდა კიდეც, უმნიშვნელო დანაშაულის გამო.
სკოლის დამთვარებისთანავე წამოვედი ჩემი მშობლების სახლიდან. ახლა ძალიან იშვითად ვხვდები ჩემს მშობლებს, ჩემს დას და ბებიას. მე მათ უბრალოდ არ ვჭირდები. როგორც ადრე არ ვუყვარდი, ახლაც იგივენაირად არ ვუყვარვარ.მე ნორმალური ბავშვი ვიყავი: ჭკვიანი და სიმპათიური. თუმცა, რატომღაც ჩემს მშობლებს არ ვუყვარდი.ახლა ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი კარგადაა. შესანიშნავი ქმარი მყავს – ყურადღებიანი და მოსიყვარულე. ჩვენ ორი შვილი გვყავს. მე ბევრი მეგობარი მყავს. მყავს შესანიშნავი დედამთილი, რომელსაც ძალიან ვუყვარვარ. ჩვენ შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს.
ძალიან მინდა, რომ ყველას ერთი რჩევა მივცე: დააფასეთ ის ადამიანები, ვისაც უყვარხართ და კარგად გექცევიან. და იყავით ბედნიერები!