ძველი მკურნალები ამკიცებდენ, რომ ვისაც შინ ლიმონის ხე აქვს არასოდეს გახდება ავად.

617

თუ თქვენ სახლში ლიმონი ხე გაქვთ, ცუდად არასდროს გახდებით. ამას არაერთი მეცნიერი ამტკიცებს.

ლიმონი მრავალწლიანი მარადმწვანე სუბტროპიკული მცენარეა ციტრუსოვანთა გვარის ტეგანისებრთა ოჯახისა. მისი სამშობლოა სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია.
ლიმონის ნაყოფი შეიცავს (%-ობით): მჟავებს (უმთავრესად ლიმონის) – 3,5-8,1, შაქრებს – 1,9-3, C ვიტამინს – 45-140 მგ 100 გ-ში, აგრეთვე P და B ვიტამინებს, პექტინოვან ნივთიერებებს, რკინის მარილებს, ფოსფორს, კალიუმს, კალციუმსა და მაგნიუმს.
ლიმონი სამკურნალო პრაქტიკაში ავიტამინოზებისა და ცხელებით მიმდინარე დაავადებათა სამკურნალოდ გამოიყენება. წყალში განზავებული მისი წვენი რეკომენდებულია სავლებად ანგინის დროს. დაშაქრული რბილობი და ქერქი უნდა მიირთვათ ქრონიკული ტონზილიტის, ანგინის, პაროდონტოზისა და რევმატიზმის დროს. ლიმონის წვენი გამოიყენება ათეროსკლეროზის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, შარდ-კენჭოვანი დაავადების, ნივთიერებათა ცვლის დარღვევის, ბუასილის ციებ-ცხელების დროს. დაამატეთ 0,5 ლიმონის წვენი 0,5 ჩ/ჭ ცხელ წყალში. მიიღეთ 2-3-ჯერ დღეში. ლიმონი სასარგებლოა ანგინას, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთების დროს გამოსავლებად, ასევე გამოიყენება გარეგანად კანის სოკოვანი დაავადებების დროს.

ლიმონის წვენს იყენებენ ხველების დროს, წყურვილისას, საერთო მდგომარეობის გაუმჯობესების, იმუნური სისტემის გაძლიერების, ნივთიერებათა მოწესრიგების მიზნით. კარგი ეფექტი აქვს მას პოდაგრის, შარდკენჭოვანი დაავადებებისა და ჰიპოაციდური გასტრიტის დროს. ლიმონის წვენის წყალ-ხსნარით მკურნალობენ ბუასილს, ხოლო ქლორთან მის ნარევს განგრენის სამკურნალოდ იყენებენ. კანის სოკოვანი დაავადებების დროს ქავილს სწორედ ლიმონის წვენი დაგიამებთ.

ხალხურ მედიცინაში მას ჭრილობების მოსაშუშებლად, დიფტერიის, სიყვითლის და შეშუპების საწინააღმდეგოდ ხმარობენ, მცენარის სამშობლოში კი სწამდათ, რომ ეს მცენარე ადამიანს შავი ჭირისგან იცავდა, გველის ნაკბენისგან კურნავდა. ლიმონს უბადლო სამკურნალო საშუალებად მიიჩნევენ ფილტვების დაავადებების და ინტოქსიკაციის დროს. შაქარში მოხარშული ლიმონის ქერქი საჭმლის მომნელებელ პროცესებს არეგულირებს.

ვისაც შინ აქვს ლიმონის ხე არასოდეს გახდებიან ავად, ამტკიცებენ მედიკოსები.
ლიმონი უკუნაჩვენებია მათთვის, ვისაც კუჭის მომატებული მჟავიანობა ან კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი პათოლოგია აქვს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს