იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც თქვენი ურთიერთობა იდეალურია, როდესაც საქმე ოჯახის ბიუჯეტს ეხება, არის ხოლმე დავა და უსიამოვნებები. ყველას ჰქონია შემთხვევა, როცა ხელფასამდე ჯერ კიდევ შორს არის, ფული კი უკვე ძალიან ცოტაა დარჩენილი. ყოველ ჯერზე, როდესაც საკმარისი ფული არ არის, ადგილი აქვს სკანდალებს, საყვედურებს და ბრალდებებს. ოჯახის საერთო ბიუჯეტი შესანიშნავია, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა ფული ყველაფრისთვის საკმარისია. პრობლემა ჩნდება მაშინ, როდესაც სახსრები საკმარისი არ არის. პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ ისტორიაში – ბევრი საკუთარ თავს ამოიცნობს.მაშ ასე, როგორ გადავანაწილოთ ოჯახის ბიუჯეტი ისე, რომ უთანხმოებები არ მოხდეს.
საერთო ფული თუ ყველას საკუთარი საფულე
დილით, როგორც წესია ჩავიცვი, ჩაი დავასხი, სენდვიჩები მოვამზადე და მალ-მალე შევჭამე. ქმარმაც ისაუზმა და სამსახურში წასასვლელად ემზადებოდა. უცებ გამახსენდა, რომ სენდვიჩებისთვის ძეხვეული აღარ გვქონდა. ჩემს ქმარს ვთხოვე, რომ ფული დაეტოვებინა სურსათის საყიდლად, რათა სამსახურის შემდეგ მაღაზიაში შემევლო და მეყიდა.
ქმარმა შემომხედა და უკმაყოფილო ტონით მითხრა: “შენი ფული რაში დახარჯე?” ჩაი კინაღამ გადამცდა. ისეთი ტონით მითხრა, თითქოს მილიონს ვშოულობდე. იმ მომენტში ისეთი ნაწყენი დავრჩი, რომ საჭიროდ არ ჩავთვალე მისთვის პასუხის გაცემა.
მინდა ცოტა უკეთ გაგაცნოთ ჩემი ოჯახი. სულ ოთხნი ვართ: ჩვენ და ორი შვილი. მას შემდეგ, რაც უმცროსი საბავშვო ბაღში მივიყვანეთ, მეც გავედი სამსახურში. რა თქმა უნდა, სამსახური ისეთი შევარჩიე, რომელიც ჩემს სახლთან უფრო ახლოს იყო, რათა უფრო ადრე შემძლებოდა სახლში მოსვლა. მე უნდა მომესწრო ბავშვების სკოლიდან და ბაღიდან გამოყვანა, საჭმლის მომზადება და ბავშვების წრეებზე მიყვანა.
სამუშაო რთული არ არის, მაგრამ ანაზღაურება დაბალია. სამაგიეროდ შემიძლია მეტი დრო დავუთმო ჩემს ოჯახს და შვილებს, მივხედო სახლს. ჩემი ქმრის ხელფასი ცუდი არ არის, მაგრამ ჩვენც ბევრნი ვართ. ხანდახან კარტოფილზე და წყალზე მომზადებულ ბლინებზე გვიწევს ყოფნა. ვზივართ და ველოდებით ჯადოსნურ შეტყობინებას, რომ ანგარიში შევსებულია.
მე ვცდილობ, ფული არ გავფლანგო – რაც შემიძლია, ვზოგავ, მაგრამ რაღაცის გადადებაც მინდა. ჩემი ქმარიც ამბობს, რომ დროა დაიწყოს დაზოგვა ყოველი შემთხვევისთვის. მე კი მას ვანიშნებ, რომ ჯობია ნაკლები კი არ დახარჯო, არამედ მეტი მიიღო. ამ შემთხვევაში დაზოგვა საჭირო აღარ იქნება, მაგრამ მას არ სურს სამსახურის გამოცვლა.
ჩხუბი ფული გამო
მართალი გითხრათ, აქამდე ფულზე ამდენს არ ვკამათობდით. მაგრამ მისმა დღევანდელმა შენიშვნამ იმის შესახებ, თუ რაში დავხარჯე ჩემი ფული, ძალიან მაწყენინა. რამდენჯერმე პროდუქტები ვიყიდე, შვილებს მივეცი ჯიბის ფული და გადავიხადე კომუნალური გადასახადები. აი, რაში მეყო ჩემი ფული.
იძულებული გავხდი ქმრისთვის ამეხსნა, რაში დავხარჯე ფული. საღამოს კი სამსახურიდან სახლში დაბრუნდა და ისევ იგივე თემაზე დაიწყო საუბარი. ახლა მან მოიფიქრა, რომ მე მას ყოველდღე უნდა ვაჩვენო ქვითრები. მას არ სჯერა და ჰგონია, რომ ფულს სხვა რამისთვის ვხარჯავ. მე ცოდვა არ მაქვს – ფული არსად მიმაქვს. უბრალოდ მე არ მესმის, რატომ უნდა ვუთხრა მას სად ვხარჯავ ჩემს ფულს? რა თქმა უნდა, ჩვენ საერთო ბიუჯეტი გვაქვს, მაგრამ მე არ ვაპირებ მისთვის იმის ახსნას, თუ სად ვხარჯავ თითოეულ თეთრს.
ვინ რას ფიქრობს ამასთან დაკავშირებით?
უდავოა, მსგავსი სიტუაციები ბევრ ოჯახშია. სწორედ ფულის გამო ხდება კონფლიქტები ყველაზე ხშირად. როგორ მოვიქცეთ მსგავს სიტუაციებში? ალბათ, უფრო სწორი იქნება ბიუჯეტის სწორად ორგანიზება. თუ ამჟამინდელი მდგომარეობა არც ერთს არ გაწყობთ, მაშინ საერთო ხარჯებზე უნდა დაფიქრდეთ. შეგიძლიათ სცადოთ ბუღალტერიის წარმოება, რათა ყველაფერი გაამარტივოთ.
ხარჯები ხშირად მეორდება, ყოველთვიურად ერთი და იგივეა. უმჯობესია გამოთვალოთ რამდენის დახარჯვა გიწევთ ყოველთვიურად და ეს თანხა საერთო ყუთში გადაიტანოთ. მერე გაირკვევა ყოველთვიურად რა ხარჯი გაქვთ. როგორც ვარიანტი, შეგიძლიათ ხარჯები ჩამოწეროთ და გაარკვიოთ, რაში იხარჯება ყველაზე მეტი ფული.
რა თქმა უნდა, ქმარი არ უნდა სთხოვდეს ცოლს ყოველ დახარჯულ თეთრზე ანგარიშის ჩაბარებას, რადგან ცოლი ფულს ოჯახსა და შვილებზე ხარჯავს. თანაც, ის არანაირ ანაზღაურებას არ ღებულობს სახლში შესრულებული საქმეებისთვის. და თუ ცოლს თავად შეუძლია ფულის გამომუშავება, მაშინ სავსებით გასაგებია მისი სურვილი, რომ ამ თანხის ნაწილი საკუთარი საჭიროებებისთვის დახარჯოს.
და კიდევ, ოჯახში ორივე ადამიანი უნდა ენდობოდეს ერთმანეთს. არ შეიძლება ყველაფრის გამო ჩხუბი. ეს არის ზღვარი. რადგან ამან, შესაძლოა, წყვილი განქორწინებამდეც კი მიიყვანოს.