1901 წელს წყვილმა კათოლიკურ ესპანეთში დაიწერა ჯვარი. მაშინ ხელისუფლებამ გაიგო, რომ ორივე ქალი იყო

762

1901 წელს, ლა-კორუნიელმა მღვდელმა ჯვარი დასწერა მარსელა გრასია იბეასსა და ელიზა სენჩეს ლორიგის. “ასეთი რამ შეუძლებელია” – იტყვით თქვენ, რადგან კათოლიკურ ესპანეთში ერთსქესიანთა ქორწინება აკრძალული იყო.

უბედური მღვდელიც ასე ფიქრობდა. გოგონებმა იგი მარტივად გააცურეს, ერთ-ერთი მათგანი მამაკაცივით გამოეწყო. იგი იმდენად ჰგავდა მამაკაცს, რომ მამას ოდნავადაც არ შეპარვია ეჭვი.

სამწუხაროდ, წყვილის საიდუმლო მალე გამჟღავნდა, ამიტომ გოგონებს XX საუკუნის ულტრაკონსერვატიული ესპანეთიდან წასვლა მოუხდათ. მთელი დარჩენილი ცხოვრება, ისინი იმალებოდნენ.

მარსელასა და ელიზას ისტორიამ შთააგონა ესპანელი რეჟისორი იზაბელ კოიშეტი, რომელმაც გადაიღო წიგნი “წიგნების მაღაზია”, მთავარ როლებში ემილი მორტიმერთან და ბილ ნაიასთან ერთად.

-“ამ გოგონების გამბედაობით აღფრთოვანებული ვარ. იმ დროისთვის, ასეთი საქციელი თვითმკვლელობას უდრიდა,” – ყვება კოიშეტი ბიბისისთან ინტერვიუში.

-“ამ ისტორიამ მომხიბლა, კეთილი ზღაპრის მსგავსად… თუმცა, იგი უფრო მეტ კითხვას იწვევს, ვიდრე პასუხს სცემს. დღემდე არაა დანამდვილებით ცნობილი, თუ რა მოუვიდათ გოგონებს გაქცევის შემდეგ.” – უმატებს რეჟისორი.

ელიზამ და მარსელამ ერთმანეთი ლა-კორუნიეს პედაგოგიურ კურსებზე გაიცნეს და ერთმანეთი შეუყვარდათ.

მარსელას ოჯახი მსგავსი რამის წინააღმდეგი იყო და გოგონა სასწრაფოდ გაგზავნა მადრიდში, შეყვარებულისგან მოშორებით. თუმცა, წყვილი ურთიერთობას ასეთი სიშორითაც არ წყვეტდა. გოგონებმა გალისიის სკოლებში მასწავლებლებად დაიწყეს მუშაობა და ერთმანეთისგან მხოლოდ რამდენიმე მილი აშორებდათ. საღამოობით ისინი მალულად ხვდებოდნენ.

შეხვედრების დროს, გოგონებმა ეშმაკური გეგმა შეადგინეს. მარსელა ვიღაც მამაკაცისგან დაფეხმძიმდა და ახლობლებს განუცხადა, რომ ელიზას ბიძაშვილზე ქორწინდებოდა, რომელიც, თითქოს-და, დიდი ხნის წინ გაიცნო.

ასე გაჩნდა ბიძაშვილი, რომელიც არ არსებობდა – ლა-კორუნიელი მარიო. ლეგენდის მიხედვით, იგი ათეისტი იყო, თუმცა ჯვრის დაწერა კათოლიკურ ეკლესიაში გადაწყვიტა.

მოკლე ვარცხნილობითა და მამაკაცის კოსტუმით, ელიზა ეკლესიაში მარსელასთან ერთად მივიდა. გასაკვირია, რომ 117 წლის შემდეგაც კი, არქივში მოიძებნება ქორწინების შესახებ ჩანაწერი. გარდა ამისა, ქორწინება დღემდე მოქმედად ითვლება!

წყვილის ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელებულა. ვიღაცამ გოგონების გეგმა გაამჟღავნა და ელიზასა და მარსელას ფოტო ადგილობრივ გაზეთში გამოაქვეყნა, სათაურით “ქორიწლი სიძის გარეშე”.

გოგონები მიხვდნენ, რომასე ვეღარ გაგრძელდებოდა და შეუმჩნევლად გაიპარნენ პორტუგალიაში. იქ მარსელამ ქალიშვილი გააჩინა. სხვათა შორის, თავგადასავლები მხოლოდ ახლა იწყებოდა. ადგილობრივი ხელისუფლება მათ ესპანეთში ექსტრადაციით დაემუქრა. ახლადდაქორწინებულები 1902 წელს ბუენოს-აირესისკენ მიმავალ ხომალდში ჩასხდა.

არგენტინაში ელიზამ სცადა მდიდარ ევროპელზე დაქორწინება, თუმცა ქორწინება ჩაიშალა. შემდეგ გოგონების კვალი წყდება, თუმცა, მოიპოვება დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ელიზამ 1909 წელს თავი მოიკლა მექსიკის ვერაკრუსში.

-“ერთსქესიანთა ქორწინება ესპანეთში 10 წელზე მეტია, რაც ლეგალიზებულია, თუმცა, გეების მიუღებლობის პრობელმა საზოგადოებაში დღემდე არსებობს.” – ამბობს ბილბაოს ლგბტ-ასოციაციის დირექტორი, ინმაკულადა მუხიკა ფლორესი.

ეს ისტორია ლესბიანების შევიწროების პრობლემისკენ მიაქცევს საზოგადოების ყურადღებას. ფრანკოს დროელი გეებიც კი, რომლებიც დევნას ექვემდებარებოდნენ, ლგბტ-საზოგადოების კუმირებად იქცნენ.

-“ადამიანებს დღემდე ეშინიათ გამოსვლა, თავიანთი ორიენტაციის აღიარება. იმედია, ჩემი ფილმი საზოგადოებას აზრის შეცვლაში დაეხმარება.” – განაცხადა რეჟისორმა იზაბელ კოიშეტმა.

ამ წყვილის ისტორია, თავისებურად, უნიკალურია. რელიგიური ესპანეთი დიდხანს არ იღებდა ღია ჰომოსექსუალიზმს. შუა საუკუნეებში, ინკვიზიცია ასეთი “ქცევებისთვის” ცხენებით გაწელვით სჯიდა. ფრანკოს დიქტატურა გეებისა და ლესბიანებისთვის ძალიან რთული პერიოდი იყო.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს