პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – ქალი საკუთარი ოჯახის ისტორიას გვიამბობს.დიახ, ეს ნამდვილად ასეა. ერთ ბინაში ჩვენ ვცხოვრობდით, მეორე კი – დედამ მემკვიდრეობით მიიღო დედამისის გარდაცვალების შემდეგ. მშობლები ამბობდნენ, რომ ეს ბინა ჩემი გახდებოდა, როდესაც გავთხოვდებოდი, მაგრამ მერე ამ დაპირების შესახებ დაივიწყეს. ამ ბინას ჩემი მშობლები აქირავებენ. ჩემი ქმრის მშობლების საკუთრებაში სამი ბინაა. ერთი ის არის, სადაც ცხოვრობენ, დანარჩენი ორი კი – გარდაცვლილი მშობლებისაგან ერგოთ მემკვიდრეობით.
არც ჩემს მშობლებს, არც ჩემი ქმრის მშობლებს არ სურთ, რომ ბინა გვაჩუქონ. უკვე მრავალი წელია ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობთ. იპოთეკით ბინის ყიდვა არ შეგვიძლია. მე დეკრეტულ შვებულებაში ვარ, მარტო ჩემი ქმარი მუშაობს. ფული ძალიან არ გვყოფნის, ყველაზე აუცილებლისთვისაც კი. ამიტომ, საერთოდ ვერ ვახერხებთ ფულის გადადებას პირველადი შენატანისთვის.
- ჩვენ თვითონ მთელი ცხოვრება ბევრს ვმუშაობდით, ქონებას ვაგროვებდით. თქვენც იმუშავეთ და თქვენც გექნებათ ყველაფერი! – ცოტა ხნის წინ მითხრა ჩემმა მამამთილმა.
გაოგნებული ვიყავი. მათ ხომ ორი ბინა უბრალოდ მემკვიდრეობით მიიღეს. მათ ხომ ეს ბინები თავიანთი ფულით არ უყიდით. რატომ ლაპარაკობს ასე?
- მძახლები რატომ არ გჩუქნიან ერთ-ერთ ბინას, მათ ხომ სამი ბინა აქვთ? – მითხრა დედაჩემმა.
- თქვენც გაქვთ ერთი ზედმეტი ბინა, მაგრამ არც თქვენ ჩქარობთ მის ჩვენთვის ჩუქებას! – ვერ მოვითმინე მე.
დედამ ისეთი სახე მიიღო, თითქოს ვერ გაიგო, რა ვთქვი.ჩემი მშობლები და ჩემი ქმრის მშობლები ხშირად დადიან დასასვენებლად, სადაც მოესურვებათ, მე კი ჩემი შვილისთვის ხილსაც კი ვერ ვყიდულობ. ბებიებს და ბაბუებს ეს სრულიად არ ანაღვლებს. ისინი საკუთარი სიამოვნებისთვის ცხოვრობენ და მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობენ.
არც მე და არც ჩემს ქმარს უმაღლესი განათლება არ გვაქვს. ჩემი ქმარი მხოლოდ ჯარში მსახურობდა და როგორც კი დაბრუნდა, მშობლებმა მაშინვე სამსახურის მოსაძებნად გაგზავნეს. მათ არც კი უფიქრიათ შვილისთვის რაიმე სახის განათლების მიცემის აუცილებლობაზე, რაც შემდგომში მას ნორმალური სამსახურის პოვნაში დაეხმარებოდა. ასევე მოიქცნენ ჩემი მშობლებიც.
დედაჩემი ყოველთვის თავისი ახალი ტანსაცმლით იწონებს თავს. თან ვითომ ვერ ამჩნევს, რომ მე მრავალი წელია ერთი და იგივე ტანსაცმლით დავდივარ.ცოტა ხნის წინ ჩვენმა მშობლებმა გამოგვიცხადეს, რომ უკვე ბერდებიან და ჩვენ მათზე უნდა ვიზრუნოთ. მე და ჩემი ქმარი გაოცებისგან დავმუნჯდით. აი, ეს მესმის! ახლა, როდესაც ჩვენ გვიჭირს, ჩვენი მშობლები საერთოდ არ გვეხმარებიან. როგორ ჰყოფნით სინდისი იმის სათქმელად, რომ ჩვენ სიბერეში მათ უნდა დავეხმაროთ?
ჩემი მეგობარი მამშვიდებს, ამბობს, რომ წარმოიდგინე როგორ გამდიდრდებით შენ და შენი ქმარი, როდესაც მემკვიდრეობით 5 ბინას მიიღებთ. მაგრამ, მე არ ვუსურვებ სიკვდილს არც ჩემს და არც ჩემი ქმრის მშობლებს. უბრალოდ მინდა, რომ რომელიმე მათგანი მიხვდეს, თუ როგორ გვიჭირს და უბრალოდ დაგვეხმაროს. მაგრამ…
ჩვენი მშობლები მხოლოდ თავიან თავზე ფიქრობენ და ახალგაზრდა ოჯახის პრობლემები საერთოდ არ აღელვებთ. მე და ჩემი ქმარი ჩვენს შვილებს ასე არასოდეს მოვექცევით. ჩვენ მათ ყოველთვის დავეხმარებით და ჩვენი მშობლების შეცდომებს არ გავიმეორებთ.