მშვენიერი ბინა ვიპოვეთ, მაგრამ ერთი პრობლემა იყო. ბინა იმავე სახლში იყო, სადაც ჩემი დედამთილი ცხოვრობდა

1190

პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – ქალი საკუთარი დედამთილის ისტორიას გვიამბობს.

  • აბა, როგორ ხართ უჩემოდ? მოგენატრეთ? – მხიარულად იკითხა დედამთილმა და ჩვენს ბინაში შემოვიდა.
  • რა თქმა უნდა! უკვე მთელი ერთი ღამე გავიდა! – ვუპასუხე მას.

დედამთილმა გამიღიმა და ოთახში შევარდა, წესრიგის დასამყარებლად. მე კი სამზარეულოში გავედი – დამამშვიდებლის დასალევად.ჩემი დედამთილის ეს საქციელი ძალიან არ მომწონდა, მაგრამ ქმრის გამო ვითმენდი.

მე და ჩემს დედამთილს არასდროს გვიჩხუბია. ის ძალიან კეთილი და გახსნილი ადამიანია. ყოველთვის სიამოვნებით გვეხმარება. და რაც მთავარია, ის დარწმუნებულია, რომ ყველაფერი იცის. ის ყოველთვის დიდი სიხარულით გვიზიარებდა თავის ცოდნას და დარწმუნებული იყო, რომ ამით ყველას ძალიან გვეხმარებოდა.

გიორგი რომ გავიცანი, ძალიან ბედნიერი ვიყავი. ერთმანეთს ვხვდებოდით, შემდეგ დაქორწინება გადავწყვიტეთ. დადგა ჩემი მომავალი დედამთილის გაცნობის დრო. მანანა დეიდა ძალიან კარგად დამხვდა. მან მაშინვე მითხრა:

  • მარი! რა ლამაზი ხარ. ძალიან მიხარია, რომ თქვენ დაქორწინება გადაწყვიტეთ. კერძების კეთება იცი? თუ არა, მაშინ არ ინერვიულო! ყველაფერს გასწავლი! უბრალოდ, მე ყოველთვის ვოცნებობდი, რომ ქალიშვილი მყოლოდა.

მაშინ უკვე ოცდაშვიდი წლის ვიყავი და კარგად ვიცოდი საჭმლის კეთებაც, რეცხვაც და დალაგებაც. ასე რომ, მე და ჩემი ქმარი არც შიმშილით მოვკვდებოდით და არც სიბინძურეში ვიცხოვრებდით.მანანა დეიდას მაშინვე ძალიან მოვეწონე და დიდი სიხარულითა და დიდი ენთუზიაზმით დაიწყო ჩვენი ქორწილისთვის მზადება.ქორწილის შემდეგ ჩვენთვის ბინის ძებნა დავიწყეთ. მე და გიორგიმ გადავწყვიტეთ, რომ ბინა იპოთეკით გვეყიდა. ბანკი დაგვთანხმდა. ერთ თვეში უნდა გვეპოვა ბინა, რომლის ყიდვასაც შევძლებდით.

სამწუხაროდ, კარგი ვერაფერი ვიპოვეთ. მე და გიორგი უკვე ძალიან დავღონდით, მაგრამ ბოლოს გაგვიმართლა: ვიპოვეთ მშვენიერი ოროთახიანი ბინა, რომელიც შესანიშნავ მდგომარეობაში იყო. თუმცა, ერთი პრობლემა იყო – ბინა იყო იმავე სახლში იყო, სადაც ჩემი დედამთილი ცხოვრობდა, მაგრამ სხვა სადარბაზოში. ეს მაშინვე არ მომეწონა, თუმცა ვიფიქრე, რომ ეს არც თუ ისეთი დიდი პრობლემა იქნებოდა. ოჰ, როგორ ვცდებოდი!

მე და გიორგიმ ეს ბინა ვიყიდეთ და საცხოვრებლად იქ გადავედით. ორი თვის შემდეგ დავორსულდი. დედამთილი ყოველდღე მოდიოდა ჩვენთან. ამის გამო ძალიან ვიღლებოდი, ვცდილობდი სახლში რაც შეიძლება ნაკლები დრო გამეტარებინა: ხან სამსახურში ვიყავი, ხან საავადმყოფოში მივდიოდი. დედამთილი ამ დროს ჩვენს სახლში იმას აკეთებდა, რასაც თავად მიიჩნევდა საჭიროდ. მას არასოდეს უთქვამს, რომ მე რაღაცას არასწორად ვაკეთებდი, მაგრამ ის მუდმივად აკეთებდა ისე, როგორც თავად მიიჩნევდა საჭიროდ. ამის გამო გამუდმებით მეჩვენებოდა, რომ საკუთარ სახლში კი არ ვცხოვრობდი, არამედ ჩემს დედამთილთან ვიყავი სტუმრად.პირველ ხანებში გიორგი მამშვიდებდა, შემდეგ კი ბრაზდებოდა და სწყინდა:

  • რას წუწუნებ მუდმივად და რით ხარ უკმაყოფილო? გირჩევნია დედაჩემს მადლობა გადაუხადო. ის გვიმზადებს კიდეც და შვილიშვილსაც ასეირნებს. ამ დროს შენი მეგობრები ყველაფერს თავად აკეთებენ.

ეს ყველაფერი ნამდვილად ასე იყო, მაგრამ მე ეს საერთოდ არ მაწყობდა. მე მინდოდა, რომ ჩემს სახლში დიასახლისი თავად ვყოფილიყავი, მაგრამ ჩემი დედამთილი ამის საშუალებას არ მაძლევდა. მე ამის გამო ძალიან ვნერვიულობდი და ტირილსაც კი ვიწყებდი.

უბრალო შემთხვევითობამ გადამარჩინა. მანანა დეიდას თავისი ძველი ღილაკებიანი ტელეფონი გაუფუჭდა. სწორედ ამიტომ, დაბადების დღეზე მას კარგი, თანამედროვე ტელეფონი ვაჩუქეთ. მე მას ვასწავლე ამ ტელეფონის გამოყენება, ვასწავლე ინტერნეტის გამოყენება და სოციალური ქსელებიც გავაცანი.

სასწაული მოხდა! ჩემს დედამთილს ძალიან მოეწონა მისი ახალი ტელეფონი. მას შეეძლო საათობით ყოფილიყო ინტერნეტში, თავის კლასელებსა და ჯგუფელებს ეძებდა. ახლა ის ძალიან იშვიათად გვსტუმრობს. მე ბედნიერებისგან მეშვიდე ცაზე ვარ.

გადავწყვიტე, რომ საახალწლოდ კომპიუტერი ვაჩუქოთ. ის ალბათ საერთოდ აღარ გვესტუმრება, მე და გიორგი წავალთ მასთან სტუმრად, როდესაც თავად მოგვესურვება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს