პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – ქალი თავისი ნაცნობის ისტორიას მოგვითხრობს.ერთხელ დედამ თავისი ოთხი წლის გოგონა საბავშვო ბაღში მიიყვანა და უკვე სამსახურში წასვლას აპირებდა, მაგრამ გოგონა საბავშვო ბაღში არ შეუშვეს. საქმე ისაა, რომ გოგონას დედას ბაღის გადასახადის გადახდა დააგვიანდა.
ქალმა ბავშვი წამოიყვანა და პროკურატურაში მივიდა, რადგან თვლიდა, რომ მის შვილს უსამართლოდ მოექცნენ. საბავშვო ბაღის ხელმძღვანელობა კი ამტკიცებს, რომ ისინი ზემოქმედებას ვეღარ ახდენდნენ დედაზე, რომელსაც სოლიდური დავალიანება აქვს.
გოგონას დედას აზრით, მათ მაინც არ ჰქონდათ იმის უფლება, რომ მისი გოგონა ბაღში არ შეეშვათ. გოგონა მუდმივად ტირის და ვერ ამშვიდებენ, ამიტომ დედამისმა ნევროპათოლოგთან მიიყვანა. გოგონა მუდმივად ერთსა და იმავე ფრაზას იმეორებს: “დედიკო, მე ცუდი არაფერი გამიკეთებია! ბაღიდან რატომ გამომაგდეს?” ექიმმა დედას ცნობა გამოუწერა, მაგრამ ვადა ამოიწურა და ქალმა სამსახური დაკარგა. ის გაანთავისუფლეს. ის ახლა ახალ სამსახურს ეძებს და ჯერ-ჯერობით არ იცის, როგორ უნდა იცხოვროს თავის ორ შვილთან ერთად.
საქმეს ის ართულებს, რომ ამ ქალის ბიჭიც იმავე ბაღში დადიოდა. ის ბაღში აღარ დადის, მაგრამ დედას იმ დროინდელი დავალიანებაც აქვს, როდესაც ის ბაღში დადიოდა. დედა ამბობს, რომ ამხელა თანხის ერთდროულად გადახდას ვერ შეძლებს. ის ცოტა ხნის წინ მეუღლეს გაშორდა და შვილებთან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. რამდენიმე თვის წინ, მამამ ვაჟი თავისთან წაიყვანა, საბავშვო ბაღში ატარებდა, მაგრამ თანხას არ იხდიდა.
შემდეგ სასამართლო იყო. ქალმა მხოლოდ სასამართლოს შემდეგ გაიგო, რომ ქმარი მთელი ამ ხნის მანძილზე ბაღის გადასახადს არ იხდიდა. ქალი აცხადებს, რომ გადაიხდის, მაგრამ ერთდროულად არა.ბაღის გამგეს მისი არ სჯერა. ის ამბობს, რომ ეს ქალი მათ მუდმივად ჰპირდებათ, მაგრამ არ იხდის. თანხა ნაწილ-ნაწილაც კი არ შეაქვს.
ბაღის გამგე დარწმუნებულია, რომ ეს მთლად კარგი არ არის ბავშვთან მიმართებაში, რადგან ბავშვი დამნაშავე არ არის. მაგრამ, როგორ მოახდინონ ზემოქმედება ასეთ დედაზე?
ამ მომენტისთვის ბავშვების დედას საბავშვო ბაღში საკმაოდ დიდი დავალიანება აქვს. ახლა ამ საქმეს პროკურატურა არკვევს.
როგორ დამთავრდება ეს საქმე – ჯერ არავინ იცის.