პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – ქალი საკუთარ ისტორიას გვიზიარებს.მე ლია მქვია. სამი შვილიშვილის ბებია ვარ. ჩემმა რძალმა ტყუპები გააჩინა, სამი წლის შემდეგ კი – კიდევ ერთი გოგონა.
შვილიშვილებს ხშირად არ ვსტუმრობ. საჩუქრებს და პროდუქტებს მათთან ჩემს ბიჭს ვატან.ახლახან, ჩემი რძალი ავად გახდა. კოტე მუშაობს. ბავშვებისთვის ყურადღება ვის უნდა მიექცია? მომიწია, რომ მათთან მე წავსულიყავი და ბავშვებისთვის მიმეხედა.ტყუპებთან არანაირი პრობლემა არ მქონია. კომპოტი მოვამზადე, ორცხობილები გამოვაცხვე და ვაჭამე, მაგრამ ნინისთვის რა მომემზადებინა, არ ვიცოდი.
ცოტა ხანს ვიფიქრე და მერე გადავწყვიტე, რომ ჩემს რძალთან დამერეკა. ძალიან არ მინდოდა ამის გაკეთება, მაგრამ მერე გადავწყვიტე, რომ ჩემი შვილიშვილის ჯანმრთელობა უფრო მნიშვნელოვანი იყო.
იცით, ასე რატომ მოვიქეცი? საქმე ისაა, რომ დიდი ხნის წინ, როდესაც ჩემი ბიჭი ძალიან პატარა იყო, დედამთილისაგან ძალიან კარგი ცხოვრებისეული გაკვეთილი მივიღე. მრავალი წელი გავიდა, მაგრამ ეს ამბავი ისევ მახსოვს.
აი, რა მოხდა.
ვაჟი რომ შემეძინა, ჩემი დედამთილი ძალიან დამეხმარა. მან შვებულებაც კი აიღო, რათა ბავშვის მოვლაში დამხმარებოდა. ჩემს დედამთილს ძალიან ვეცოდებოდი და ღამით კოტეს მხოლოდ ის უვლიდა. ჩემი ქმარი იმ პერიოდში ძალიან ბევრს მუშაობდა, სულ მივლინებებში დადიოდა. მე ძალიან მენატრებოდა.
როდესაც მშობიარობის შემდეგ მოვძლიერდი, თავი თავისუფლად ვიგრძენი და ხშირად დავდიოდი ჩემს მეგობრებთან ერთად, სადაც მოგვესურვებოდა. ბუნებრივია, დედამთილს ეს არ მოეწონა და ძალიან ტაქტიანად და რბილად, მაგრამ ამავდროულად მკაცრად, დამიწყო ყველაფრის სწავლება. ნანა დეიდამ ყველაფერი მასწავლა: როგორ უნდა მეჭმია, მასაჟი როგორ უნდა გამეკეთებინა და ასე შემდეგ…ეს ყველაფერი დიდად არ მომწონდა. ახალგაზრდა ვიყავი, გართობა მინდოდა და არა საფენების გამოცვლა. ერთ დღეს ჩემს დედამთილს ვუთხარი:
- მე ასეთი ცხოვრება არ მომწონს! გიორგი სულ სახლში არ არის. მე კი მუდმივად სახლში უნდა ვიყო ბავშვთან ერთად!
- ამას როგორ ამბობ? გიორგისთვისაც რთულია. ის ძალიან ბევრს მუშაობს იმისთვის, რომ არაფერი მოგაკლდეთ! ნუთუ არ გესმის?!
- მე ეს არ მომწონს. ყველა ერთობა, ისვენებს, მე კი თავისუფალი დრო არ მაქვს და თქვენ ძალიან ცოტას მეხმარებით! რომ მცოდნოდა, რომ ასე იქნებოდა, შვილს საერთოდ არ გავაჩენდი! – ვუთხარი გაბრაზებულმა.
- მერა და ვინ გთხოვა, რომ გაგეჩინა? მე ისედაც გეხმარები, როგორც შემიძლია! მაგრამ თუ შენ ამას არ აფასებ, მაშინ მე საერთოდ აღარ დაგეხმარები! – მითხრა ჩემმა დედამთილმა და წავიდა.
ორიოდე დღის შემდეგ მივხვდი, თუ რაოდენ დიდი შეცდომა დავუშვი. დედამთილის დახმარების გარეშე, ძალიან გამიჭირდა. რაღაც შეცდომით გავაკეთე და ბავშვი ავად გახდა. საავადმყოფოში მოვხვდით. ჩემი შვილის გადასარჩენად და სწრაფად გამოჯანმრთელებისთვის სიამაყეს გადავაბიჯე და დედამთილს დავურეკე. ბოდიში მოვუხადე და ვთხოვე, რომ დამხმარებოდა.
მივხვდი, რომ არასწორად მოვიქეცი, ამიტომაც ეს ჩემი შეცდომა სამუდამოდ დამამახსოვრდა.არ მინდოდა, რომ ეს განმეორებულიყო, ამიტომ ჩემს რძალს დავურეკე, ვკითხე და ყველაფერი სწორად გავაკეთე.
ცოტა ხანში ჩემი რძალი გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოდან გაწერეს. შვილიშვილებთან გატარებული დრო ჩემთვის ძალიან სასარგებლო აღმოჩნდა. მე ძალიან შევეჩვიე მათ და მივხვდი, როგორ ძლიერ მიყვარს ისინი.ახლა მათ უფრო ხშირად ვსტუმრობ, სასეირნოდ მიმყავს. ამგვარად, ჩემს რძალს საშუალებას ვაძლევ, რომ ცოტა დაისვენოს.
ახლა მე და ჩემს რძალს ბევრად უკეთესი ურთიერთობა გვაქვს, ჩემი შვილიშვილები კი ყოველთვის დიდი სიხარულით მხვდებიან. ეს ყველაფერი ძალიან მომწონს.აქამდე, რატომ არ ვაკეთებდი ამ ყველაფერს? ძალიან ვნანობ! კარგია, რომ ყველაფერს დროულად მივხვდი და სწორად მოვიქეცი.