ბავშვობაში ყველაფერი მზიანი და უსაფრთხო ჩანს. ბავშვებს უფროსების ნებისმიერი გაფრთხილება უბრალო შეშინება ჰგონიათ. “რა შეიძლება დამემართოს!”, – ამბობს ბავშვი ან მოზარდი. როდესაც თავად აღმოჩნდება მშობლის როლში, მხოლოდ მაშინ ესმის, რომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს. სამყარო საერთოდ არ არის უსაფრთხო, მაგრამ ბავშვებს უბრალოდ არ სურთ ამის დაჯერება.
საკმაოდ ბევრია ასეთი ამბავი, როცა მშობლები ეძებენ ბავშვს, რომელიც წესით ეზოში უნდა თამაშობდეს ან სკოლიდან ერთი საათის წინ უნდა მოსულიყო, მაგრამ უცებ სადღაც გაუჩინარდა. საბედნიეროდ, მათი უმეტესობა იმით მთავრდება, რომ ვაჟი ან ქალიშვილი სასეირნოდ ნებართვის გარეშე წავიდა. მაგრამ არის ისეთი ტრაგიკული სიტუაციებიც, როცა ბავშვი უგზო-უკვლოდ იკარგება და ვეღარავინ პოულობს მას.
საფრთხეს შეიძლება წარმოადგენდეს ღია სანიაღვრე ჭა, მაწანწალა ძაღლები, მდინარე, ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანი. უამრავი რამის ჩამოთვლა შეიძლება, მაგრამ მთავარი ის არის, რომ მნიშვნელოვანია ასწავლოთ ბავშვს სწორად მოქცევა, რათა ზრდასრული ადამიანის გარეშეც შეძლოს საშიში სიტუაციის ამოცნობა და იცოდეს როგორ დააღწიოს თავი მას.
30 წლის ასაკში ნინის ნათლად ახსოვს ის შემთხვევა, როდესაც შვიდი წლის მეზობლის ბიჭი გაუჩინარდა. ის ეზოში თამაშობდა სხვა ბავშვებთან ერთად. შემდეგ კი გაქრა. მშობლებმა უბანში ყველაფერი დაათვალიერეს: სადარბაზოები, სხვენი, მიტოვებული შენობა. მათ გამოკითხეს შვილის ყველა მეგობარი, საავადმყოფოებში დარეკეს – უშედეგოდ. ბავშვი გაუჩინარდა. ის აღარავის უნახავს. ამ შემთხვევაში უსარგებლო აღმოჩნდა მეზობლების დახმარება და პოლიციაში დარეკვა. ნინის მშობლები მძიმე შთაბეჭდილების ქვეშ იმყოფებოდნენ. მანიაკზე იყო ლაპარაკი და მას შემდეგ რაც მეზობელი გაუჩინარდა, ნინის მარტოს ეზოშიც კი აღარ უშვებდნენ.
რა თქმა უნდა, ბავშვობაში თავისუფლების ასეთი შეზღუდვა ძალიან დამთრგუნველი იყო მისთვის. თუმცა, თავად ამ სიტუაციაში ბავშვი საშიშს არაფერს ხედავდა. ასე მუშაობს ბავშვის ცნობიერება. ბავშვმა სამყარო უნდა შეიცნოს და თუ შიშებით შემოიფარგლება, დედას არასოდეს მოშორდება. ამიტომ ცნობიერება პოულობს სხვადასხვა სახის ახსნას, ამცირებს რისკის სიტუაციას. ბავშვი თავს თითქოს მოჯადოებულად გრძნობს.
მას სჯერა, რომ მას არაფერი დაემართება. ამიტომ, ის ყურადღებით უსმენს მშობლების ყველა გაფრთხილებას, მაგრამ არ იმახსოვრებს. ბავშვობაში ნინის ცნობიერებამ გონივრული ახსნა იპოვა “მეზობელი ბოშებმა გაიტაცეს”. ამაში საშიში არაფერი იყო. მეზობელი არ მომკვდარა, უბრალოდ სადღაც მოგზაურობს და მერე დაბრუნდება. ბიჭი რომ ცოცხალია, დღემდე ეს დედამისსაც სჯერა, თუმცა მას შემდეგ 23 წელი გავიდა.
ახლა ნინი ზრდასრული ქალია და ცხოვრებას სულ სხვანაირად უყურებს. ახლა მას აღარ აქვს ის ბავშვური დაცვა ყველა უბედურებისგან, მან იცის, რომ საფრთხე შეიძლება ყოველ ნაბიჯზე ელოდებოდეს. და ის ამას თავის ქალიშვილებსაც ასწავლის. თუმცა გოგოებს არ სჯერათ. ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ შეძლებენ მანიაკთან ბრძოლას და ყველაზე ბოროტ ადამიანსაც კი მოერევიან. მათ ამის სჯერათ, ნინიმ კი დანამდვილებით იცის, რომ უმეტეს სიტუაციებს ბავშვი ვერ გაუმკლავდება ზრდასრული ადამიანის დახმარების გარეშე. ამიტომ, ის არასოდეს აუვლის გვერდს ბავშვებს, თუ ხედავს, რომ მათ დახმარება სჭირდებათ. თავად ბავშვებს ყოველთვის არ შეუძლიათ თხოვნა. ეს ზრდასრული ადამიანის ვალია დაინახოს, დროულად მოახდინოს რეაგირება, უკან არ დაიხიოს, არ იფიქროს, რომ ეს მისი საქმე არ არის.
ასე იკრიბება საძიებო ჯგუფები, რომლებიც მზად არიან დაკარგული ბავშვის მოსაძებნად დიდი ტერიტორია უფასოდ შემოიარონ. და სადაც პოლიცია შეზღუდულია საკუთარი რესურსებით, წესებით და რაოდენობით იქ ეს რაზმები მშობლებისათვის ნამდვილი ძლიერი საყრდენია.
არ იყო გულგრილი – ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. კარგმა ღობემ ვერ შეძლო ბავშვის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. რკინის საკეტი შიგნიდან აღმოჩნდა გაღებული და ძაღლებს არ უყეფიათ. ეს იმას ნიშნავდა, რომ ბიჭი თავისით წავიდა. მაგრამ რა მიმართულებით, რამდენი ხნის წინ და სად წავიდა – ეს მშობლებმა არ იცოდნენ. ბავშვი ბებიის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა და მოხუცი ქალი მაშინვე ვერ მიხვდა. ამ შემთხვევაში მეზობლები გულგრილები არ ყოფილან, მათ სწრაფად დაათვალიერეს ტერიტორია, დაიყვეს ჯგუფებად და ბავშვები გამოკითხეს. ბავშვი იპოვეს! ის არ გაუტაცებიათ. ის უბრალოდ სტუმრად წავიდა და მეზობელ სახლში მშვიდად ეთამაშებოდა თავის მეგობარს. ეს ამბავი ბედნიერად დასრულდა. არის ისეთი ისტორიებიც, რომლებსაც განსხვავებული დასასრული აქვთ. ამას სტატისტიკაც ადასტურებს.
საშინელი ციფრებია და თითოეულის მიღმა ადამიანის სიცოცხლეა.
სოციალურ ქსელებში ხშირად ვრცელდება ბავშვების ფოტოები „პოვნაში დამეხმარეთ! დაიკარგა ბავშვი! წავიდა და სახლში არ დაბრუნებულა…“. ზოგმა შეიძლება ამ სიტყვებს ყურადღება არ მიაქციოს. და მხოლოდ ის, ვინც წამებს ითვლიდა, ვინც საკუთარი შვილის მოლოდინში ადგილს ვერ პოულობდა, მიხვდება რას ნიშნავს ეს სიტყვები. და მხოლოდ ის ვერ აუვლის გვერდს სხვის შვილს, რომელიც გასაჭირშია.